რაც არ უნდა მოხდეს, დარჩით თქვენი ოცნების მიზიდულობის ზონაში!

რაც არ უნდა მოხდეს, დარჩით თქვენი ოცნების მიზიდულობის ზონაში!

მინდა დაფიქრდეთ და უპასუხოთ საკუთარ თავს, თუ არის რამე, რასაც შეუძლია მოგცეთ იმაზე მეტი ენერგია და ბედნიერება, რასაც მიიღებთ თქვენი ოცნების ასრულების შემდეგ?

ამ შეკითხვაზე პასუხი ვიმედოვნებ ყველასათვის ცალსახაა. თუმცა, ნებისმიერი შედეგის მისაღებად დამეთანხმებით, დიდი შრომა, ურყევი რწმენა და ყოველდღიური წინსვლაა საჭირო. ეს არის ძალიან გრძელვადიანი პროცესი და უნდა გვესმოდეს, რომ მუშაობა მიზნებისთვის და ფოკუსირება ჩვენს ოცნებებზე, საბოლოოდ გაგვიყვანს სასურველ შედეგამდე.

დროთა განმავლობაში შეიძლება ჩვენი მიზნები იცვლებოდნენ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ისინი უნდა გვამოძრავბედნენ. მთავარია მუდმივად ვიყოთ ჩვენი ოცნების მიზიდულობის ზონაში და აი, რას ნიშნავს ეს:

მაგალითად, თქვენ ოცნებობთ ავტომობილის შეძენაზე, მაშინ პირველი რაც დღესვე უნდა გააკეთოთ არის ის, რომ უნდა ადგეთ, წახვიდეთ და ჩაეწეროთ ტესტდრაივზე ან უფრო მარტივად, გახვიდეთ შავ ბაზარზე, იპოვოთ თქვენი ოცნების ავტომობილი და ავტომობილის ფლობელთან ერთად რამდენიმე კილომეტრი გაისეირნოთ. არავინ არ იცის რამდენი თანხა გაქვთ ჯიბეში და არც ის, ამ ავტომობილს თქვენ ახლა შეიძენთ თუ 1 წლის შემდეგ. იგივე პრინციპია თუ სახლის შეძენაზე ოცნებობთ. უბრალოდ, აიღეთ ტელეფონი და ახლავე დაუკავშირდით თქვენთვის სასურველ სამშენებლო კომპანიას და სთხოვეთ, გაჩვენონ ის ბინა, რომლის ‘’შეძენასაც აპირებთ.’’

ეს მარტივი და ერთი შეხედვით ბანალური მოქმედებები შეგიძლიათ სხვა, ნებისმიერ თქვენ ოცენებას მოარგოთ და გატესოთ.

ირონიულად უყურებთ და გეღიმებათ? კითხულობთ და ფიქრობთ ეს ყველაფერი რა საჭიროა? მაგრამ გარწმუნებთ, რომ ესეთი მოქმედებები მოგცემენ იმ ბედნიერების შეგრძნებას, რომელიც ამ ყველაფრის რეალობად ახდენისას გექნებოდათ. ეს არის სიხარულის გრძნობა. გრძნობით მიღებული სიხარულით კი თქვენი ოცნების მიზიდულობის ზონაში აღმოჩნდებით. ეს ვიზუალიზაციაზე მძლავრი ტექნიკაა, რომელიც მუშაობს.

მნიშვნელობა არ აქვს თქვენ რაზე ოცნებობთ…ნივთები, მოგზაურობა, ურთიერთობები, წარმატებული კარიერა თუ სხვა რამ… ნებისმიერ შემთხვევში — ეს არის თქვენი ოცნებები და მნიშვნელოვანია ზუსტად იცოდეთ რა ღირს თქვენი ოცნება. საინტერესო ისაა, რომ ადამიანთა უმეტესობამ არც კი იცის რა ღირს მათი ოცნებები და ხშირ შემთხვევაში უფრო მეტი ჰგონიათ ვიდრე ის რეალურად ღირს.

ადამიანების 90% მოქმედებას წყვეტს სწორედ მაშინ, როცა კარგავენ თავიანთი ოცნებების რწმენას და შორდებიან ‘’ოცნების მიზიდულობის ზონას.’’ ეცადეთ, არასოდეს დაშორდეთ თქვენს სურვილებს და თქვენს ოცნებებს, ეს უკეთესად არასოდეს გაგხდით. ყველაზე კრიზისულ სიტუაციის დროს, საკუთარ თავს შეახსენეთ, რომ თუ დანებდებით უკეთესად ვერ გახდებით. ნებისმიერი ოცნების, მიზნის და შედეგის მიღება სწრაფად არ ხდება და მასზე მუდმივი მუშაობაა საჭირო.

