ქცევის 12 ტიპი, რაც ხელს კრავს გარშემო მყოფთ

ქცევის 12 ტიპი, რაც ხელს კრავს გარშემო მყოფთ

ქცევის საშინელი ტიპები, რომლებიც წამლავენ თქვენს ცხოვრებას და თქვენთან ურთიერთობის სურვილს უკარგავს ადამიანებს

ქცევა – არის ის, რაც ხშირად არ ჩანს, მაგრამ შეუძლია სრულად შეცვალოს თქვნი ცხოვრება.
მაშ ასე, ამ სტატიაში ჩვენ გვინდა მოგითხროთ თორმეტ ყველაზე გავრცელებულ ქცევაზე, რომლებიც თქვენს ცხოვრებას წამლავს. აი ისინიც:

  1. თქვენ გშურთ სხვა ადამიანების – არასოდეს მისცეთ შურს ან ეჭვიანობას იმის საშუალება, რომ თქვენზე გაიმარჯვოს. შური – ეს არის ხელოვნება საკუთარ ცხოვრებაში მიმდინარე კარგი მოვლენების დანახვის ნაცვლად ისინი მხოლოდ სხვის ცხოვრებაში დაინახოთ. ამ ქცევაში კარგი და მიმზიდველი ნამდვილად არაფერია. ამიტომ საკმარისია საკუთარი ცხოვრების სხვების ცხოვრებასთან შედარება. თქვენს ცხოვრებაში მხოლოდ ერთი რეალური მეტოქე გყავთ, და ეს თქვენ ხართ. თქვენ შეჯიბრი გაქვთ მხოლოდ საკუთარ თავთან იმისათვის, რომ იმაზე უკეთესი გახდეთ ვიდრე ხართ. თუ თქვენ გსურთ გაიგოთ რამდენად წაიწიეთ წინ, საკმარისა დღევანდელი თქვენი „მე“ შეადაროთ გუშინდელს.
  2. ყველაფერი გულთან ახლოს მიგაქვთ – როცა ადამიანები თვლიან, რომ ყველაფერი, რაც მათ გარშემო ხდება მიმართულია მათ დასამცირებლად, შეურაცხყოფის მისაყენებლად, ან უბრალოდ მათ ეხებათ – ისინი უბრალოდ აუტანლები ხდებიან. ჭეშმარიტება კი იმაშია, რომ რასაც ადამიანები გეუბნებიან მეტწილად ეხება მათ და არა თქვენ. ადამიანების მიერ თქვენს მიმართ გამოხატული რეაქცია გადის მათსავე პერსპექტივაზე, სულიერ ჭრილობებზე და გამოცდილებაზე. თუ სხვები გთვლიან შესანიშნავ ადამიანად ან პირიქით, თქვენზე უარესი ვერავინ წარმოუდგენიათ მსოფლიოში – ამ მოსაზრების ფესვები დიდწილად მათსავე სულშია. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ყველანი უნდა გავხდეთ საკუთარ თავში შეყვარებული ეგოისტები და დავაიგნოროთ ყველაფერი, რასაც სხვები ამბობენ. უბრალოდ ადამიანს შეუძლია გაითავისუფლოს თავი ზედმეტი იმედგაცრუების, ტკივილისა და დარდისგან თუ არ მიიტანს ყველაფერს გულთან ძალიან ახლოს. ხშირ შემთხვევაში სასარგებლოა მოახდინოთ სხვა ადამიანების აზრისგან აბსტრაგირება (ცუდისგანაც და კარგისგანაც) და მიმართოთ საკუთარ სიბრძნეს და ინტუიციას.
  3. ყოველთვის იქცევით ისე, როგორც მსხვერპლი – დიახ, ეს ქცევის ერთ-ერთი ყველაზე უსიამოვნო ფორმაა. ამ დროს ადამიანი მუდმივად წუწუნებს, რომ გამოკვებოს საკუთარი „მსხვერპლის“ გრძნობა. მუდმივად ცდილობს დაიჯეროს, რომ მსხვერპლია, რომ არ აქვს გავლენა იმ მიმართულებებზე, საითაც საკუთარი ცხოვრება მიდის – ყველაფერი ეს ადამიანს ხელს უშლის წინსვლაში. თუმცა, საკუთარ თავში ძალების მოკრება ყოველთვის მოგცემთ საშუალებას აკონტროლოთ სიტუაცია, მართოთ საკუთარი ცხოვრება და ეს გაცილებით ეფექტური იქნება, ვიდრე წარმოგიდგენიათ. როცა ჩვენ აღარ ვწუწუნებთ და თავი მსხვერპლად არ მოგვაქვს, ვიწყებთ გაცნობიერებას, რომ გაცილებით ძლიერები ვართ, ვიდრე გვეგონა, მაგრამ ამის გასაგებად მთავარია მივიღოთ ეს ფაქტი.
