რა უნდა ვქნათ, როცა ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ ველით
1777 Views

რა უნდა ვქნათ, როცა ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ ველით

ჩვენ ვცხოვრობთ მიზნების დასახვის რეჟიმში და მათი მიღწევის მოლოდინში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მეგობრები გვყავს და ველით მათი მხრიდან დასახმარებლად მოსვლას რთულ დროს. ჩვენ გვგონია, რომ სახლში ყოველთვის გაუხარდებათ ჩვენი მისვლა. მაგრამ სამყაროში ყოველთვის ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ ველით.

თუ თქვენ ავტოსალონის მფლობელი ხართ, შეგიძლიათ მიზნად დაისახოთ თვეში 25 მანქანის გაყიდვა, მაგრამ კვირაში მხოლოდ 8-ის.

რატომ?
იმიტომ, რომ ზედმეტად ამბიციური მიზანი დაისახეთ, რომლის მიღწევაც ჯერ რესურსების, კავშირების და სხვა საჭიროებების უკმარისობის გამო არ შეგიძლიათ.

ჩვენ შეიძლება მოლოდინი გვქონდეს, რომ ჩვენი მეგობრები მოგვისმენენ მაშინ, როცა დათრგუნული ვიქნებით. თუმცა ზოგჯერ ისინი არ ტოვებენ ყველაფერს და ჩვენს მოსასმენად არ მორბიან, რის გამოც ვფიქრობთ, რომ დაგვაიგნორეს, არაგულისხმიერად მოგვექცნენ.

რატომ?
იმიტომ, რომ ჩვენი მეგობრებისგან ველით ზედმეტს მაშინ, როცა მათ თავიანთი ცხოვრება და პრობლემები აქვთ.

ყოველ დილით სამსახურში მისასვლელ გზას ვითვლით, რა დროს გავალთ და რამდენ ხანში მივალთ სამსახურში. თუ მანქანა გაფუჭდა გზაში, პანიკაში ვვარდებით, რადგან ვაგვიანებთ და ამით კიდევ ერთი დამატებითი პრობლემა გვიჩნდება.

რატომ?
იმიტომ, რომ სამყაროს ჩვენს ჭკუაზე ითამაშის მოლოდინი გვაქვს.

ყველა მოლოდინს ხშირად ერთი შედეგი აქვს — იმედგაცრუება. ჩვენ არ შეგვიძლია აბსოლიტურად ყველა მიზნის მიღწევა, რომელსაც ვისახავთ. ჩვენი მეგობრები ვერ შეძლებენ ყოველთვის ჩვენს გვერდით იყვნენ, ჩვენ ხშირად დროულად ვერ მივალთ დანიშნულების ადგილას.

ეს არის ყველაზე რთული გაკვეთილი: თქვენ უნდა იმუშაოთ საკუთარ თავზე და არა იჯდეთ და რაიმეს ელოდოთ სამყაროსგან.

იმედგაცრუებასთან გამკლავების მარტივი მეთოდებია:

1. საკუთარ ემოციებთან გამკლავება
ეს არის პირველი და ყველაზე მნიშნვნელოვანი ნაბიჯი ნებისმიერი სირთულის მოსაგვარებლად. არ მისცეთ ემოციებს თქვენი გაკონტროლების უფლება. მაქსიმალურად ეცადეთ დამშვიდდეთ, თავი ხელში აიყვანოთ და გააკონტროლოთ სიტუაცია.

2. არაფერი და არასდროს არ მიიტანოთ გულთან ახლოს
ბევრი ჩვენგანი მზად არის საკუთარ ნაკლოვანებებს მიაწეროს ყველაფერი ცუდი, რაც მის თავს ხდება. ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ ჯერ არ დაგვიმსახუებია ესა თუ ის ნივთი, ამა თუ იმ თანამდებობაზე დანიშნვა და ა.შ. უბრალოდ საკუთარ თავს «არასაკმარისად კარგებად ვთვლით».

არ შეგეშინდეთ დახმარების თხოვნა
1. არ შეგეშინდეთ დახმარების თხოვნა ოჯახისთვის, მეგობრებისთვის და უბრალოდ ნაცნობებისთვის. არასოდეს შეეცადოთ შური იძიოთ მათზე, ვინც გული გატკინათ — ეს კარგს არაფერს მოგიტანთ.
2. მიაქციეთ ყურადღება ჯანმრთლობას: შეეცადეთ კარგად გამოიძინოთ და დაისვენოთ.
3. დარჩით მარტო საკუთარ ფიქრებთან ერთად, გადადეთ ჟურნალ-გაზეთები, გამორთეთ ტელევიზორი და ნუ ჩაეფლობით ინტერნეტში.

გაიგეთ, რომ ყველაფერი ყოველთვის ისე არ ხდება, როგორც ჩვენ ვგეგმავთ.
ნებისმიერ მომენტში შეიძლება შეიცვალოს სიტუაცია და ამისთვის ყოველთვის მზად უნდა იყოთ. ეს არის იმედგაცრუებასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება.

უბრალოდ მიიღეთ ყველაფერი, რაც მოხდა
მიიღეთ ყველაფერი რაც მოხდა ან იცხოვრეთ სინანულით მომდევნო წლების მანძილზე. რატომ უნდა ვინერვიულოთ იმის გამო, რასაც უკვე ვეღარ შევცვლით? ცხოვრება ყოველთვის არ გვაძლევს იმას, რაც გვინდა. ამის მიღება რთულია, მაგრამ საბოლოოდ ამის გაცნობიერება გვაძლიერებს. აბსურდულად ჟღერს, მაგრამ ზოგჯერ, როცა ჩვენ ვერ ვიღებთ სასურველს – ეს არის საუკეთესო გამოსავალი.

იმედგაცრუება ფასეულია
იმედგაცრუება — ეს საუკეთსო გამოცდილებაა, რომელსაც არ უნდა გაექცე. იფიქრეთ ამის შესახებ ბავშვური მიდგომით. მას თავიდანვე რომ მიეღო ვყელაფერი, რაც უნდოდა, უარის თქმის გარეშე, ის ვერასოდეს ისწავლიდა ყოფილიყო მადლიერი.
იმედგაცრუება ფასეულია — ის გვეხმარება ვიყოთ ადამიანები.

მიმართეთ თქვენი ემოციები სწორი კუთხით
იმედგაცრუება გვთრგუნავს. მიუდექით საპირისპიროდ: ბრაზზე და განცდებზე ემოციების ხარჯვის და რასაც აღარ ეშველება იმაზე ნერვიულობის ნაცვლად, მიმართეთ თქვენი ემოციები სწორი კუთხით. ისწავლეთ რამე ახალი, დაეხმარეთ ვინმეს ან შექმენით რამე. ეს დაგეხმარებათ გადაერთოთ სიტუაციიდან. უფრო მეტიც, ეს დაგეხმარებათ სარგებლობა მიიღოთ ისეთი სიტუაციიდანაც კი, რომელიც თავიდან გამოუვალ მდგომარეობად მიგაჩნდათ.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1493 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like