რა ხდება ქვეცნობიერში, როცა სურვილებს და ოცნებებს ვერ ვისრულებთ

რა ხდება ქვეცნობიერში, როცა სურვილებს და ოცნებებს ვერ ვისრულებთ

ყველას გვქონია და გვაქვს სურვილები და ოცნებები, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზით წარსულში ვერ ავისრულეთ და თითქოს წლების გასვლასთან ერთად მათი არსებობა დავივიწყეთ, შესაძლოა მათ აქტუალურობა დაკარგეს..
მაგრამ საკვანძოდ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ამ დროს ჩვენს ფსიქიკურ სამყაროში მთელი რიგი პროცესები მიმდინარეობს.

ცნობიერიდან განდევნილი, არ აღიარებული სურვილები უკვალოდ არსად იკარგებიან. ისინი სამუდამო ბინას ქვეცნობიერის სიღრმეებში პოულობენ და დრო და დროს (გააჩნია დათრგუნული სირვილის სიძლიერეს) სინდისის ქენჯნით გვირთულებენ ცხოვრებას და დამახინჯებული სახით სიზმრებში გვევლინებიან.

გვესიზმრება როგორ ასრულდა ჩვენი ოცნება, როგორ მივაღწიეთ საწადელს და მთელი სიცხადით ვგძნობთ კმაყოფილებას, მიღწეულით ბედნიერებას… და სიზმრად ოცნებების ახდენა გრძელდება იქამდე, სანამ რეალურად არ ვაღიარებთ კონკტრეტული სურვილის და ოცნების არსებობას.

სურვილი, რომელიც საზოგადოებისთვის და ჩვენი ფასეულობებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა და გაძევებულ იქნა ჩვენი ცნობიერიდან, გვამძიმებს. სანამ არ ვაღიარებთ და არ ვიმუშავებთ მათ გასანეიტრალებად, რაც უფრო დრო გავა მით უფრო მძიმე და მტკივნეულ შინაგან ბლოკებად გადაიქცევა ჩვენში და არ მოგვცემს წინსვლის საშუალებას.

რასაც ეწინააღმდეგები ის ძლიერდება და უარყოფილი სურვილები მით უფრო დამახინჯებული სახით წარმოაჩენს თავის თავს და ჩვენი სხეული, შემთხვევითი სიტყვების წამოცდენით, კონკრეტულ სიტუაციაში უჩვეულო, ჩვენთვის არადამახასიათებელი ქცევებით და გაგვყიდის. ზიგმუნდ ფროიდმა თქვა, ჩვენი სხეული ეს განსხეულებული ქვეცნობიერია და ვერ დაკმაყოფილებული სურვილების, აუხდენელი ოცნებების ტყვეობიდან ვერ გავთავისუფლდებით, მხოლოდ სურვილის დავიწყებით. აქ ღრმა ფსიქოლოგიური თერაპიაა საჭირო.

რა იმალება და რა გმართვათ თქვენი ქვეცნობიერიდან ამის აღმოსაჩენად აუცილებლად თქვენს ფსიქოლოგს მიმართეთ, მანამდე კი გახსოვდეთ, სანამ დათრგუნულ სურვილს ან ოცნებას არ აისრულებთ ან არ მოახდენთ მათ გაუქმებას, ისინი თქვენ უზარმაზარ სასიცოცხლო ენერგიას წაგართმევენ და წინსვლის, ბედნიერების, სიმსუბუქის, თავისუფლების და ცხოვრებაში წარმატებების საშუალებას არასოდეს მოგცემთ.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

About author

მარიამ შარიქაძე
მარიამ შარიქაძე 76 posts

სამოტივაციო ბლოგერი და ელ-ჟურნალისტი. იხილეთ მეტი ჩემს შესახებ: www.mariamsharikadze.wordpress.com

View all posts by this author →

You might also like

პიარი და ბრენდინგი

4 ეტაპი, რომელიც სარეკლამო კამპანიის შემუშავებისას უნდა გაითვალისწინოთ

სარეკლამო კამპანიის შემუშავებისას თქვენი ამოცანაა პოტენციური მომხმარებლების ინფრომირება, თქვენი პროდუქტის ან მომსახურების არსებობის შესახებ, შემდგომი ნაბიჯი კი ინტერესის გაღვივებაა რათა მათ გაუჩნდეთ სურვილი არჩევანი გააკეთონ თქვენს პროდუქტსა თუ მომსახურებაზე. სარეკლამო

ფსიქოლოგია

რატომ არ ღირს ყოველთვის ბედნიერების გაზიარება

სიხარული ეს არის ენერგია, რომელიც გვავსებს და აღტკინებულებს გვსურს ყველას გავუზიაროთ – უმჯობესია მთელს სამყაროს. ამ დროს კი  ველოდებით შესაბამის რეაქციას… და თუ არ ვიღებთ …თამამად ვამბობთ, რომ ის ნამდვილი

ბიოგრაფიები და ისტორიები

გარდაიცვალა ელ-ფოსტის შემქმნელი რეი ტომლინსონი

პირველი ელექტრონული წერილი გაიგზავნა 45 წლის წინ. მისი გაგზავნა შესაძლებელი გახდა ელ-ფოსტის გამომგონებლის ცნობილი „ძაღლუკას“ იგივე “@” – სიმბოლოს შემქმნელის რეი ტომლინსონის წყალობით. სამწუხაროდ, რეი ჩვენთან ერთად აღარ არის –