ბიზნესმენების 7 აღიარება. რა გელით, როცა საკუთარ საქმეს წამოიწყებთ?

ბიზნესმენების 7 აღიარება. რა გელით, როცა საკუთარ საქმეს წამოიწყებთ?

ადამიანები იწყებენ თავის ბიზნესს იმისათვის, რომ შეცვალონ სამყარო. როგორც წესი, მათ აქვთ შესანიშნავი იდეა, ჰყავთ თანამოაზრეთა გუნდი, აქვთ გარკვეული კაპიტალი, სამოქმედო გეგმა და კიდევ სტერეოტიპების ნაკრები იმის თაობაზე, თუ რას ნიშნავს მეწარმის ცხოვრება. მწარე რეალობასთან პირველივე შეჯახებისას არსებული გეგმებიდან და ილუზიებიდან კვალიც კი არ დარჩება. მაშ ასე, რას არ ელიან მეწარმეები, როცა საკუთარ საქმეს იწყებენ.

1. პროექტის ჩაშვება – ეს გზის თითქმის მეოთხედია
როცა იწყებ, გეჩვენება, რომ ძირითადი სირთულეები დასრულდება პროექტის ჩაშვებისას. ჯოჯოხეთი დასრულდება, დაიწყება მეტნაკლებად ნორმალური ცხოვრება. «პროექტის ჩაშვება – ეს გზის თითქმის მეოთხედია, – აცხადებს კოვორქინ-ცენტრის «მოქმედების ზონა»-ს თანადამფუძნებელი იური ლიფშიცი.  – ჩვენ მივედით მომენტამდე, როცა მომსახურება ან პროდუქტი შექმნილია, არიან პირველი კლიენტები, მიმდინარეობს სრულფასოვანი ოპერაციული მოღვაწეობა. სტარტისას გვეჩვენებოდა, რომ სწორედ ეს იყო მიზანი, რომ ამ მომენტში შესაძლებელი იქნებოდა დასვენება. საქმეში ეს მხოლოდ პირველი ეტაპია, შემდეგ იწყება ძირითადი საქმე: პროცესების ოპტიმიზაცია, აქტიური რეკლამა, მომსახურების ხარისხის ამაღლება, საქმიანობის სფეროს გაფართოვება, მასშტაბირება». გაუმართლებელი მოლოდინი დაკავშირებულია დამწყები მეწარმეების შეცდომასთან, რაც პროდუქტის მნიშვნელობის გადაჭარბებულ აღქმასა და მარკეტინგის სირთულისა და მნიშვნელობის გაუგებრობაში მდოგმარეობს. «სანამ მომხმარებლები გაიგებენ თქვენს პროდუქტს, მანამ მოუნდებათ მისი გამოყენება და მის შესახებ მეგობრებისთვის მოყოლა, ამაში ბევრი დრო წავა», – გვაფრთხილებს კომპანია BizeeBee-ს CEO პურნიმა ვიჯაიაშანკარი.

2. როგორც ჩანს სამაყროში არასაკმარისი ადამიანები არიან
როცა სამყაროს მენეჯერის თვალებით უყურებ, გეჩვენება, რომ საინტერესო ვაკანსიები უფრო ნაკლებია, ვიდრე წესიერი ადამიანები. როცა მეწარმე ხდები, სამყარო ყირავდება. «პასუხისმგებლიანი, პროფესიონალი თანამშრომლის ნახვა – ეს საკმაოდ არატრივიალური ამოცანაა», – აცხადებს „dnevnik.ru“-ს გენერალური დირექტორი გავრილ ლევი. ამასთან, სტარტაპის ან პატარა კომპანიისთვის, რომელიც ტურბულენტურობის პირობებში მოქმედებს, კარგი მენეჯერის შოვნა განსაკუთრებით რთული ხდება. «– ადამიანების უმრავლესობას სურს სტაბილურ სამსახურში მუშაობა, სადაც მზარდი ხელფასი ექნებათ, ჩვენთან არ არის რაიმე ახლის შექმნისა და წარმოების ძლიერი კულტურა» – აცხადებს travel-პროექტების დამფუძნებელი ალექსანდრ კიმი.

