მოსკოვი. რამოდენიმე შთაბეჭდილება კრიზისულ მდგომარეობაზე
2919 Views

მოსკოვი. რამოდენიმე შთაბეჭდილება კრიზისულ მდგომარეობაზე

ჩვენ საქართველოში გვმართებს, რომ გადავხედოთ შეხედულებებს ჩვენს კრიზისსა და ჩვენს სირთულეებზე.

ბოლო რამოდენიმე დღე როცა მოსკოვში ვიმყოფებოდი და რა ცვლილებებიც დავინახე, ამან მე ძალიან გამაკვირვა. კრიზისი, ყირიმის ანექსია, ომი დონბასში, ევროპასთან დავები გაზთან დაკავშირებით. ამ ყველაფერს არ შეეძლო გავლენა არ მოეხდინა რუსეთზე, მაგრამ შედეგი სულ სხვაგვარი იყო ვიდრე ამას ბევრი მოელოდა. რასაც დღეს რუსები კრიზისს ეძახიან, ეს იქნებოდა ბედნიერება საქართველოსთვის.

ვინც ამ ესკიზს წაიკითხავს, ვთხოვ წაიკითხოს ბოლომდე და ნუ გააკეთებენ დასკვნებს პირველივე წინადადებიდან.

უმუშევრობა. დიახ, რუსეთში გაიზარდა უმუშევრობა, მათი წარმოდგენით საშინელი უმუშევრობა, რომელიც რეგიონებში 4-7 %-ს შორის მერყეობს . მოსკოვში კი ეს საერთოდ არ არის. საქართველოს წარმოდგენით ის რაც ამ მხრივ რუსეთში ხდება არ არის უმუშევრობა. უმუშევრობა რუსეთში არის, როცა გინდა იშოვო სამსახური 5 ათას დოლარიანი ხელფასით და შენ გთავაზობენ 2-2,5 ათასს. ამ მიზეზით დადიან „საწყალი“ რუსები და უფრო უკეთესი სამუშაოს ეძებენ.

ბიზნესი. მთელი დასავლეთი ელოდებოდა, რომ სანქციები რუსეთის ეკონომიკას მუხლს მოადრეკინებდა, მაგრამ შეცდნენ, რადგან რუსეთში საკმარისი რაოდენობით არიან ანტიკრიზისული და მმართველი კადრები, რომლებსაც შეუძლიათ არა მარტო გაუმკლავდნენ მსგავს სიტუაციას, არამედ აქციონ ისინი პოზიტივად ეკონომიკისთვის. თუ დასავლეთი ზღუდავდა რამე პროდუქტის შემოტანას, ისინი იწყებდნენ ამ პროდუქტის ქვეყნის შიგნით წარმოებას. ისინი შეიცვალნენ და განიხილავენ კრიზისს არა როგორც პრობლემას, არამედ საშუალებას . კარდინალურად შეიცვალა აზროვნება 1988 და 2008 წელსთან შედარებით. ისინი თავს არ იცავენ, არც თავდასხმაზე გადადიან, არამედ აუმჯობესებენ მუშაობის მეთოდებს და ეს მუშაობს.

ამ ვიზიტის დროს ბიზნესმენები, რომლებთანაც მქონდა ურთიერთობა, ლაპარაკობდნენ დაახლოებით ასე: „ ვახტანგი, გაგვიჭირდა, მაგრამ შენ იცი, სწორი დრო ზრდისათვის არის კრიზისი“.