არასოდეს უღალატოთ საკუთარ თავს! არასოდეს თქვათ უარი იმ ოცნებაზე, რომლის რეალობად ქცევა თქვენი ცხოვრების მისაა.

მე მჯერა, რომ თითოეული ადამიანს უკვე აქვს ყველა საჭირო რესურსი, რომელიც საჭიროა ოცნების ასახდენად ან წარმატების მისაღწევად. მათ აღმოსაჩენად კი ჭკვიანური შრომა გვჭირდება.

მაგრამ, თუ მაინც ეჭვის თვალით დაუწყებთ თქვენს შესაძლებლობებს და ოცნებას ცქერას, გაიხსენეთ რიჩარდ ბახის გენიალური სიტყვები: ‘’არასოდეს გაგიჩნდებათ ისეთი ოცნება, რისი ასრულების ძალაც არ შეგწევთ’’ და იქამდე უმეორეთ საკუთარ თავს, სანამ ყველა ეჭვს არ მოიშორებთ თავიდან და ამაში 100%-ით არ დარწმუნებით.

 

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

მარიამ შარიქაძე
მარიამ შარიქაძე 72 posts

სამოტივაციო ბლოგერი და ელ-ჟურნალისტი. იხილეთ მეტი ჩემს შესახებ: www.mariamsharikadze.wordpress.com

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

12 საქმე, რომელთა შესრულებას წარმატებული ადამიანები სადილობამდე ასწრებენ

თუ გსურთ უფრო წარმატებული და ჯანმრთელი იყოთ, მაშინ შეეცადეთ გააკორექტიროთ თქვენი სამუშაო გრაფიკი ისე, რომ ეს 12 საკითხი მოგვარებული იყოს სადილობამდე: 1. მომდევნო დღის საქმეების გრაფიკი შეადგინეთ წინა საღამოს არ

Print Friendly, PDF & Email

რატომ არ უნდა შევასრულოთ მყიდველების ახირება?

• რა უნდათ მყიდველებს? რაც შეეხება ინტერნეტ-მაღაზიებს, შეუსრულებელი პირობების დიაპოზინთან ერთად დიდია პირადი უფლებების დარღვევის ფაქტები: მაგალითად კურიერის მოსვლის ზუსტი დროიდან დაწყებული, ამანათის უსწრაფესად მიწოდებით დასრულებული. ზოგიერთი მყიდველი გულახდილად ელის,

Print Friendly, PDF & Email

კარიბი ყველასთვის: არიჩიე შენი კუნძული

გაზაფხული იწყებს შემოსვლას, მაგრამ ზამთარი უკან დახევას ჯერ არ აპირებს, ამ პერიოდში ავიტამინოზი ვლინდება მთელი თავისი შედეგებით: დაღლილობა, გაღიზიანება, ნაცრისფერი გამომშრალი კანი, სილურჯე უპეებზე. ამ სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავალი არის –

Print Friendly, PDF & Email

როგორ კლავს თქვენი საუბრის მანერა თქვენდამი ნდობას – 8 ცუდი ჩვევა

1. ჟარგონი ეს არის საუბრის ფორმა, როცა ჩვეულებრივი სიტყვები გამოითქმის ახალი ფორმებით იმისამთვის, რომ საუბარს უფრო «ბიზნეს» ხასიათი ჰქონდეს. ამასთან, ბიზნეს-სლენგის მოყვარულები ფიქრობენ ესმით თუ არა გარშემომყოფებს მათი, რადგან ხშირად

Print Friendly, PDF & Email

რით შეიძლება თანამშრომლების შთაგონება

1. მიესალმეთ თანამშრომლებს, როცა გვერდით ჩაუვლით და მიმართეთ სახელით (ისწავლეთ მათი სახელები, თუ ეს აქამდე არ გაგიკეთებიათ). 2. დაწერეთ «მადლობა», «ყოჩაღ» ან რამე მსგავსი და დატოვეთ მათ მაგიდებზე. 3. დააჯილდოვეთ

Print Friendly, PDF & Email

ტვინის შტურმის – ე.წ. Brainstorming-ის 6 ეფექტური ნაბიჯი

1. ეს ღონისძიება ყოველთვის გასვლებით ჩაატარეთ არასოდეს არ ეცადოთ ტვინის შტურმის სამსახურში მოწყობა. ეს კარგი წესია ორი მიზეზის გამო: პირველ რიგში, თქვენ უნდა იყოთ აბსოლიტურად მშვიდ გარემოში იმისათვის, რომ გონება

Print Friendly, PDF & Email