რა არის წარმატების გასაღები? !

რა არის წარმატების გასაღები? !

   ალბათ თითოეულ თქვენთაგანს ხშირად გიფიქრიათ  რა გსურთ სინამდვილეში? პასუხს დიდხანს ეძებდით,მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს, სამოტივაციო სტატიის კითხვისას,  აღმოაჩინეთ,რომ  გსურთ  წარმატება და მასთან დაკავშირებული ყველა ემოციის განცდა. გსურთ საქმიანი შეხვედრები, გადაღებები, ინტერვიუები, მოგზაურობა,მატერიალური უზრუნველყოფა,წარმატება და ბედნიერება.ეს არის პასუხი კითხვებზე,თუ  რა გვსურს სინამდვილეში, თუმცა,საინტერესოა,  როგორ გავხდეთ წარმატებული და დასამახსოვრებელი პიროვნება? პასუხი ცალსახაა –  აუცილებელია რიტმულობა!  ყოველდღე  მივიწევდეთ მიზნისკენ და საბოლოოდ აუცილებლად მივალთ დასახულ მიზნამდე. წყვეტა და ხანგრძლივი პაუზა ეს არის წარუმატებლობისკენ მიმავალი გზა,  თუ შენიშნავთ რომ გამუდმებით ისვენებთ მიზნისკენ მიმავალ გზაზე, იცოდეთ, რომ მწვერვალზე ასვლა გაგიჭირდებათ.

   საინტერესოა რა გველოდება მწვერვალზე?  ბედნიერება?  მას ხომ ყოველ დღე განვიცდით მიზნისკენ მიმავალ გზაზე.  მწვერვალზე გველოდება სიმწვანეში ჩაფლული  სასტუმრო,სასტუმროს ვერანდაზე  ფინჯანი ყავა და ქოქოსის კოქტეილი.  მწვანე მთები ლურჯ ოკეანეებს  აკრავს გარს და ოკეანეში  დაცურავენ გემები, როგორც ულამაზესი ნახატები და სითეთრეში იკარგებიან.  ასეთი ხედის სანახავად მე ყველაფრის გაკეთებას შევძლებ.ვიშრომებ დაუზოგავად და როდესაც ასეთ მშვენიერ ადგილას მოვხვდები, დავწერ კიდევაც  ჩემი წარმატების ისტორიას, რომელსაც გულწრფელად გავუზიარებ სხვებს.   თუმცა მთავარია ამისთვის ყოველდღე ვიშრომო, რიტმულობა ჩემი წარმატების გასაღებია. მე დარწმუნებული ვარ შენც ყოველდღე იბრძოლებ შენი მიზნებისთვის და დაწერ შენი წარმატების ფორმულას, რომელსაც გაუზიარებ სხვებს! 

და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, წარმატებულ ადამიანს შეუძლია აკეთოს სიკეთე და დაეხმაროს გარშემომყოფებს. სწორედ სიკეთის კეთების შესაძლებლობა გველოდება მწვერვალზე. ასე, რომ იმუშავე რიტმულად და გახდი დასამახსოვრებელი პიროვნება !

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

დადუნა ნადარაია
დადუნა ნადარაია 56 posts

მე ვარ დადუნა ნადარაია – ჟურნალისტი, ბლოგერი და პუბლიცისტი. მიყვარს სამოტივაციო სტატიების წერა, მოგზაურობა და წიგნები. ძალიან მინდა ადამიანებმა ჩემს ირგვლივ და მთელს სამყაროში დაიჯერონ რომ არიან განსაკუთრებულები და შეუძლიათ წარმატების მიღწევა.ჩემი დევიზია "იმუშავე მაშინაც კი როდესაც სხვებს სძინავთ."

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

სიბრძნე ბალანსშია

— თუ თქვენ არ შეგიძლიათ უარი უთხრათ საკუთარ თავს რამეზე, მაგალითად ნაყინის ჭამაზე, ეს ნიშნავს, რომ ნაყინი გმართავთ თქვენ. თუ თქვენ ზღუდავთ საკუთარ თავს ნაყინზე – მაშინ მას ორმაგი კონტროლი აქვს

Print Friendly, PDF & Email

როგორ ურთიერთობენ ჭკვიანი ადამიანები მათთან, ვინც არ მოსწონთ

კარგი იქნებოდა ისეთ სამყაროში ცხოვრება, სადაც ურთიერთგაგება, ჰარმონია და პატივისცემა სუფევს. სამწუხაროდ, ცხოვრება საპირისპიროდ არის მოწყობილი და ზოგიერთი ადამიანი ძალიან გვაღიზიანებს, ისევე, როგორც ჩვენ ვაღიზიანებთ სხვებს. B2p.ge გთავაზობთ რამოდენიმე რჩევას

Print Friendly, PDF & Email

მესინჯერში ბიზნეს-ურთიერთობის 5 წესი

მეწარმეებისთვის განკუთვნილი ჟურნალის Entrepreneur-ის რედაქტორმა ჟაკლინ უიტომორმა დაწერა მასალა, რომელშიც აღწერა მესინჯერში მიმოწერის რამოდენიმე წესი ბიზნეს-ურთიერთბისას. უიტმორი დარწმუნებულია, რომ ტექსტური შეტყობინებები წარმოადგენს გაცილებით უფრო «ჩქაროსნულ» ბიზნეს-კომუნიკაციის საშუალებას — ისინი ელ-ფოსტაზე

Print Friendly, PDF & Email

ურთიერთობის 8 მარტივი წესი, როცა თქვენით მანიპულირებენ

მანიპულატორები მოხერხებულად გვინერგავენ დანაშაულის გრძნობას, გვაშანტაჟებენ, გვემუქრებიან, გვატყუებენ. ჩვენ ვასრულებთ მათ სურვილებს ან ბრძანებებს საკუთარი თავის ზიანის ფასად. ეს თამაშები წლობით გრძელდება და ცხოვრებას გვიწამლავს. მანიპულატორებისგან თავის დასაცავად B2P.GE და Рsychologies

Print Friendly, PDF & Email

5 სარეკლამო ხრიკი, რომლებიც ტვინს აიძულებენ რეკლამით დაინტერესდეს

1. გამოსახულება მარცხნივ, ტექსტი მარჯვნივ როცა ბრენდი ახდენს საკუთარი ლოგოტიპის რეკლმირებას, მნიშვნელოვანია, რომ გამოსახულება იყოს მარცხნივ, ხოლო ტექსტი მარჯვნივ. ეს იმიტომ, რომ ჩვენი ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო პასუხისმგებელია გამოსახულებების დამუშავებაზე, ამასთან ტვინი

Print Friendly, PDF & Email

რჩევა მამაკაცებს: თუ ქალს ეს 12 თვისება აქვს, არასოდეს გაუშვათ ის

ყველა ჩვენგანი გონივრულად ვერ იქცევა, როცა ცხოვრების სიყვარულს ხვდება და შემდეგ ამის გამო ნანობს. თუ ქალს ქვემოთ მოცემული 12 თვისება აქვს – არასოდეს მისცეთ წასვლის საშუალება. 1. ის თქვენზე ჭკვიანია

Print Friendly, PDF & Email