  4. თქვენ აგროვებთ ტკივილს და დანაკარგს – ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე რთული გაკვეთილი – დავიწყებაა. იქნება ეს დანაშაული, ბრაზი, სიყვარული თუ დანაკარგი, ადამიანს უნდა შეეძლოს მისი დავიწყება. გარდატეხები ცხოვრებაში მარტივად არ მოდის – თქვენ ფაქტიურად საკუთარ თავს ებრძვით იმისათვის, რომ მიიღოთ ისინი და შემდეგ დაივიწყოთ. დავიწყება წარსულის ტვირთს მოგხსნით, რაც ცხოვრებას ფაქტიურად გიწამლავთ. თქვენ ემოციურად უნდა გაითავისუფლოთ თავი წარსულისგან და იმ ტკივილისგან, რაც ამ ყველაფერს მოაქვს. მართალია მარტივი არ არის გონება სხვა რამეზე გადართოთ, მაგრამ გვერწმუნეთ, რომ ამის გაკეთება ნამდვილად ღირს.
  5. თქვენ შეპყრობილი ხართ ნეგატიური აზრებით – ძალიან რთულია ისეთ ადამიანებთან ყოფნა, ვისი აზრებიც სავსეა ნეგატივით. წარმოიდგინეთ როგორია მუდმივად ისმინოთ საშინელი ისტორიები, რომელბიც მოხდა, ხდება ან შეიძლება მოხდეს… ისმინოთ წუწუნი, რომ არავის არ უყვარს ეს ადამიანები და როგორ უსამართლოდ ექცევა მათ ცხოვრება. ასეთი ხალხი უბრალოდ უარს აცხადებენ დაინახონ რაიმე დადებითი ცხოვრებაში. პესიმიზმი ზოგადად ასატანია კიდევ, მაგრამ მუდმივად ნეგატიური აზრების მოსმენა – ეს სულ სხვა რამეა და გაცილებით უარესი. გარშემო მხოლოდ ნეგატივის დანახვა, წინასწარ იმაზე ლაპარაკი, რომ სამყაროში მხოლოდ ბოროტება ხდება და ყველაფერი თქვენს წინააღმდეგ არის – ეს უბრალოდ გადაგვარებული წარმოდგენაა ცხოვრებაზე. ამ მიდგომის შეცვლა კარგი კი არა, უბრალოდ აუცილებელია!
  6. თქვენ არ აკონტროლებთ საკუთარ ემოციებს – საკუთარი ემოციების გაუკონტროლებლობა გარშემომყოფთათვის ცხოვრების მოწამვლის კარგი საშუალებაა. ჩვენ ყველა ვინობთ ისეთ ადამიანებს, რომელბიც ბრაზისაგან უცებ ფეთქდებიან, ან ცრემლებად იღვრებიან, როცა ელემენტარული პრობელემის წინაშე დადგებიან ან რაიმე დისკომფორტს განიცდიან. მაგალითად ასეთ ადამიანებს შეუძლიათ უყვირონ გამყიდველს მაღაზიაში ნელი მომსახურებისთვის, უმნიშვნელო შეცდომისთვის ეჩხუბონ თანამშრომლებს, დასაჯონ და საათობით გააკრიტიკონ პატარა ბავშვი, რომელსაც იატაკზე წვენი დაეღვარა – ეს უბრალოდ უღირსი საქციელია. თუ თქვენ აცნობიერებთ, რომ ზედმეტად ემოციური ხართ და მუდმივად კარგავთ თვითკონტროლს, შესაძლოა, რომ თქვენ შინაგანი დახმარება გჭირდებათ ემოციების მოსათოკად. საჭიროა მიაგნოთ საკუთარი ბრაზის ფესვებს, რადგან ამ ყველაფრის რეალური მიზეზები სწორედ სულის სიღრმეში იმალება. გახსოვდეთ, დამოუკიდებელი პერსპექტივა და პროფესიული მხარდაჭერა სასწაულებს ახდენს.