3. საკითხები არ მიდის გეგმის მიხედვით
ბიზნესის დაწყებისას, მეწარმეს, როგორც წესი, აქვს გეგმა, რომელსაც ზედმიწევნით უნდა მისდიოს. პირველი თვეების დროსვე ნათელი ხდება, რომ ის მხოლოდ ინტერიერის მოსაწყობად ჩარჩოში ჩასმული კედელზე უნდა დაკიდოთ – სხვა სარგებელი მისგან არაფერია. რეალობა ძალიან გაუთვლელია – საჭიროა დროულად გადაწყობა და გარემოებების შესაბამისად მოქმედება. «უმნიშვნელო და ნაკლებადეფექტური შემთხვევითობების ერთობლიობამ შესაძლოა მიგიყვანოთ გლობალურ გადაწყვეტილებამდე, რომელიც შეიძლება მე პირადად თავში არასოდეს მომსვლოდა ამ პატარა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვნი ნიუანსების გარეშე. თქვენ არ იფიქროთ, რომ ეზოთერიკაში გადავდივარ. მაგრამ მე სულ უფრო ვრწმუნდები იმაში, რომ შემთხვევითბა არ არსებობს. ახლა მე ყურადღებას ვაქცევ ყველა წვრილმანს, რომლებსაც განვიხილავ როგორც პორტალს პარალელურ სამყაროში და არა როგორც მხოლოდ შემსრულებელს ბიზნეს-პროცესებში» – აცხადებს ინტერნეტ-რესურსის Planeta-ს შემქმნელი მაკს ლაკმუსი.

4. ბუღალტრულ აღრიცხვას მიაქვს ნახევარი ცხოვრება
ალბათ ძალიან ცოტა ვინმე თუ იწყებს თავის ბიზნესს იმისათვის, რომ ბუღალტრული აღრიცხვა აწარმოოს. ასევე ცოტა თუ ემზადება იმისთვის, რომ ძირითად დროს დაიკავებს სხვადასხვა ნაკლებად სასიამოვნო რუტინა და არა დიდი მიღწევები. «ჩემი პირველი ბიზნესი იყო ვებ-სტუდია. ეს იყო ინტერნეტ-ბიზნესი, მაგრამ მალევე ჩვენ მივხვდით, რომ ეს ფულის შოვნის რაიმე მითიური საშუალება კი არ არის, არამედ კლასიკური ბიზნესის ერთ-ერთი სახეობაა, უბრალოდ მას მომსახურების ახალი კლასი აქვს. მისთვის საჭროა კომპანია, საბუღალტრო ანგარიში, კლიენტებთან ურთიერთობა, დოკუმენტბრუნვა და სხვა. ყველა ეს პროცესი მოითხოვდა დიდ დროს და ხშირად პროფესიულ საქმიანობაზე იხარჯებოდა მის ნახევარზე ნაკლები» – აცხადებს My-Apps-ის დამფუძნებელი ვიაჩესლავ სემენჩუკი.

5. ყიდვა – ეს რთულია
როცა ფული არ გაქვთ, დაწყება რთულია. მაგრამ როცა ფული გაქვთ, ცხოვრება ტკბილი არც მაშინ არის. როგორც აღმოჩნდა, მათი დახარჯვა არც ისე იოლია. «ყიდვა გაცილებით რთული აღმოჩნდა, მაგალითად მიკროფონების,  პროექტორის, სკამების და ა.შ. შერჩევა რთულია. პირველი შენაძენი ყოველთვის რთულია, მაგარამ თუ მას რამე მოყვება, განსაკუთრებით კარგი ნივთი, მაშინ ყველაფერი გამოდის და შედეგებზეც გავდივართ ».

თუ საქონელი გაყიდულია, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ თქვენ მიიღებთ ფულს

დებიტორული დავალიანების პრობლემები – ესარ არის ის, რითაც თქვენ გინდათ რომ დაკავდეთ დიდი მიზნების ფონზე. თუმცა გადაუხდელობა და ცარიელი ანგარიშები ეს არის ის რეალობა, რომლებსაც მეწარმე ეჯახება დიდი მიზნებისკენ მიმვალ გზაზე. მეწარმესაც ამ პრობლემებთან შეჯახება უწევს საქმის წამოწყების პირველივე ეტაპზე. ძალიან მალე სამყაროს სურათი იცვლება: უფრო ნათელი ხდება, რომ ყველას ერთმანეთის ვალი აქვს, რომ ყველა ერთმანეთის მოვალეა, არავინ ანაზღაურებს დროულად, ასეა მოწყობილი ეს ცხოვრება. «ჩარიცხვების შეფერხება მცირე ბიზნესისთვის კრიტიკულია, რამდენადაც არ აქვთ ფინანსური ბალიში. საკუთარი მცირე ბიზნესის შექმნისას, საჭიროა მზად იყოთ ასეთი სიტუაციისთვის – კლიენტების მხირად გადაუხდელობისა და ტყუილების თქმისთვის. საჭიროა მორალურად იყოთ მზად იმისათვის, რომ საკუთარი ხელფასის ხარჯზე, თუმცა ეს შეიძლება გაგრძელდეს დიდხანს. სტარტაპის დროს ეს ძალიან რთულია» – აცხადებს ვიაჩესლავ სემენჩუკი.

