რამდენიმე რჩევა ბედნიერი ზაფხულის გასატარებლად

რამდენიმე რჩევა ბედნიერი ზაფხულის გასატარებლად

ადამიანი მთელი წლის მანძილზე სხვადასხვა აქტივობებით არის დაკავებული: მუშაობს, სწავლობს და შესაბამისად ძალების აღსადგენად ჭირდება დასვენება, რომ კვლავ გააგრძელოს აქტიური მუშაობა. ზაფხული კი დასვენებისთვის საუკეთესო დროა. დასვენება აუცილებელია ფსიქიკური სიჟანსაღისა და ფსიქოლოგიური წონასწორობის აღსადგენად, იმისათვის რომ განვიტვირთოთ, დავძლიოთ დაღლილობა და სტრესი.

ადამიანები კი თავიანთი შესაძლებლობების, მატერიალური სახსრების და სურვილების მიხედვით ირჩევენ ადგილს დასასვენებლად. ზოგი მთას მიაშურებს,ზოგი ზღვას,ზოგი ბარში რჩება.

მთაში დასვენებას თავისი უპირატესობა აქვს. გრილი ჰაერი, სიმწვანე, ტყეების შრიალი, ღამეების კოცონის პირას გატარებ დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებს ადამიანზე, რომელსაც მთელი წელი სტრესულ სიტუაციებში უწევდა ყოფნა. ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ყურება და კარავში საძილე ტომარაში ძილი ადამიანს ამშვიდებს და ახალი განცდებით ავსებს.

ზოგიერთ ზღვაზე დასვენება ანიჭებს უდიდეს სიამოვნებას. ზღვის ტალღების ყურება, მარილით გაჯერებული ჰაერი, მცხუნვარე მზე, ზღვაში ჩამავალი მზის ულამაზესი სურათი – გადაღლილი ფსიქიკის შესანიშნავი მკურნალია. ზღვის ტალღები მსუბუქი მასაჟის ეფექტს იძლევა, ამდიდრებს ორგანიზმს ჟანგბადით, აუმჯობესებს სისხლძარღვების მუშაობას. იოდი ააქტიურებს ტვინისა და ფარისებრი ჯირკვლის მუშაობას. სწორედ ამიტომ გვიზიდავს ზღვა. მზის სხივები, ხომ სიხარულის ჰორმონს წარმოქმნის და ამასთანავე ნამზეურიც უდიდეს ბედნიერებას იწვევს ადამიანებში. ბუნგალოში კი საყვარელ ადამიანებთან ერთად ყოფნა , სასიამოვნო ამბების გახსენება და გამაგრილებელი კოქტეილის მირთმევა მართლაც, რომ უდიდესი ბედნიერებაა.

არიან ადამიანები, რომლებიც ისვენებენ, როდესაც სათევზაოდ მიდიან. ეს მათთვის ნამდვილი განტვირთვაა. სათევზაოდ შეიძლება წახვიდე მარტო და მეგობრებთან ერთადაც კი. მდინარის პირას ანკესით ჯდომა და ფიქრი სიჩუმეში მართლაც, რომ უდიდესი განტვირთვაა.

თუმცა ასევე სასიამოვნოა გულახდილი საუბრები მეგობრებთან, რომლებიც თან გახლავს. თევზის კოცონზე შეწვა და და მეგობრებთან ერთად ლუდით გაგრილება, განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა.

მე პირადად ძალიან მიყვარს ლაშქრობის მოწყობა და საქართველოს მშვენიერი კუთხეების მონახულება. ვაკვირდები გარშემო ყველაფერს, ვიღებ უამრავ ფოტოს და ბუნებასთან კონტაქტი მეხმარება აღვიდგინო ძალები და უფრო აქტიურად გავაგრძელო მუშაობა და საოჯახო საქმიანობაც.

თუმცა ამასთანავე არსებობენ ადამიანები, რომლებთაც ძალიან უყვართ შვებულების შინ გატარება. ისინი რჩებიან საკუთარ თავთან და ასე უფრო კომფორტულად გრძნობენ თავს და მათ უბრალოდ განტვირთვის საკუთარი წესები აქვთ. კითხულობენ წიგნებს, უსმენენ მუსიკას, და უყურებენ ფილმებს, რომლებიც აუცილებლად მხოლოდ ზაფხულში უნდა ნახო. მთავარია აღვიდგინოთ სასიცოცხლო ენერგია, სულიერი სიმტკიცე და დავიბრუნოთ სიცოცხლის ხალისი, ახალი ძალებით დავუბრუნდეთ ცხოვრების ყოველდღიურ რეჟიმს და გავაგრძელოთ მუშაობა კვლავ შემართებით.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

დადუნა ნადარაია
დადუნა ნადარაია 50 posts

მე ვარ დადუნა ნადარაია – ჟურნალისტი, ბლოგერი და პუბლიცისტი. მიყვარს სამოტივაციო სტატიების წერა, მოგზაურობა და წიგნები. ძალიან მინდა ადამიანებმა ჩემს ირგვლივ და მთელს სამყაროში დაიჯერონ რომ არიან განსაკუთრებულები და შეუძლიათ წარმატების მიღწევა.ჩემი დევიზია "იმუშავე მაშინაც კი როდესაც სხვებს სძინავთ."

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