რა არის წარმატება: წარმატების ხაფანგი
1999 Views

რა არის წარმატება: წარმატების ხაფანგი

ბევრი სტატია იწერება წარმატებასა და წარმატებულ ადამიანებზე, თუმცა ამ სტატიაში ჩვენ განვიხილავთ რა არ არის წარმატება, იმისათვის, რომ თავი ავარიდოთ ცრუ მიზნებს.
ფინანსური დამოუკიდებლობა, პოპულარულობა, კარგ პირობებში ცხოვრება – ეს მშვენიერია! თუმცა ნუ განსაზღვრავთ ამ მოცემულობებს თქვენს ცხოვრებაში უმთავრეს მომენტებად! ისინი მხოლოდ თანმდევი ფაქტორებია.

მაგალითი: ადამიანმა დაისახა ცხოვრების მთავარი მიზანი – მილიონი დოლარის გამომუშავება – ეს არასწორი მიზანია! რადგან ფული არ არის წარმატება, ის წარმატების თანმდევია.
კარგი ცხოვრებისეული მიზნის მაგალითად, რომელზეც ნამდვილად ღირს კონცენტრირება, შეიძლება მოვიყვანოთ შემდეგი: სხვებისთვის საკუთარი ცხოვრებისეული პორექტების რეალიზებაში დახმარება.

ცხოვრების მთავარი მიზანი – ეს არის სხვებისთვის დახმარება იმით, რაც თქვენ გაქვთ ნიჭის და მოწოდების სახით.

ფული წარმატება არ არის
ფულის პირველ ადგილზე დაყენება ადამიანების ყველაზე დიდი შეცდომაა. ფული წარმატების თანმდევია და ის ვერ იქნება მისი ვერც პირველი, ვერც მეორე და ვერც მესამე საზომი. ჩვენ მატერიალურ სამყაროში ვცხოვრობთ და ყველაფერს საკუთარი თვალით აღვიქვამთ, თუმცა, თვალებით ზოგჯერ შეიძლება ვერ დავინახოთ ჭეშმარიტება, რადგან მისი შეგრძნება შესაძლებელია გულით და სულით.

დიახ, ადამიანები, რომლებიც დიდ წარმატებას აღწევენ ცხოვრებაში მდიდრებიც არიან. მაგრამ ეს სიმდიდრე მათთან მოვიდა როგორც მათი დაუღალავი შრომის შედეგი. ადამიანები მხოლოდ აისბერგის წვერს ხედავენ – სიმდიდრეს – და შემდეგ მიზნად ისახავენ არა წარმატებას, არამედ ფულის შოვნას. ამასობაში, მხედველობიდან ეკარგებათ ის ფაქტი, რომ წყლის ქვეშ აისბერგის 95% იმალება.

მატერიალური უზრუნველყოფა ვერ იქნება წარმატება
წინა პუნქტისგან განსხვავებით, მატერიალურ უზრუნველყოფაში იგულისხმება: სახლი/ბინა, რომელშიც ადამიანი ცხოვრობს, ავტომობილი, იახტა, ვერტმფრენი – რომლებსაც ფლობს; ასევე ის, თუ როგორ ისვენებს და მოგზაურობს ასეთი ქონების პატრონი, რომელ რესტორნებში დადის და ა.შ.

მატერიალური მდგომარეობაც წარმატების თანმდევი ფაქტორია, რადგან მისი შექმნა შესაძლებელია ფულის დახმარებით. ადამიანების შეცდომა მდგომარეობს იმაში, რომ ისინი მიილტვიან იცხოვრონ წარმატებული ადამიანებივით, ჰქონდეთ ის, რაც მათ აქვთ, თუმცა არ ფიქრობენ გახდნენ ისეთივე წარმატებულები, როგორიც ეს ადამიანები არიან. სასურველის მისაღებად იღებენ კრედიტებს, ყიდულობენ ძვირფას სახლებს, მანქანებს – რეალურად კი ეს ყველაფერი მათ არ ეკუთვნით, მათი ცხოვრება ბანქოს სახლს ჰგავს – ის დგას მანამ, სანამ სიმშვიდეა, მაგრამ როგორც კი „ცვლილებების ქარი“ დაუბერავს, სახლი მაშინვე ჩამოიშლება. ადამიანებს უნდა ესმოდეთ, რომ საჭიროა ჯერ იარსებო, შემდეგ აკეთო და ბოლოს გქონდეს და არა პირიქით.