7. ბევრი მუშაობა პანაცეა არ არის
სტარტაპები ახდენენ ბევრი მუშაობის კულტივაციას. ითვლება, რომ საკუთარი კომაპანიის გახსნა ისე, რომ ამ დროს საკუთარი ცხოვრება არ გაძარცვოთ, უბრალოდ შეუძლებელია. მაგრამ LessAccounting-ის დირექტორის მოადგილე ალან ბრანჩი ამბობს, ის ერთხელაც მიხვდა რომ ეს არის გზა, რომელიც არსაით არ მიდის. «მე და ჩემი პარტნიორი ვმუშაობდით კვირაში თვრამეტ საათზე მეტს, ვიდრე ჩვეულებრივ ორმოცია. ორჯერ მეტად მუშაობა არ ნიშნავს კომპანიის გაქაჩვას, კომპანიის წარმატებას. ფაქტია, რომ დამატებით ორმოცი სამუშაო საათი არ იყო ისეთი პროდუქტიული, როგორც თავიდან. ახალა, როცა გვესმის, რომ ბიზნესი და საქმიანობა განუყრელია, დღის 4 საათზე ვთიშავთ კომპიუტერებს და მივდივართ სახლში დასასვენებელად». – აცხადებს ბრანჩი.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1533 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საქმიანი ეტიკეტი – ყავა ოფისის სტუმრებისთვის

ოფისი — ეს არის ფირმის სახე, სადაც ყველა თანამშრომელი ახდენს სტუმრის წინაშე კომპანიაში არსებული კორპორატიული კულტურის დემონსტრირებას. ისეთი წვრილმანები, როგორიცაა გაღიმება, საქმიანი სტილის ტანსაცმელი, ზრდილობიანი საუბარი – პირველი ნიშნებია, რომელთა

Print Friendly, PDF & Email

37 ძალიან მნიშვნელოვანი გაკვეთილი!

1. ბედნიერება თქვენშია. ჩვენ ზედმეტად დიდ დროს ვხარჯავთ სხვების მხრიდან გამართლებისა და ნუგეშისცემის ძიებაში. თან ყოველთვის ვხვდებით, რომ არასოწრად ვეძებთ. ჩაიხედეთ საკუთარ თავში. 2. მადლიერი იყავით ყველაფრის გამო. კარგის გამოც

Print Friendly, PDF & Email

წარმოუდგენელი, რეალური ისტორიები ძუნწი ადამიანების შესახებ

➫ გენიალურმა ამერიკელმა ფინანსიტმა ჰენრიეტა ჰოულენდ გრინმა გარდაცვალების შემდეგ უდიდესი ქონება დატოვა. სიცოცხლეში ის ფაფას აცხელებდა ბატარეაზე და ჩიკაგოში კვარტლების ფლობის მიუხედავად, თავად დაქირავებულ ბინაში ცხოვრობდა. მის შვილს დასჭირდა ფეხის

Print Friendly, PDF & Email

მოგზაურობას ადამიანებისთვის გაცილებით მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მატერიალურ სიმდიდრეს

რატომ გარბის ყველა მაღაზიაში, როცა ფული აქვს? ყოველი ახალი გამოგონების შეძენისას ბედნიერებას განვიცდით, თუმცა რამოდენიმე დღის შემდეგ ამ ბედნიერებიდან არაფერი აღარ რჩება. GoodTravel-ი შეეცდება გაუხილოს B2P.GE-ს მკითხველებს, თუ სად უნდა ვეძებოთ

Print Friendly, PDF & Email

27 ელემენტარული რჩევა, რომლებიც დაგეხმარებათ განახორციელოთ ოცნება და გახდეთ ბედნიერი!

ბედნიერება — ინდივიდუალური გაგებაა. ვიღაცას ამისთვის სჭრიდება სანაპიროზე დიდი ვილა, ვიღაცას უბრალოდ სიყვარული. B2P.GE-მ მოამზადა 27 უბრალო რჩევა რომლებიც დაგეხმარებათ განახორციელოთ ოცნება და იყოთ ბედნიერი. 1. გახსოვდეს, რომ არავის არაფერი გმართებს. 2.

Print Friendly, PDF & Email

ჩაკ ფინი – მილიარდერი მილიარდის გარეშე

„81 წლის ჩაკ ფინი „Duty Free“-ის დამაარსებელია. თავისი ცხოვრების მანძილზე მან 7,5 მილიარდი დოლარი დააგროვა. მაგრამ მას არ ჰყავს მანქანა, დაფრინავს ეკონომ-კლასით, მაჯაზე უკეთია 15-დოლარიანი ელექტროსაათი და აცვია დაჭმუჭნული პერანგი.

Print Friendly, PDF & Email