რა არის Bootstrapping-ი?

რა არის Bootstrapping-ი?

გაჭიანურებულმა მსოფლიო კრიზისმა მისცა ბიძგი ბიზნესის თვითმყოფადი სახეობის – Bootstrapping-ის განვითარებას. Bootstrapping-ი ინგლისური სლენგია და ნიშნვავს სამუშაო ფეხსაცმლის თასმებით შეკვრას.

ინგლისურ ენაში ამ სიტყვიდან გამომდინარე რამოდენიმე გამონათქვამიც კი არის დამკვიდრებული, მაგლითად: „ამოიყვანე საკუთარი თავი ჭაობიდან სამუშაო ფეხსაცმლის დახმარებით“, ჩვენში მსგავსი გამონათქვამია: „ხალხში გამოსვლა“ ან „გზის გაკაფვა“.

ადამიანები, რომელბიც დიდი ხანია ბიზნესს აწარმოებენ, Bootstrapping-ს განმარტავენ როგორც მცირე ბიზნესის ორგანიზებას საწყისი კაპიტალდაბანდების გარეშე.

რეალურად რომელი ბიზნესის დაწყება შეიძლება Bootstrapping-ის გამოყენებით?

– დასვენების დღეებში და დღე-ღამის ნებისმიერ დროს სხვადსხვა მომსახურების გაწევა;

– ახალი პროდუქტის ან საქონლის გამოშვების გეგმა, რომელიც ბაზარზე ძალიან მოთხოვნადია;

– სახლის პირობებში კუსტარულად ან პერსონალურ კომპიუტერთან მუშაობა;

– მუდმივი პრესონალის აყვანის ნაცვლად, პრესონალის დაქირავება ერთჯერადი სამუშაოს შესრულების ვადით;

– რაიმე კონკრეტული მასალის ან საჭირო დანადგარის ლიზინგის გაკეთება, ერთჯერადი შესყიდვისას გაწეული დიდი ხარჯის ნაცვლად;

– ე.წ. კომუნალური, ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობის ფარგლებში სხვა კომპანიებთან ერთად საოფისე ფართის აღება;

– კლიენტების მომსახურება კონკრეტულ სფეროში, სადაც მომსახურების დონე დაწეულია ან მოთხოვნა შემცირებული;

– მომწოდებელთან გადავადებული გადახდის პრინციპით მუშაობა, რომელიც ემყარება მხარეებს შორის ნდობას;

– საკუთარი ბიზნეს-იდეებით ვაჭრობა ან ფრანშიზის წარდგენა სხვა კომპანიებისა თუ მეწარმეებისთვის, შემდგომი გამოყენების მიზნით;

– საბიუჯეტო გადასახადების გადახდისას ლგოტური პირობების მიღების შესაძლებლობა საკუთარი ბიზნესის გაფართოვების მიზნით;

– ისეთ კლიენტებთან მუშაობა, რომელბიც უპირატესობას ანიჭებენ დროულ ან წინასწარ გადახდას;

– მთავრობის ადგილობრივი წარმომაგდენლებისაგანი განსაზღვრული სუბსიდიები, მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სხვადასხვა სფეროებში ჩატარებულ საკუთარ კვლევებზე გრანტების მიღება;

– ანგარიშსწორებისთვის ბარტერის გამოყენება;

მცირე ბიზნესის განვითარებისას Bootstrapping-ის უპირატესობები არის ის, რომ ის იცავს მფლობელს კაპიტალდაბანდების დაკარგვის რისკისგან იმდენად, რამდენადაც ახალი საქმის დაწყებისას არ განხორციელებულა სერიოზული კაპიტალდაბანდება, დასაკარგიც არაფერია. სპეციალისტების აზრით, ბიზნესის მართვისას ასეთი მიდგომა ადამიანში არატრადიციულ აზროვნებას სტიმულს აძლევს და წარმოქმნილ პრობლემებთან არასტანდარტულ მიდგომას აჩვევს, რაც ხელს უწყობს ბიზნესის განვითარების დაჩქარებას და ფინანსური წარმატების მომდევნო საფეხურზე ასვლას.

სანამ Bootstrapping-ის იდეის განხორციელებას დაიწყებთ, საჭიროა ორი მთავარი საკითხის გადაჭრა:

1. გინდათ თუ არა ჩადებული სახსრებისგან შემოსავალი მალევე მიიღოთ, თუ მზად ხართ გარკვეული დროის მანძილზე მოიცადოთ და ყველა მიღებული შემოსავალი მოახმაროთ თქვენი ბიზნესის განვითარებას. აქედან გამომდინარე, საჭიროა კარგად განასაზღვროთ საქმიანობის სფერო, რომელ მათგანს შეუძლია მოგიტანოთ ცოტა, მაგრამ სწრაფი შემოსავალი და რომელი მოითხოვს თქვენგან ძალისხმევას და მოთმინებას.

2. შეთავაზებულ მომსახურებაზე ან საქონელზე ფასის შერჩევა და სწორად დაგეგმვა, როგორ დააინტერესოთ კლიენტი ისე, რომ არ შეაშინოთ მაღალი ფასით, თუმცა უნდა გაითვალისწინოთ მთავარი მომენტი – არ აზარალოთ საკუთარ წამოებას!

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

About author

B2PGE
B2PGE 1549 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like

მიზნები და ფინანსები

ფულის 7 კანონი

ყველა ადამინს თავისი დამოკიდებულება აქვს ფინანსების მიმართ. ზოგი მეგობრობს ფულთან, ვიღაცა არც ისე, მაგრამ პრაქტიკულად ყველას სურს ჰქონდეს იმდენი ფული, რამდენიც მათ სჭირდებათ დ მეტიც. როგორც წესი, ფული მიდის იმასთან

ბიზნესი

როგორ ვაწარმოოთ მოლაპარაკებები ხელისუფლებასთან

ზოგჯერ ბიზნესმენს უწევს მოლაპარაკებები აწარმოოს ძალაუფლების მქონე ადამიანებთან. ისინი ბევრნი არიან, “მსხვილი” ბიზნესმენები, ხელისუფლების წარმომადგენლები, ჩინოვნიკები, უბრალოდ ავტორიტეტული ადამიანები. როგორ მოვილაპარაკოთ მათთან? არსებობს გარკვეული სირთულეები. 1. ასეთი ტიპის მოლაპარაკებების სირთულე

სიახლეები

როგორ გავაქირაოთ ბინა დღიურად Airbnb-ის დახმარებით?

1. რისი გაქირავება შეიძლება Airbnb-ზე? Airbnb-ზე ყველაფრის გაქირავება შესაძლებელია. გნებავთ ბინა გააქირავეთ, გნებავთ თავისუფალი ოთახი. დივანი თუ გაგითავისუფლდათ, მისი გაქირავებაც შეგიძლიათ. Airbnb-ზე არის უფრო ეკზოტკიური ვარიანტებიც — ხეებზე მოწყობილი სახლების ჩათვლით, ასე რომ,