  7. თქვენ ყოველთვის მზად ხართ განსაჯოთ სხვა ადამიანები საკუთარი შეხედულებისამებრ – ხშირად არ ღირს ადამიანი იმის მიხედვით განსაჯოთ, რასაც ის გარშემომყოფებს, მათ შორის თქვენც გაჩვენებთ. გახსოვდეთ, რომ თქვენ მხოლოდ იმას ხედავთ, რისი ჩვენებაც იმ ადამიანმა გადაწყვიტა, რასაც ხშირ შემთხვევაში იძულებით აკეთებს სტრესისა და ტკივილის გამო. სამწუხაროდ, ხშირად, როცა ვინმე ტკივილს გაყენებთ, ეს იმიტომ ხდება, რომ თავად ამ ადამიანს მიაყენა ტკივილი სხვამ. მისი ტანჯვა უბრალოდ თქვენზე გადმოვიდა, მაგრამ არის კი ის ამაში დამნაშავე? არ ღირს მათი დასჯა ამის გამო და არც მათი დაცინვაა კარგი. მათ დახმარება სჭირდებათ. თუ თქვენ დახმარება არ შეგიძლიათ – უბრალოდ განზე გადექით.
  8. თქვენ სასტიკი ხართ (ან ემპათიას და თანაგრძნობას მოკლებული) – ქცევის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი გამოვლინებაა სისასტიკე, რომელიც ვლინდება ემპათიის და თანაგრძნობის არარსებობის დროს. ჩვენ ყოველდღიურად ვაწყდებით ამ პრობლემას ცხოვრებაში, სოც. ქსელებში, საინფორმაციო არხებზე და ა.შ. ჩვენ ვხედავთ როგორ აყენებენ ტკივილს ადამიანები ერთმანეთს მხოლოდ იმიტომ, რომ შეუძლიათ ამის გკეთება. სოციალურ ქსელებში ანონიუმრობის იმედად ზოგიერთი ადამიანი ზედმეტის უფლებას აძლევს საკუთარ თავს და სხვებს დაუნდობლად აყენებს შეურაცხყოფას. სისასტიკე, სიამაყე და ადამიანებისთვის ტკივილის მიყენება ყველაზე ცუდი ქცევაა, რომელიც ვნებს არამარტო იმათ, ვინც გარშმოა, არამედ იმ ადამიანსაც, ვინც ამ ქცევას ავლენს. თუ საკუთარ თავს შეატყობთ, რომ ტალახში ეფლობით მხოლოდ იმიტომ, რომ ეს მოგინდათ – შეჩერდით! ჩაიხედეთ საკუთარ სულში, შეეცადეთ მოძებნოთ იქ თანაგრძნობა და გაიგოთ, რომ სხვებსაც სტკივათ.
  9. თქვენ ატყუებთ სხვებს და ამორალურად იქცევით მხოლოდ იმიტომ, რომ შეგიძლიათ ამის გაკეთება – ტყუილი – ეს ნებაყოფლობითი არჩევანია და არა შეცდომა, ამას გამართლება არ აქვს! თუ გადაწყვიტეთ, რომ ვინმეს მოატყუოთ და ეს გამოგივიდათ კიდეც, ნუ შეეცდებით საკუთარი თავის გამართლებას იმით, რომ ეს ადამიანი სულელია ან იმსახურებს ამას. შეიგნეთ, რომ ის უბრალოდ იმაზე მეტად გენდობოდათ, ვიდრე თქვენ იმსახურებდით. ნურასოდეს დაეშვებით ამ დონემდე. ნუ მოიქცევით ამორალურად მხლოდ იმიტომ, რომ ეს შეიძლება გამოგივიდეთ. ნუ მოატყუებთ სხვებს. კეთილსინდისიერი იყავით მათი და საკუთარი თავის მიმართ. მოიქეცით სწორად. პიროვნული სრულყოფილება ნებისმიერი წარმატების საფუძველია.
  10. თქვენ საკუთარ პიროვნებას ნიღბის ქვეშ მალავთ – როგორ გაიგონ ადამიანებმა ვინ ხართ სინამდვილეში, თუკი საკუთარ თავსაც ემალებით? იმ მომენტიდან, როცა ვინმე დაუახლოვდება თქვენს ფორსირებულ პიროვნებას, იწყება თქვენი სულის მოწამვლა. ამიტომ დაიმახსოვრეთ – მნიშვნელობა არ აქვს რამდენი წლის ხართ, რომელი რასის, სქესის ან სექსუალური მიდრეკილების – თქვენ ყველა ამ შინაგანი მონაცემით ხართ გულახდილი და მშვენიერი. ყველა ჩვენგანი მშვენიერია. ყველა ჩვენგანი ბრწყინავს საკუთარი სინათლით და ყველა ჩვენგანს აქვს საკუთარი მიზნები ცხოვრებაში. ის, რომ თქვენ სხვებისგან განსხვავდებით – მშვენიერია. გიხაროდეთ, რომ სხვანაირი ხართ, უცნაური ხართ და ბრბოსგან განცალკევებით დგახართ. თუ თქვენ თავს გრძნობთ როგორც წყლიდან ამომხტარი თევზი, იპოვეთ ახალი მდინარე, მაგრამ არასოდეს არ ეცადოთ შეცვალოთ თქვენი არსი. პირიქით – იყავით ის, ვინც ხართ! არ უარყოთ საკუთარი თავი, სჯობს უკეთესი გახდეთ!
