ქრისტიანული ეკონომიკა: მეწარმეობა

ქრისტიანული ეკონომიკა: მეწარმეობა

ეკონომიკის ძირითადი ფუნდამენტალური ქრისტიანული ოთხი პრინციპი რომელიც ნათლად არის ჩამოყალიბებული წმიდა წერილში.

1. კერძო საკუთრება
2. თანასწორუფლებიანობა
3. მეწარმეობა✔
4. თანაგრძნობა

ბიბლიაშიი წარმოდგენილია შრომის საკმაოდ ძლიერი ეთიკა, რომელიც ჩვენ შრომისა და მეწარმოებისკენ მოგვიწოდებს. ღმერთი აკურთხებს შრომას. მნიშვნელოვანია გახსოვდეს, რომ შრომა ჩვენამდე დაცემის შედეგად არ მოსულა, იგი მოდის ჩვენი ღმერთისაგან, ღმერთი ხომ მშრომელია, შემქმნელია. ღმერთი ქმნის ღვთიურ მეწარმეობის საშუალებით და ის მოგვიწოდებს, რომ გავიმეოროთ და “ავირეკლოთ” მისი ეს ქმედება. ღმერთმა ადამიანს შრომა დაუწესა მანამდე, სანამ ადამიანი ცოდვას ჩაიდენდა და დაეცემოდა. მან იმისათვის კი არ შეუშვა ადამი სამოთხის ბაღში, რომ მას კვირაში შვიდი დღე დაესვენა. არა! ადამს უნდა ემუშავა, მიწა დაემუშავებინა და მოსავალი მოეყვანა ბაღში. ის უნდა გამრავლებულიყო. ერთი სიტყვით, ღმერთი მისგან მეწარმეობას მოითხოვდა. ჩვენი საქმიანობის განუწყვეტელ ნაწილად ღმერთმა დაგვიწესა ვიყოთ მეწარმენი, ვღებულობდეთ ჩვენი შრომის ნაყოფს.

ბიბლიური პრინციპის თანახმად ჩვენ უნდა შეგვეძლოს იმის დაცვა და განკარგვა რაც შევქმენით. ის საკანონმდებლო სისტემა, რომელსაც ძველ აღთქმაში ვხვდებით, გამიზნულია იქითკენ, რომ კერძო საკუთრება დავიცვათ ქურდობის, თაღლითობის და მოტყუებისაგან. ძველ აღთქმაში უამრავი კანონია ჩამოყალიბებული, რომლებიც ბიზნესის სამყაროში პატიოსნების დამკვიდრებას ქადაგებენ. ღვთის სიტყვა გვასწავლის, რომ უკანონობაა ადამიანის მოტყუება წონაში და ზომაში. ყალბი ფულის დამზადება, ან კონტრაქტის პირობებისა და ვალდებულებების არშესრულება. ამას უკავშირდება აგრეთვე ხელშეკრულებებისა და საწარმოო კონტრაქტების დარღვევა. მეწარმეობაში თანასწორობა ეკონომიკის მნიშვნელოვანი პრინციპია. სამართალი უნდა აღსრულდეს.

გაგრძელება; თანაგრძნობის მნიშვნელობა

Print Friendly, PDF & Email

About author

You might also like