რა არის Black Friday?

რა არის Black Friday?

ალბათ უკვე გსმენიათ შავი პარასკევის შესახებ, რომელიც არის აშშ-ს მყიდველთა მთავარი დღესასწაული და საშობაო გაყიდვების მაუწყებელი მთელი ამერიკის მასშტაბით. ეს სტატია განკუთვნილია მათთვის, ვინც ჯერ კიდევ არ იცის რა არის შავი პარასკევი და გვინდა მივცეთ რამოდენიმე რჩევა უკვე გამოცდილ მყიდველებს.
შავ პარასკევს თან ახლავს დიდი ფასდაკლებები.

სინამდვილეში შავი პარასკევი სულაც არ არის შავი, პირიქით – ეს წლის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი დღეა პრაქტიკულად ყველა ამერიკელისთვის – ნათელი იმიტომ, რომ ასეთი მასშტაბური გაყიდვები ყველა სავაჭრო ობიექტში ერთდროულად არ არსებობს წლის მანძილზე სხვა რომელიმე დღეს. ვიღაცისთვის ეს არის შესაძლებლობა ბოლოს და ბოლოს შეიძინოს ძვირადღირებული და დიდი ხნის ნანატრი ნივთი, ზოგისთვის ეს თანხის გამომუშავების საშუალებაა, რადგან შეუძლიათ იაფად იყიდონ და შემდეგ გადაყიდონ ფასნამატით eBay-ის აუქციონზე, ვიღაცისთვის კი ეს არის შანსი მოაგროვოს საჩუქრები საშობაოდ და საახალწლოდ ოჯახისა და მეგობრებისთვის. უმეტესობისთვის კი ეს უბრალოდ კარგი საშუალებაა თანხა დაზოგოს ყველაზე ჩვეულებრივ შენაძენზეც კი.

ცოტაოდენი ისტორია
ამ დღეს გაყიდვების მოწყობის ტრადიცია დაიწყო XIX საუკუნეში, ხოლო ოფიციალური სახელწოდება „შავი პარასკევი“ (ინგლ. “Black Friday”) გაცილებით გვიან მიიღო. 1966 წლიდან, ფილადელფიის პოლიციის დეპარტამენტმა დაარქვა ეს სახელი მადლიერების დღის (ინგლ. “Thanksgiving Day”) მომდევნო დღეს იმის გამო, რომ ამ დღეს ქუჩებში იქმნებოდა წარმოუდგენელი საცობები ურიცხვი ფეხითმოსიარულეებისა და მანქანების მოძრაობის გამო.

ინტენსიური ტრაფიკი შავ პარასკევს გასული საუკუნის დასაწყისი

ყოველწლიურად შავი პარასკევი დგება ნოემბრის მე-4 პარასკევს და ემთხვევა 23 და 29 ნოემბრის შუალედს. 2011 წელს შავი პარასკევი დაემთხვა 25 ნოემბერს.

შავი პარაკსევი რიგირთი ამერიკელებისთვის
რიგითი ამერიკელებისთვის ხუთშაბათს საღამოდან იწყება. ბევრი მაღაზია დილაადრიან უღებს კარს მყიდველებს. ამასთან დაკავშირებით ბევრი ამერიკელი უბრალოდ არ იძინებს ღამით, ან ძალიან ადრე იძინებს, რომ გამთენიას უკვე ფეხზე იყოს. მაღაზიებთან რიგების დაკავებას ლამის შუაღამიდან იწყებენ, რათა შეძლონ ფასდაკლებით გაყიდვაში არსებული ნივთების შეძენა. ჩვეულებრივ, დილის 6-ზე მაღაზიებში უკვე აღარაფერი არ არის ცარიელი დახლების და კედლების გარდა.

საქონლის დაბრუნება თუ კიდევ ერთი შანსი
მაშ ასე, პარასკევი დასრულდა. მაღაზიებში დახლები დაცარიელდა, ინტერნეტ-საიტები მნახველებს ვერ აუდიან, ხოლო ბედნიერი მყიდველები გახარებული არიან შენაძენით. რით გამოირჩევა Black Friday-ის შემდეგ შაბათ-კვირა?

როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, შავ პარასკევს მყიდველები იტაცებენ ყველაფერს, რაც ხელში ხვდებათ. ხოლო შაბათ-კვირას ზოგიერთ შოპოჰოლიკს შოკი აქვს. ისინი ხვდებიან, რომ ამ გიჟური შენაძენისას უამრავი გამოუსადეგარი რამ იყიდეს. ამერიკაში რომ ცხოვრობდეთ, შავი პარასკევის შემდეგ დასვენების დღეებში, შაბათ-კვირას თქვენ ნახავდით ისევ დიდი რიგებს მაღაზიებთნ, ოღონდ ამჯერად მყიდველები რაიმეს საყიდლად კი არ დგანან, არამედ შეძენილი საქონლის დასაბრუნებლად არიან მისულები. მაღაზიაში დაბრუნებული საქონელი კი უახლოეს დღეებში ისევ გაყიდვაში გადის. რამდენადაც ის გადის Used-ის და Open Box-ის კატეგორიაში, მისი გაყიდვა უდიდესი ფასდაკლებით მოხდება. არის თუ არა ეს შანსი, რომელიც უნდა გამოიყენოთ?

მაღაზიაში საქონლის დაბრუნება მყიდველებს უფრო მეტ დროს წაართმევს და მსგავსი საქონლის ინტერნეტ-მაღაზიებში გამოჩენა მოსალოდნელია შავი პარასკევის გასვლიდან 1-2 კვირის გასვლის შემდეგ.

კიბერ ორშაბათი
კიბერ ორშაბათი (ინგლ. “Cyber Monday”) – ეს არის პირველი ორშაბათი, რომელიც შავი პარასკევის შემდეგ დგება. თუ ამერიკელებისთვის შავი პარასკევი ასოცირდება ჩვეულებრივ საბითუმო მაღაზიებში ვაჭრობასთან, კიბერ ორშაბათი თავიდანვე გულისხმობდა აქტიურ შესყიდვებს ინტერნეტით.
კიბერ ორშაბათი Amazon.com-ზე.

პირველად ეს ტერმინი გამოყენებული იქნა სადღესასწაულო გაყიდვებისას 2005 წელს. ერთი წლით ადრე, დაფიქსირებული იყო, რომ ამერიკელები, რომლებმაც ვერ მოასწრეს სამსახურების გამო შავ პარასკევს შენაძენის გაკეთბა, ორშაბათს უბრუნდებოდნენ სამუშაო ადგილებს და ძალიან სწრაფი ინტერნეტის გამოყენებით აგრძელებდნენ ფასდაკლების აქციის ფარგლებში შესყიდვებს. მარკეტოლოგებმა სწრაფად დაინახეს ამ ფაქტში სარგებელი და გადაწყვიტეს ამ დღისთვის სპეციალური სტატუსი მიენიჭებინათ, როგორც ფასდაკლების აქციის გაგრძელების დღისთვის. სწორედ მას შემდეგ, კიბერ ორშაბათი წარმოადგენს შავი პარასკევის ოფიციალურ გაგრძელებას და მყიდველებს დაზოგვის შესაძლებლობას აძლევს. რაც მთავარია, ეს დღე გამიზნულია სწორედ ინტერნეტ-მყიდველებზე, ვისაც ჩვენი კლიენტები წარმოადგენენ.

შავი პარასკევი გრძელდება!
ბევრი მყიდველის გასახარად გაყიდვები არ წყდება კიბერ-ორშაბათსაც კი. ახლა ეს პროცესი უკვე შობამდე გაგრძელდება. შავი პარასკევი თავისთავად საინტერესო მოვლენაა, მაგრამ რეალურად ის ხსნის საშობაო გაყიდვების პერიოდს. ამიტომ, თუ თქვენ ფასდაკლებას ვერ „გამოიჭერთ“ შავ პარასკევს, შეგიძლიათ საშობაო არდადეგებზე გააკეთოთ ეს!

წარმატებულ შავ პარასკევს და შენაძენს გისურვებთ საშობაო გაყიდვების პერიოდში!

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1511 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