სხვები უყურებენ ასეთ ადამიანებს და ჰგონიათ, რომ ისინი კარგად ცხოვრობენ, ყველაფერი აქვთ, თუმცა მათ ადგილას რომ დასვა ეგრევე უკან დაბრუნებას მოითხოვენ, რადგან ეს ყველაფერი არ არის რეალური წარმატება.
ასეთი ადამიანების უმრავლესობას უთქვამს, რომ ღამით ცუდად სძინავთ, რადგან სულ ფიქრობენ როგორ უნდა გადაიხადონ კრედიტები, რამე რომ მოხდეს მათი ცოლ-შვილი ქუჩაში დარჩება და ა.შ. – რა თქმა უნდა ასე ცხოვრება საშიშია. აი კიდევ რას აცხადებენ ასეთი ადამიანები: «როცა მე ვყიდულობდი ძვირფას ნივთებს, ამით ვცდილობდი სხვებისთვის დამემტკიცებინა, რომ საუკეთესო ვარ, თუმცა ვხვდებოდი, რომ მსგავსი ნივთების ყიდვის უფლება საკუთარი თავისთვის არ უნდა მიმეცა. საყიდლებიდან 2-3 კვირის მანძილზე თავს მშვენივრად ვგრძნობდი, წარმატებულ ადამიანად მიმაჩნდა, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ ცნობიერება დამიბრუნდა და როცა მივხვდი თუ რამდენი უნდა გადამეხადა ამ სახლისთვის, შემეშინდა. ასე შიშში ვიცხოვრე კრედიტის დაფარვამდე».

წარმატება არ არის ძალაუფლება
ძალაუფლება ვერ იქნება წარმატება, რადგან ძალაუფლება – ეს არის კონტროლი. თქვენ მუდმივად უნდა შეინარჩუნოთ კონტროლი, რადგან ის, რასაც აკონტროლებთ, მუდმივად ცდილობს გათავისუფლდეს ამ კონტროლისგან. ძალაუფლების დაკარგვით ცხოვრებას კარგავთ. ნამდვილი წარმატება ძალაუფლების სისტემაში არ შედის. წარმატება – ეს არის თავისუფლება. ძალაუფლება – ეს არის დამოკიდებულება. გაიხსენეთ რომის ერთ-ერთი იმპერატორი, რომელმაც დატოვა იმპერატორის პოსტი თავის ბოსტანში გოგრის მოყვანის სანაცვლოდ. მან გაიგო სხვაობა ძალაუფლებას, წარმატებასა და ბედნიერებას შორის.

წარმატებად არ უნდა ჩაითვალოს მაღალი სტატუსის მიღება
სხვაგვარად, სტატუსი – ეს არის საზოგადოებაში პიროვნების მდგომარეობა. ადამიანები სტატუსს მოიპოვებენ იმიტომ, რომ საკუთარი მნიშვნელობა გაზარდონ და თავი სხვებზე მაღლა დააყენონ. მხოლოდ იმის შეგრძნება, რომ სხვებზე მაღლა დგანან მათ აბედიერებთ. შესაბამისად თავს წარმატებულ ადამიანებად თვლიან. მაგრამ თუ მოხდება ისე, რომ ადამიანი თავს ვერ შეადარებს სხვებს, სტატუსი მაშინვე კარგავს აზრს.
საკუთარი თავის სხვებისთვის შედარება ნებისმიერ შემთხვევაში საშიშია. და აი რატომ – როცა თქვენ თავს ადარებთ მათ, ვინც თქვნზე უკეთესია, თქვენი თვითშეფასება იკლებს. როცა თქვენ თავს ადარებთ მათ, ვიც თქვენზე დაბალია, თქვენ წყვეტთ განვითარებას. როგორც ხედავთ, ორივე ვარიანტი დამღუპველია და წარუმატებლობისკენ მიჰყავხართ. წარმატებული ადამიანები არ ედრებიან სხვებს. მათ ესმით, რომ ეს დამღუპველია. და თუ შეედრებიან, მხოლოდ საკუთარ თავს.