  11. თქვენ მუდმივად გჭირდებათ ვინმეს მხრიდან გამართლება – იმ ადამიანების გვერდით ყოფნა, ვისაც მუდმივად სჭირდებათ გამართლება და შექება, მარტივი არ არის. ისინი ჩაითრია გრძნობამ, რომ მუდმივად უმტკიცონ ყველას როგორი ღირებულნი არიან. ასეთი ადამიანები მუდმივად ცდილობენ სხვების გადაბირებას და ამისათვის ყველაფერს აკეთებენ. გახსოვდეთ – თუ თქვენ მუდმივად ფიქრობთ მხოლოდ იმაზე, როგორ გამოიყურებით სხვების თვალში, ამით საკუთარ თავსაც უკან ხევთ და სხვებსაც. თქვენს ცხოვრებას აზრი აქვს და ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მუდმივად იყოთ ვიღაცისთვის ვიღაცა. ცხოვრების აზრი არის მის გზაში, პროცესში, მოგზაურობაში, იმაში, რასაც გაიგებთ, იმაში, რის გაგებაშიც სხვებს ეხმარებით და კიდევ იმაში, თუ როგორ ხედავთ საკუთარ თავს.
  12. თქვენ შეპყრობილი ხართ დაუსრულებელი პერფექციონიზმით – ადამიანებს ახასიათებთ ჰიპოთეტური, მიუღწეველი იდეალებისადმი მიდრეკილება. ჩვენ ყველა ვაკეთებთ ამას როცა ვეძებთ იდეალურ სახლს, სამსახურს, მეგობარს ან საყვარელ ადამიანს. მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ შეუცვლელი სრულყოფილება უბრალოდ არ არსებობს. ცხოვრება არის დაუსრულებელი მოგზაურობა, რომელიც მუდმივად ვითარდება და იცვლება. რაღაც იდეალურია დღეს, ხვალ კი სეთი შეიძლება სულაც არ იყოს ასეთი. იდეალური სახლი, სამსახური, მეგობარი ან საყვარელი ადამიანი ხვალ შეიძლება მოგეჩვენოთ სულ სხვანაირად. მაგრამ თუ ხელებს არ ჩამოუშვებთ და გონება ღია გექნებათ ახალი ედეების მისაღებად, არასრულფასოვანი სახლი დროთა განმავლობაში გახდება სასიამოვნო და მყუდრო, არასრულფასოვანი სამსახური თქვენს საოცნებო კარიერად იქცევა, არასრულფასოვანი მეგობარი გახდება თქვენი დასაყრდენი მძიმე წუთს, ხოლო არასრულფასოვან პარტნიორთან მთელ ცხოვრებას გაატარებთ. ამიტომ, ისწავლეთ როდის ღირს პერფექციონიზმის ჯანდაბაში გაგზავნა.

ახლა კი თქვენი ჯერია…

თუ საკუთარ თავში აღმოაჩინეთ ზემოთ ჩამოთვლილი ქცევებიდან ერთი მაინც, გახსოვდეთ – მარტო არ ხართ. არავინ არის იდეალური და ყველას სულის სიღრმეში მოიძებნება ისეთი რამ, რისი დანახვაც დღის სინათლეზე არც კი მოუნდება ადამიანს. ეს იმას ნიშნავს, რომ მუდმივად უნდა გავაკონტროლოთ ჩვენი ქცევისა და ხასიათის უარყოფითი შტრიხები იმისთვის, რომ არ გააქტიურდნენ.

თქვენ ქცევის რომელი ცუდი ტიპი გერევათ? რომელი მათგანი აფრთხობს თქვენს გარშემო ადამიანებს? როგორ უმკლავდებით ამ ყველაფერს? დატოვეთ კომენტარები და გაგვიზიარეთ თქვენი შეხედულება.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1493 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