რა შემთხვევაში ხდება ის, რაც ყოველთვის გვინდოდა მომხდარიყო?

რა შემთხვევაში ხდება ის, რაც ყოველთვის გვინდოდა მომხდარიყო?

როცა მოცემულ რეალობას გულწრფელად იღებ ისეთად როგორიცაა. არ წუწუნებ, არ განიკითხავ, არ ეწინააღმდეგები, არ გაქვს მის მიმართ მოლოდინები, არამედ ბოლომდე აღიარებ არსებულ სამყაროს და იღებ საკუთარ თავს ამ რეალობაში, მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ შიშს, მიმღებლობა, სიმშვიდე და სიყვარული ანაცვლებს.

გიყვარდება თითოეული წინ გადადგმული შენი ნაბიჯი და ენდობი პროცესს. სამყაროს მიმართ აბსოლუტური ვალდებულებების გარეშე. ამ დროს სიხარულის და ბედნიერების განცდისთვის სრულიად საკმარისია ისიც, რომ დღეს შენ ცოცხალი ხარ. დადიხარ, სუნთქავ და ხედავ.

ამ დროს ხვდები, რომ ყველაფერი ხდება საჭირო დროს. ყველაფერი ჩვენი შინაგანი სამყაროს მზაობას პასუხობს და ეხმიანება. ვიღებთ ზუსტად იმას, რის მისაღებადაც მზად ვართ იმ მომენტში. არც მეტი არც ნაკლები.

როცა ბაირონ ქეითის უძლიერეს ინსტრუმენტს ‘’სამუშაოს’’ ვასრულებთ ყოველგვარი მოტივების და ანგარების გარეშე, როცა ქრება გარედან სასწაულების მიღების მოლოდინები და გარეგანი ცვლილებების სწრაფად მოხდენის სურვილი, გვრჩება ერთადერთი რამ, ჩვენი შინაგანი სამყარო და ჩვენ.

უყურებთ მას და ხვდებით, რომ ნებისმიერი მოლოდინი, მოთხოვნები და ვალდებულებები მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დავუწესოთ და არაფრით ცხოვრებას, სამყაროს და სხვა ადამიანებს. ვაცნობიერებთ, რომ ნებისმიერი სასწაულების მოხდენის და ოცნებების ასრულების სივრცე, ჩვენი შინაგანი სამყაროა. ეს სივრცე ჩვენშია და სხვა ყველაფერი ჩვენს გარეთ, ჩვენი პროექციაა. ერთი-ერთში.

როგორც კი ამის გაცნობიერება ხდება, როგორც კი ამ სივრცეს ჩვენში ვპოულობთ, როგორც კი საკუთარ თავს მივენდობით და გავაცნობიერებთ, რომ ჩვენს ყოფიერებას, ჩვენივე ცნობიერება განსაზღვრავს, ხდება შინაგანი გარდატეხა და პარალელურად, გარეგანი ცვლილებებიც. ხდება ის, რაც ყოველთვის გვინდოდა მომხდარიყო

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

მარიამ შარიქაძე
მარიამ შარიქაძე 72 posts

სამოტივაციო ბლოგერი და ელ-ჟურნალისტი. იხილეთ მეტი ჩემს შესახებ: www.mariamsharikadze.wordpress.com

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

მარკ ცუკერბერგი იტალიაში მდებარე Сastello di Lavezzole-ს ციხესიმაგრეს ყიდულობს

სოციალური ქსელი „Facebook“-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი იტალიაში ბრუნდება, რათა ლავეცოლეს (Castello di Lavezzole) ციხესიმაგრე შეიძინოს, რომელიც ლანგესა და ლემონტეს მთებს შორის მდებარეობს. ამ ზაფხულს, როცა თაფლობის თვეს იტალიაში ატარებდა, მარკ

Print Friendly, PDF & Email

როგორ დავიწყოთ ახალი ცხოვრება 40 წლის ასაკში

40 წლის ასაკში გვიანია რაიმეს შეცვლა. დროა სადმე ქალაქგარეთ აგარაკი მოძებნო და ქსოვის გაკვეთილებზე ჩაეწერო – ზუსტად ასე ფიქრობს ბევრი ადამიანი და სწორედ ამ მიზეზით უამრავ შესაძლებლობას უშვებს ხელიდან. კრიზისი

Print Friendly, PDF & Email

5 კითხვა, რომელზე პასუხიც დაგეხმარებათ წარმატებული კარიერის დაგეგმვასა და შექმნაში

წინამდებარე პრინციპები დაგეხმარებათ აკეთოთ საყვარელი საქმე და იცხოვროთ ისეთი ცხოვრებით, როგორსაც იმსახურებთ. როგორიც არ უნდა იყოს თქვენი ამჟამინდელი მდგომარეობა, არასდროს არის ძალზედ ადრე ან გვიან – აღმოაჩინოთ თქვენთვის საუკეთესო კარიერა.

Print Friendly, PDF & Email

10 გადაწყვეტილება, რომელთა გამო ინანებთ 10 წლის შემდეგ

1. ნიღბის ტარება სხვებზე შთაბეჭდილების მოსახდენად თუ თქვენ სახეზე ნიღაბი გაქვთ და ასე ურთიერთობთ ადამიანებთან, დიდი შანსია, რომ ერთ მშვენიერ დღეს ამ ნიღბის უკან აღარაფერი იყოს. როცა დიდ დროს ატარებთ

Print Friendly, PDF & Email

10 რჩევა უკეთესად ფიქრისთვის! (მეცნიერთა დამტკიცებით)

1. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ემოციებს ჩვენი ცნობიერება მცირედი ნაწილია იმისა, რაც ჩვენს თავებში ხდება. ნებისმიერ მომენტში ტვინი ამუშავებს ელვის სისწრაფით უზარმაზარ ინფორმაციას – ასე სწრაფად ყველაფრის გაცნობიერებას ადამიანი ვერანაირად ვერ

Print Friendly, PDF & Email

წარმატებული ადამიანი: როგორია ის?

წარმატებული ადამიანები ყველგან და ყოველთვის გამორჩეულები არიან. თუ ქუჩაში გაივლით და დააკვირდებით, მასისგან ადვილად გამოყოფთ მათ, ვინც შეიძლება ეკუთვნოდეს წარმატებული ადამიანების რიცხვს. საქმე სულაც არ ეხება სამკაულებს, მანქანებს, სამოსს და

Print Friendly, PDF & Email