7 რამ, რასაც მენეჯერმა არასოდეს არ უნდა გაუკეთოს დელეგირება

7 რამ, რასაც მენეჯერმა არასოდეს არ უნდა გაუკეთოს დელეგირება

ლიდერობის სფეროს ექსპერტი დენ მაკკარტი ასახელებს ლიდერის რამოდენიმე მოვალეობას, რომლებიც მან არასოდეს სხვებს არ უნდა გადააბაროს:

1. კონცეპცია და განვითარების გზების ხედვა – ეს არის ლიდერის მთავარი პასუხისმგებლობა, ამიტომ არავითარ შემთხვევაში ამ მოვალეობის სხვისთვის გადაბარება არ უნდა მოხდეს. რა თქმა უნდა კოლეგების განხილვებში ჩართვა შეიძლება, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ლიდერზეა.

2. თანამშრომლების დაქირავების გადაწყვეტილება – ხშირად ხელმძღვანელები ზედმეტად დამოკიდებულნი არიან HR-სპეციალისტებზე. მაგრამ, დენ მაკკარტის აზრით, საკუთარ კომპანიაში პროფესიონალების მიღება უმნიშვნელოვანესია, რომელიც მენეჯერმა თავად უნდა გააკეთოს იმისათივს, რომ წარმატებული იყოს. თავად ძიების პროცესის დელეგირება შეიძლება და აუცილებელიცაა, მაგრამ შემდეგ უკვე პირადად მისი სამუშაოა. მხოლოდ თქვენ თავად შეგიძლიათ მიიღოთ კანდიდატისგან ის ინფორმაცია, რომელიც მნიშვნელოვანია თქვენი ბიზნესისთვის.

3. თანამშრომლების შექება და შეფასება – ხელმძღვანელებმა თანამშრომლის ეფექტური მუშაობის აღიარების მიზნით, პერიოდულად და გულახდილად, პირადად უნდა შეაფასონ ისინი და არა მუდმივად მოახდინონ ამ საკითხის დელეგირება თავიანთ თანაშემწეებზე.

4. მოტივაცია – სწორედ ლიდერი და არავინ სხვა, არის ვალდებული შექმნას სამოტივაციო ატმოსფერო გუნდში.

5. ცვლილებების ლოკომოტივი – ლიდერი არმარტო მონაწილეობას უნდა იღებდეს, არამედ უნდა ხელმძღვანელობდეს კომპანიაში მიმდინარე მასშტაბურ ცვლილებებს. ცვლილებებისას ახალი ხედვის დანერგვა ლიდერის პირდაპირი მოვალეობაა. ამ საქმის დელეგირებამ შეიძლება გამოიწვიოს უკუშედეგები.

6. რეორგანიზაცია – როგორც წინა პუნქტში, საქმე ეხება იმას, რომ ლიდერი უნდა ხელმძღვნელობდეს კომპანიაში მიმდინარე ყველა რეორგანიზაციულ პროცესს. სხვებისთვის ამ საკითხის გადაბარება ძალიან ცუდ შედეგებს გამოწივევს. სწორედ ლიდერმა უნდა მიიღოს მწვავე გადაწყვეტილებები, რომლების აღებაც საკუთარ თავზე არავის არ სურს.

7. ახალი თანამშრომლის «აღზრდა» – განსაკუთრებით პირველ ეტაპზე უნდა მიაქციოს მენეჯერმა ახალ თანამშრომელს ყურადღება. მან მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს იმაში, რომ ახალბედამ სწრაფად აითვისოს საქმის არსი, გაერკვეს პროექტებში, გაეცნოს კლიენტთა ბაზას, რაც ძალიან მოსახერხებელია CRM-სისტემის პროგრამა «მარტივი ბიზნესი»-ის გამოყენებით. ამასთან, აუცილებელია, რომ ხელმძღვანელი ყველაფრის კურსში იყოს და მოხერხებულად გააკონტროლოს პროცესი.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1532 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

30 ფოტო მსოფლიოს ყველაზე საოცარი ქალაქიდან – დუბაი

დუბაი — არაბთა ერთ-ერთი საემირო, სადაც ყველაფერში ჩანს ექსცენტრიულობა და ფუფუნება. სულ რაღაც 30 წლის მანძილზე, მეთევზეების სოფელი გახდა წარმოუდგენელი სილამაზის უმდიდრესი ქლაქი. მისი არქიტექტურისა და ცხოვრების გადარეული სტილის შესახებ

Print Friendly, PDF & Email

ბოდო შეფერი – სიმდიდრის პრინციპები

პრინციპი №1: გადადე ხელფასის 25 % და ხელფასის გარდა მიღებული თანხის 50 % ცალკე ანგარიშზე! შემდეგ კი ეს ფული რამე საქმეში ჩადე. ბანკები კაპიკებს იხდიან და ფულს მხოლოდ ინფლაციისგან თუ

Print Friendly, PDF & Email

კარლ სიუელის 10 წესი კლიენტებთან მუშაობისთვის

1. აიძულეთ კლიენტები დაბრუნდნენ კარლი ითვლის არა იმას, თუ რამდენი მოაქვს მისთვის კლიენტს ერთ ჯერზე მოსვლით, არამედ იმას, რამდენს მოუტანს კლიენტი მთელი ცხოვრების მანძილზე. სიუელის ბიზნესს საფუძვლად უდევს მანტრა, რომლის

Print Friendly, PDF & Email

კმაყოფილების 5 გაკვეთილი მილიარედერების, უორენ ბაფეტისა და ჩარლი მანგერისაგან

1. «მოძებნე ის, რაც გააქტიურებს». ასე უპასუხა უორენ ბაფეტმა შეკითხვას, თუ რა რჩევას მისცემდა ის საკუთარ თავს ახალგაზრდობაში, 50 წლის წინ. მას რა თქმა უნდა მხედველობაში ჰქონდა ცხოვრების სტილი და

Print Friendly, PDF & Email

როგორ ვაწარმოოთ მოლაპარაკებები ხელისუფლებასთან

ზოგჯერ ბიზნესმენს უწევს მოლაპარაკებები აწარმოოს ძალაუფლების მქონე ადამიანებთან. ისინი ბევრნი არიან, “მსხვილი” ბიზნესმენები, ხელისუფლების წარმომადგენლები, ჩინოვნიკები, უბრალოდ ავტორიტეტული ადამიანები. როგორ მოვილაპარაკოთ მათთან? არსებობს გარკვეული სირთულეები. 1. ასეთი ტიპის მოლაპარაკებების სირთულე

Print Friendly, PDF & Email

ელონ მასკის 5 გრანდიოზული პროექტი

წარმატებით აიღო სტარტი რაკეტა Falon 9-მ, რომლის გამოყენებაც იგეგმება სამომავლოდ მარსზე და მთვარეზე გასაფრენად. ამ მოვლენამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ცნობილი ბინზნესმენისა და გამომგონებლის ელონ მასკის პროექტი კრიტიკის მიუხედავად რეალობად

Print Friendly, PDF & Email