მეტრო. მიყვარს მოსკოვის მეტრო, მაგრამ ამ ბოლო გამგზავრებისას მე ვიყავი ისეთი შთაბეჭდიელების ქვეშ, როგორც არასდროს. 90-იანი წლების შემდეგ რუსეთმა დაკარგა იდეოლოგიის ზოგიერთი თემა, მაგრამ ახლა ასე არაა. მეტროს სადგურების დასახელებებს უკვე მსახიობები, ცნობილი სპორტული კომენტატორები ახმოვანებენ, არა მონოტონურად, არამედ მხიარულად, ლამაზად, ისე რომ ადამიანები აღფრთოვანებულები, კარგ ხასიათზე დგებიან და ერთმანეთს უთმობენ ადგილს, დღესასწაულებს ულოცავენ, ჯანმრთელობას უსურვებენ და წარმატებებს…მათ უფრო ადამიანური გახადეს განცხადებები.უკვე დავიწყებულ საგნებზე (რაც გულისხმობს ტერორიზმთან ბრძოლას) განცხადებები არათუ აშინებს, არამედ უფრო რბილ და სასიამოვნო ფორმით იქცევენ ყურადღებას. მათ დაიწყეს საზოგადოებაში საკუთარი იდეოლოგიის ხელშეწყობა არა მარტო მეტროში, არამედ ყველგან. ისინი ასწავლიან თავიანთი ერის, კულტურის და ქალაქის სიყვარულს. ვფიქრობ, ჩვენც გვმართებს ამაზე დაფიქრება.

ხალხი. ეს კითხვა პრობლემურია არა რუსებისთვის. ერი გახდა უფრო პატრიოტი, მომართული შეიარაღებული ძალების განვითარებისკენ. მამაკაცების კუნთების მოცულობა გაიზარდა, რაც იგრძნობა . ჩვენც არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი საზოგადოების ფიზიკურ მდგომარეობაზე ზრუნვა. ადამიანები უფრო ახდენენსაკუთარი თავის იდენტიფიცირებას სახელმწიფოსთან.

მათ არ უნდათ თავიანთი ქვეყნიდან რომელიმე ევროპულ ქვეყანაში ბედნიერების საძებნელად გამგზავრება. მათი მიზანია საკუთარი ქვეყნის შენება და იბრძვიან რომ შეიტანონ ამაში თავიანთი წვლილი. მათთვის არა აქვს მნიშვნელობა ამისთვის მიიღებენ თუ არა რამეს. მათ არ აინტერესებთ, ეთანხმება თუ არა ამას მთავრობა ან იპარავს თუ არა ხელისუფლება ფულს. მათ უბრალოდ შეაქვთ საკუთარი წვლილი კულტურაში,როგორც მათ შეუძლიათ.

მე მესმის რომ ძალიან ბევრს არ უნდა საქართველოში მაგალითის რუსებისგან აღება, მაგრამ მე არ ვლაპარაკობ მაგალითზე, არამედ ცვლილებებზე რაც იქ ხდება და რაც შეგვიძლია ჩვენ აქ გავაკეთოთ.

თითოეულ ჩვენთაგანს შეუძლია ჩადოს რაღაც საკუთარი რომ გავხდეთ უფრო კარგები, ძლიერები და ბედნიერები. კიდევ შეიძლება ბევრი დავწერო იმაზე თუ რა შეგვილია შევადაროთ.მაგრამ, აი ამით მინდა დავასრულო.

რუსეთს, თავის რესურსებით რომ შეცვლილიყო დასჭირდა 20 წელი, საქართველოში ბევრად ნაკლები რესურსია, არადა ჩვენც შეგვიძლია შევიცვალოთ, მაგრამ ამისთვის საჭიროა რომ თითოეული ადამიანი არ დაელოდოს იმას, რომ ვიღაც მოვა და შეცვლის ყველაფერს, არამედ თვითონ დაიწყოს რამის კეთება. დაიწყოს მეტროში ადგილის დათმობა, აღარ მოისროლოს სიგარეტის ნამწვი ტროტუარზე და ირგვლივ მყოფები არ შეაწუხოს ბოლით, უყვარდეს და არ ლანძღავდეს ირგვლივ ყველას. ჩვენ შეგვიძლია უფრო ჭკვიანი გავხდეთ და შევიქმნათ სარგებელი ჩვენთვის და გარშემომყოფთათვის. ჩვენ შეგვიძლია პასუხისმგებელი ვიყოთ იმაზე რომ ჩვენი მოქმედებები არის მნიშვნელოვანი და საჭირო იქ, სადაც ვიმყოფებით..

საუკეთესო სურვილებით!
თქვენი ვახტანგ გვაზავა

Print Friendly, PDF & Email

About author

You might also like