რა სარგებლობა შეიძლება მოგვიტანოს სინანულმა?!

რა სარგებლობა შეიძლება მოგვიტანოს სინანულმა?!

დღევანდელ სტატიაში მინდა შემდეგი კითხვით მივიქციო თქვენი ყურადღება. საინტერესოა შეგვიძლია თუ არა გამოვიყენოთ სინანული და მსგავსი ნეგატიური განცდები ჩვენს სასარგებლოდ?
პასუხი ერთმნიშნელოვანია! რა თქმა უნდა კი! სინანული განუხორციელებელი მიზნების გამო, როდესაც ჩვენ გამუდმებით განვიცდით, რომ არ გავაკეთეთ მაქსიმუმი ჩვენი ოცნებებისთვის. ვადანაშაულებთ საკუთარ თავს, ვერ გამოვიყენეთ ჩვენი შესაძლებლობები, არ დავაფასეთ დრო და გავუშვით შანსი ხელიდან – ადამიანს ცხოვრების გაგრძელების საშუალებას აღარ აძლევს.

თუ სინანული ხშირად გვწუხებს და გვაყენებს კიდეც ტკივილს, ჩვენთვის ეს  ზოგჯერ საჭირო და სასარგებლოც არის! რადგან, მსგავსი ტკივილი გვაიძულებს გავაანალიზოთ ჩვენი ცხოვრება სწორად. გავიხსენოთ რა გვსურდა სინამდვილეში და რა მივიღეთ. სინანულს ვგრძნობთ მარცხის და განუხორციელებელი იდეების გამო, რადგან მივხვდეთ, რომ არ ვართ იქ სადაც უნდა ვიყოთ.

ადამიანს, გონება აძლევს ნიშანს როგორ იაროს სწორ გზაზე და გახდეს წარმატებული. წარუმატებელ ცხოვრებას კი სწორედ სინანული მოსდევს, როგორც განგაში – შენ არ გაქვს ის რაც გინდა! ამიტომ გააგრძელე გზა.იპოვე ახალი შესაძლებლობები. საშინელი განცდაა სინანული. შენ ფიქრობ, რომ თითქოს ყველაფრის გამოსწორება შეუძლებელია, მაგრამ ადამიანს შესწევს ძალა, ყოველი წარუმატელი მცდელობის შემდეგ თავიდან დაიწყოს ახალი ცხოვრება. სწორედ ამაშია ცხოვრების აზრი.

ძლიერი ადამიანები იშვიათად განიცდიან სინანულს, დაკარგული აქციების და მოგების გამო. ბიზნესმენები არასდროს ვარდებიან სასოწარკვეთაში თუ მათი საქმე ისე არ მიდის როგორც წარმოედგინათ. ისინი ეძებენ ახალ გზებს წარმატებისკენ, მიდიან რისკებზე და ეძებენ ახალ იდეებს.

სტატიის წაკითხვის შემდეგ, თუ გაიფიქრებ, რომ არ ხარ ბიზნესმენი და აქციონერი და ეს ყველაფერი შენ არ გეხება – ნუ მოიტყებ თავს! ძლიერი ადამიანების მაგალითზე ჩვენ უნდა ვისწავლო და მივიღოთ გამოცდილება, რადგან მხოლოდ ისინი აღწევენ წარმატებას, რომლებიც არასდროს ნებდებიან. წარმატებული ადამიანები არასდროს ნანობენ გამოუყენებელ შესაძლებლობებს, მათ უბრალოდ არ რჩებათ ამისათვის დრო. სინანულს და ტკივილს აღიქვამენ როგორც დამარცხებას. მარცხი კი არ შედის მათ გეგმებში. ასე რომ, სინანული ეს არის ნიშანი იმისა, რომ არ ვართ სწორ გზაზე. მიიღეთ ახალი გადაწყვეტილება. ნუ ჩაიძირებით სინანულის მორევში. იარეთ წინ წარმატებისკენ! მე ვფიქრობ, ეს არის სწორად ცხოვრების ერთადერთი გზა… გისურვებთ წარმატებას!