წარმატება სხვის ხარჯზე
წარმატება ყოველთვის მოსდევს ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას, რომელსაც ხშირად ეძახიან «მოიგო-მოიგო»-ს. იმისათვის, რომ თანამშრომლობა და პარტნიორული ურთიერთობები გამყარდეს, ორივე მხარე უნდა იყოს მოგებული – ყოველი გარკვეული ზომით. ასეთი ურთიერთობებისას არ დგას კონტროლისა და სხვა ადამიანების მართვის აუცილებლობა. ადამიანები, რომლებიც სარგებელს ნახულობენ თქვენთან თანამშრომლობით, მუშაობენ თქვენი კონტროლისა და შეხსენების გარეშე. ამასთან, თქვენ გიჩნდებათ ბევრი თავისუფალი დრო და ენერგია სხვა, უფრო მნიშვნელოვანი საქმეებისთვის.

სხვების ხარჯზე წარმატება – ეს არის თანამშრომლობის ტიპი «მოიგო-წააგო». ამ ტიპის თანამშრომლობისას ხდება ისე, რომ ერთი ატყუებს მეორეს ან იყენებს საკუთარი მიზნებისთვის. შესაბამისად, ამ მეთოდით ვინც მოქმედებს, ის მალევე კარგავს ნდობას სხვებში. ენერგეტიკულ დონეზე ისინი იძენენ მუქ ფერებს და სხვები ამას გრძნობენ. წარმატება – ეს გუნდური სპორტია, თუ გუნდის შეცვლა გიწევთ, წარმატებასაც ვეღარ მიაღწევთ. ხანგრძლივი წარმატების მიღწევა სხვების ხარჯზე წარმოუდგენელია.
წარმატება არ არის დიდება და პოპულარობა

დიდება და პოპულარობა – წარმატების კიდევ ერთი თანმდევი მოვლენაა, ცაკლე აღებული ის ვერ იქნება წარმატება. შეხედეთ ესტრადის ვარსკვლავებს, ბევრ მათგანს აქვს დიდება, ძალიან პოპულარულებიც არიან, მაგრამ მათ ვერ უწოდებ წარმატებულ ადამიანებს. სხვათა შორის, ბევრი ვარსკვლავი ფლობს ზემოთ ჩამოთვლილ წარმატების ატრიბუტებს (მდიდრებიც არიან, მდიდრული მატერიალური მდგომარეობაც აქვთ, ძალაუფლებაც, მაღალი სტატუსიც), მაგრამ საკმარისია მათ სახეზე შეხედო და დაინახავთ დაძაბულობას და დაღლილობას – მათი სახეები ნამდვილად არ ადასტურებენ იმას, რომ ეს ადამიანები წარმატებულები არიან.

წარმატების მიღწევის ამოსავალი ფაქტორი არის სწორად დასახული მიზნები. ისევე როგორც სამედიცინო პრაქტიკაში, წარმატების საწინდარი არის მკურნალობა სწორად დასმული დიაგნოზის მიხედვით.

ახლა კი შეხედეთ საკუთარ თავს და იფიქრეთ თქვენს მოსაზრებებზე. იქნებ თქვენც გაებით ამ ხაფანგში და მისდევთ ისეთ რამეს, რომელიც სინამდვილეში არ არის წარმატება?

იპოვეთ საკუთარი დანიშნულება ცხოვრებაში – დაეხმარეთ, ემსახურეთ სხვებს და გახადეთ ეს სამყარო უფრო ფერადი და ლამაზი!

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1495 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like