14 რამ, რაც ყველამ უნდა იცოდეს, ვინც ხანგრძლივი ფრენისთვის ემზადება

14 რამ, რაც ყველამ უნდა იცოდეს, ვინც ხანგრძლივი ფრენისთვის ემზადება

თვითმფრინავებსა და აეროპორტებში გადარჩენის წესები.

მოგზაურობა – მშვენიერია… თუ არ ჩავთვლით 15 საათიან გადაფრენებს…

B2P.GE წარმოგიდგენთ სასარგებლო რჩევების ჩამონათვალს, რომელიც დაგეხმარებათ ხანგრძლივი გადაფრენებისას.

1. დარეგისტრირდით ონლაინ

enhanced-20111-1463971763-14
ავიაკომპანიების უმრავლესობას დღეისათვის უკვე აქვს ონალაინ რეგისტრაცია, რომელიც რეისამდე 24 სთ-ით ადრე უნდა განხორციელდეს.

თქვენ ამგვარად არამარტო ადგილის არჩევა, არამედ უკეთესი ფრენის კლასის შერჩევაც კი შეგიძლიათ, ეს დამოკიდებულია იმაზე, გაფრენამდე რამდენად ადრე დაარეგისტრირებთ ბილეთს.

2. ადგილის შერჩევისას მოერიდეთ წინა რამოდენიმე რიგს
enhanced-19181-1463971275-6
ეს ადგილები ძირითადად ბავშვიანი ოჯახებისთვის არის, შესაბამისად, ხმაურიანი და მოსვენებისთვის არახელსაყრელი იქნება.

3. შეეცადეთ ადგილი დაიკაოთ თვითმფრინავის ფრთასთან
enhanced-15078-1463972122-1
ტურბულენტობის დროს, თვითმფრინავი საქანელასავით ქანაობს. აღნიშნულ ადგილას მსგავს რყევებს ნაკლებად იგრძნობთ.

4. ფრენის წინ დაკავდით სპორტით
enhanced-26542-1463969194-2
ვარჯიში დაგეხმარებათ სტრესი მოიხსნათ, ყველამ კარგად იცის, რომ აეროპორტი
– არც თუ ისე მშვიდი ადგილია.
გარდა ამისა, ადგილზე მალე მოითენთებით და თვითმფრინავში დაძინებას შეძლებთ.

5. დაშვებამდე შეიარეთ duty-free მაღაზიაში
enhanced-14081-1463969322-1
თუ თქვენ 15 საათიანი ფრენა გელით, უნდა გესმოდეთ, რომ მთელი ამ დროის მანძილზე მოკლებული იქნებით სრულფასოვანი გადაადგილების შესაძლებლობას. ამიტომ, გეიტების წინ უაზროდ სიარულის ნაცვლად, შეირბინეთ მაღაზიებში, გამართეთ ფეხები და აამოძრავეთ სისხლი.

6. შეიტანეთ ცარიელი წყლის ბოთლი და
enhanced-1063-1463970031-13
აავსეთ ის მას შემდეგ, რაც საბაჟოს გაივლით. ეს მინიმუმ $5-ს დაგიზოგავთ, რაც აეროპორტში სასმელი წყლის ღირებულებაა. სად აავსოთ წყალი? ბოთლის სასმელი წყლით ავსება შეგიძლიათ ბორტ-გამცილებლებს სთხოვოთ ფრენის დროს.

7. გადაიყვენეთ საათი თქვენს მოწყობილობებზე როგორც კი
enhanced-22340-1463971667-5
ბორტზე ახვალთ, რათა რაც შეიძლება სწრაფად გადახვიდეთ ახალ ბიორითმზე, შეეცადეთ სინქრონში მოხვიდეთ მასთან რაც შეიძლება ადრე. თუ დანიშნულების პუნქტში იმ მომენტისთვის 10 საათია, შეეცადეთ ფრენის პირველი ნახევარი დაიძინოთ. ამის შემდეგ დაშვებისას მოთენთილობას და დაღლილობას აღარ იგრძნობთ.

8. თან წაიღეთ წასახემსებლად რამე, ეს სირცხვილი არ არის!
enhanced-30404-1463971342-1
ავიაკომპანიის მიერ შემოთავაზებული საკვები არც ისე სახარებიელოა, შესაბამისად თქვენ შეგიძლიათ წასახემსებლად რამე გაიყოლოთ, ეს სირცხვილი ნამდვილად არ არის. მაგალითად ბოსნეული, თხილი, ორცხობილა. თერმოსით ყავა ან ჩაი. თქვენი ტელეფონის ან სხვა მოწყობილობისთვის შეიძინეთ პორტატული დამტენი, ჩაიწერეთ რამოდენიმე საინტერესო ფილმი ან ონლაინ-თამაში და გაერთეთ ფრენის მანძლზე.

10. გამოიყენეთ აეროპორტის ტელევიზორები იმისათვის, რომ 
enhanced-20829-1463961873-13
ტელევიზორის უკანა მხარეს არსებული USB-პორტით დატენოთ ტელეფონი ან სხვა მოწყობილობა.

11. ბორტზე იქონიეთ სვიტერი
enhanced-21302-1463969726-3
მაშინაც კი, თუ არ ცივა, იქონიეთ სვიტერი, თუ არ გადაიცვამთ, უბრალოდ დაკეცავთ და ბალიშად გამოიყენებთ.

12. თან წაიღეთ ტუჩების ბალზამი და სახის დამატენიანებელი საცხი.
enhanced-20111-1463970108-1
ფრენის დროს წაისვით რამოდენიმეჯერ. არაფერია იმაზე ცუდი, ვიდრე გამომშრალი კანის შეგრძნება.

13. მგზავრობისას სპორტული ფორმა ჩაიცვით
enhanced-15795-1463970679-1
ყველაზე ცუდია 15 საათი თვითმფრინავში ჯინსებით ჯდომა. ჩაიცვით თავისუფლად, მსუბუქად, სპორტულად.

14. ყოველი შემთხვევისთვის გაიყოლეთ თეთრეული
enhanced-1025-1463970824-6
და მაისურიც, რათა დაშვების შემდეგ გამოიცვალოთ და სუფთა სამოსით იყოთ.

დაიმახსოვრეთ ეს სასარგებლო რჩევები და გაუზიარეთ რაც შეიძლება მეტ ადამიანს!

Print Friendly, PDF & Email

About author

Good Travel
Good Travel 9 posts

შეამოწმეთ ჩვენი სერვისი და დაისვენეთ... ტელ: 2 300-700; 2 307-007; 592 307-007 ელ-ფოსტა: info@goodtravel.ge www.goodtravel.ge - ჩვენთან მუდამ სეზონია!

View all posts by this author →

You might also like