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

ავტორის შესახებ

დადუნა ნადარაია
დადუნა ნადარაია 56 posts

მე ვარ დადუნა ნადარაია – ჟურნალისტი, ბლოგერი და პუბლიცისტი. მიყვარს სამოტივაციო სტატიების წერა, მოგზაურობა და წიგნები. ძალიან მინდა ადამიანებმა ჩემს ირგვლივ და მთელს სამყაროში დაიჯერონ რომ არიან განსაკუთრებულები და შეუძლიათ წარმატების მიღწევა.ჩემი დევიზია "იმუშავე მაშინაც კი როდესაც სხვებს სძინავთ."

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

ჰენრი ნესტლეს ბიოგრაფია

ჰენრი ნესტლე – ბავშვების ხელოვნური კვების შემქმნელი და კომპანია Nestle-ს დამფუძნებელი დაიბადა 1814 წლის 10 აგვისტოს, ფრანგი მეშუშის ოჯახში, მეთერთმეტე შვილად. სანამ ჰენრი ფარმაცევტიკას ითვისებდა, მან მინიმუმ ოთხი სამუშაო ადგილი

სუნთქვა, ემოციების კონტროლის საუკეთესო საშუალება

ჩვენ ვცხოვრობთ ჩვენს სხეულში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გარე სამყარო არ ახდენს ჩვენზე გავლენას. ჩვენი ემოციური უკუკავშირი სამყაროს მიმართ რთული და კომპლექსურია. ვიდეოში, რომელიც წარმოგვიდგინეს Julie Bayer Salzman and

როგორ ვანგრევთ საკუთარ ცხოვრებას ისე, რომ ვერც კი ვამჩნევთ ამას

ზოგჯერ ჩვენ გვეჩვენება, თითქოს ცხოვრებაში რაღაც ისე არ ხდება. ჩვენ მოხარული ვიქნებოდით შეგვეცვალა ყველაფერი, მაგრამ კონკრეტულად რა – არ ვიცით. B2P.GE გთავაზობთ სტატიას, რომელიც დაგეხმარებათ თავი დააღწიოთ ამ უხილავ მახეს.

რა არის წარმატების გასაღები? !

   ალბათ თითოეულ თქვენთაგანს ხშირად გიფიქრიათ  რა გსურთ სინამდვილეში? პასუხს დიდხანს ეძებდით,მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს, სამოტივაციო სტატიის კითხვისას,  აღმოაჩინეთ,რომ  გსურთ  წარმატება და მასთან დაკავშირებული ყველა ემოციის განცდა. გსურთ საქმიანი შეხვედრები,

გიჟური იდეა! ამ ადამიანმა ყველაფერი დატოვა 13000 აშშ დოლარად და საკუთარი სამოთხე შეიძინა

სათავგადასავლო ისტორია თანამედროვე რობიზონ კრუზოს შესახებ. ადამიანი, რომელმაც ბუნებასთან განმარტოვებით ჰარმონია იპოვა შთაგონების წყარო იყო ათეულობით გოგოებისა და ბიჭებისთვის. მაგრამ ბრენდონ გრიმშოუსთვის დანიელ დეფოს უკვდავი ნაწარმოები ცხოვრების კრედო გახდა, რომელიც

აბრაამ ლონკოლნის წერილი მასწავლებელს

ვიდრე ლინკოლნის შვილი სკოლაში სწავლას დაიწყებდა, აბრაამმა წერილი მისწერა მის მომავალ მასწავლებელს. “ჩემი შვილი დღეს იწყებს სწავლას.ეს სრულიად უცხო თავგადასავალია მისთვის და მსურს ღირსეულად გაუძღვეთ მას ამ გზაზე.ყოველი თავგადასავალი თავისთავში