ქრისტიანული ეკონომიკა: თანაგრძნობის მნიშვნელობა

ქრისტიანული ეკონომიკა: თანაგრძნობის მნიშვნელობა

ეკონომიკის ძირითადი ფუნდამენტალური ქრისტიანული ოთხი პრინციპი რომელიც ნათლად არის ჩამოყალიბებული წმიდა წერილში.

1. კერძო საკუთრებ
2. თანასწორუფლებიანობა
3. მეწარმეობა
4. თანაგრძნობაა✔

რა ვუყოთ იმათ, ვისაც არა აქვთ იმის საშუალება, რომ რაიმე აწარმოონ? რა უნდა ვქნათ, ღარიბებს ზურგი შევაქციოთ?

ღმერთს განსაკუთრებით შესტკივა გული ღარიბებზე. ძველ აღთქმაში ღმერთი იმასაც კი მოითხოვს, რომ ყანაში მკის შემდეგ ადგილები დატოვონ, რათა ღარიბებმა მორჩენილი თავთავი აკრიფონ. ღმერთი ისეთ კანონებს ადგენს, სადაც ღარიბი გავალისწინებული უნდა იყვნენ. უფრო მეტიც, ღარიბები არ უნდა დაეჩაგრათ “ჭიშკართან”, ანუ მიწის სასამართლოებთან. მდიდრებს და გავლენიანებს ეკრძალებოდათ ღარიბების დამცირება ან ექსპლუატაცია. გარდა ამისა ბიბლია გვაფრთხილებს, რომ სავალალო შედეგებს მოვიმკით, თუ ცხოვრების მიზნად ქონების შეძენას დავისახავთ. ბიბლია უარყოფს კაპიტალიზმის უხეშ ფორმას და გვასწავლის, რომ ცხოვრების არსი მხოლოდ სიმდიდრის დაგროვება არ არის.

მეორე მხრივ, ბიბლია ასევე უარყოფს ყალბ სულიერებას, რომლის თანახმადაც იმას, რაც ადამიანს ემართება ჯანმრთელობისა თუ კეთილდღეობის თვალსაზისით, არა აქვს მნიშვნელობა. ღმერთმა შექმნა ფიზიკური სამყარო. მან შექმნა ადამიანები, რომელთაც შთაბერა სული და მისცა ასევე სხეული. მის მიერ გამოგზავნილი ხსნა ფიზიკურ ხსნასაც გულისხმობს. ღმერთი უზრუნველყოფს თავშესაფარს, საკვებს და შემოსავალს ადამიანებისთვის. ბიბლია აბსტრაქტული სულიერების გამოვლენის ასპარეზი არ არის.

ბიბლიურ მოსაზრებათა ნაწილი, რომლებიც სიმართლეს, სამართლიანობას და თანაგრძნობას ეხება, ის მოსაზრებებია, რომლებიც მამაკაცთა, ქალთა და ბავშთა ეკონომიურ მდგომარეობასთან არის დაკავშირებული. სიტყვა ღარიბი ბიბლიის ზოგიერთ ადგილას გადატანითი მნიშვნელობით არის მოყვანილი და იხმარება იმ ადამიანებთან მიმართებაში, რომლებიც სულიერად არიან ღარიბები. მაგრამ პირდაპირი მნიშვნელობით ეს სიტყვა მატერიალურ სიღარიბეს აღნიშნავს. პავლე მოციქული თავის მოძღვრებას შემდეგი სიტყვებს უდებს საფუძვლად, “თუ შენი მტერი მშიერია, დააპურე იგი, თუ სწყურია, დაალევინე” (რომ12:20) რას ამბობს აქ პავლე მოციქული? მარტივად რომ ვთქვათ, იგი აქ იმაზე მიგვანიშნებს, რომ ღმერთი ჩვენს ფიზიკურ კეთილდღეობაზე ზრუნავს. ზრუნავს იმაზე რომ ჩვენ გვქონდეს საკმარისი საკვები, ტანსაცმელი, საცხოვრებელი ადგილი და დაცული ვიყოთ სტიქიური მოვლენებისგან. ეს კი ეკონომიკის საკითხია. ფაქტიურად, ადამიანის მატერიალური კეთილდღეობა ღმერთის მთავარი საზრუნავია და ამიტომ იგი მორწმუნეთა მთავარი საზრუნავიც უნდა იყოს. ბიბლიური ეთიკის ერთ-ერთ საკითხს მართვის საკითხი წარმოადგენს. მმართველობითი პრინციპები მოიცავს იმ პრინციპებსაც, რომელთაც კაპიტალიზმი გულისხმობს. მაგრამ კაპიტალიზმმა შეიძლება გზა გაუხსნას უხეშ მატერიალიზმს, სადაც არავითარი ანგარიში აღარ გაეწევათ ღარიბებს.

კაპიტალიზმი დამყარებულია მომსახურებასა და საქონლის მეწარმეობაზე, ეს პროცესები კი აუცილებლად ითვალისწინებენ ეთიკურ პრინციპებს.

სოციალისტებისა თუ კომუნისტების ყველა მნიშვნელოვანი მცდელობა ხალხის ცხოვრების დონის გაუმჯობესებისა კრახით მთავრდებოდა. ავიღოთ ჩინეთის მაგალითი. კომუნისტური რევოლუციის შემდეგ, რომელიც იქ 1949 წელს მოხდა, მეწარმეობა, ცხოვრების დონე და ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის რაოდენობა ჩინეთში გაცილებით დაბლა დაეცა, ვიდრე ეს რევოლუციამდე იყო. ტაივანში, ჩინეთის თავისუფალ ზონაში, 18 მილიონზე მეტი ადამიანი, ხოლო ჩინეთში ამ მთავარ მატერიკზე, ერთ მილიარდზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. და მიუხედავად ამისა, საშუალო შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე ტაივანში ხუთჯერ მეტია, ვიდრე ჩინეთში. სამოცდაათიან წლებში ტაივანის 18 მილიონიანი მოსახლეობა ხუთჯერ მეტ საქონელს გზავნიდა საექსპორტოდ, ვიდრე კომუნისტური ჩინეთის ერთი მილიარდი მოსახლეობა. ის აღმავლობა სამრეწველო პროდუქციის წარმოებისა, რომელსაც ახლა ადგილი აქვს ჩინეთში, განპირობებულია ძირითადად კერძო მეურნეობებისა და კერძო მოვაჭრეების მომრავლებისადმი შემწყნარებლური დამოკიდებულებით.

Print Friendly, PDF & Email

About author

You might also like