რა უნდა გააკეთო იმისათვის, რომ ბედნიერად იცხოვრო?
1710 Views

რა უნდა გააკეთო იმისათვის, რომ ბედნიერად იცხოვრო?

1. «მენტალური საუზმე»
დილით როცა იღვიძებთ, ყველაზე ხშირად რაზე ფიქრობთ?
ის, რაზეც ჩვენ ყოველ დღე ვფიქრობთ გაღვიძებისას, რეალობად იქცევა ჩვენს ცხოვრებაში. თგავაზობთ საკუთარი თავი «კვებოთ» ვიტამინებით, რომელსაც “მენტალური საუზმე” ჰქვია. ეს არის პოზიტიური ფიქრები, რომელბიც ქმნიან არამარტო დღევანდელ დღეს, არამედ მთელ მომვალ ცხოვრებას და ბედნიერებას.

2. მენტალური საუზმის რეცეპტები:
– დღეს ყველაზე შესანიშნავი დღეა;
– რა მშვენიერი დილაა;
– მე ყვეალაზე ბედნიერი ადამიანი ვარ სამყაროში;
– მე წარმატების მაგნიტი ვარ;
– დღევანდელი დღე წარმატებას მომიტანს;
– ცხოვრება მშვენიერია;
– დღეს მე გამიმართლებს;
– დღეს შემოსავლის დღეა;
– ადექი, დღეს შენ დიადი საქმეები გელის!

3. «ჯადოსნური ელექსირი»
საყვარელ ფინჯანში ჩაასხით სუფთა სასმელი ან მინერალური წყალი, საკმაოდ თბილი. დაიჭირეთ ხელის გულზე, მიიტანეთ ტუჩებთან და ჩაიფიქრეთ. ამით თქვენ ჯადოსნურ ელექსირს ამზადებთ. დაბალი ხმით წარმოთქვით ის, რაც გინდათ გქონდეთ ცხოვრებაში. მაგალითად: მე მდიდარი ვარ, ბედნიერი ვარ, წარმატებული ვარ, საყვარელი და სასურველი ვარ, ლამაზი ვარ.

4. «სარკე»
მიდით სარკესთან და მიესალმეთ საკუთარ გამოსახულებას ხალისით და სიყვარულით. გაუღიმეთ საკუთარ თავს და გაიხსენეთ ვინ ხართ სინამდვილეში. უნიკალური, ნიჭიერი და წარმატებული პიროვნება. შესანიშნავი ადამიანი, მამაკაცი ან ქალი. შეახსენეთ საკუთარ თავს თქვენი ღვთიური წარმომავლობა.

5. «კარი»
როცა სახლის ზღურბლს გადააბიჯებთ, საკუთარ თავს უთხარით: «დღეს ყველაზე წარმატებული და შესანიშნავი დღეა». ან «მთელი სამყარო მხარს მიჭერს ჩემ გზაზე»… და თამამად შეაბიჯეთ ახალ დღეში, დარწმუნებული იყავით იმაში, რომ წარმატება თქევნს მხარეზეა, რომ მარტო არ ხართ – თქვენს გვერდით მთელი სამყაროა!.. ეს მარტივი მეთოდები შესამჩნევად გარდაქმნიან თქვენს ცხოვრებას…

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1493 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like