ქცევის ნორმების გამოყენება ბიზნესში

ქცევის ნორმების გამოყენება ბიზნესში

ათი მცნება წარმოადგენს ღირებულ ბაზისს ბიზნესის ფასეულობებისთვის და გამოდგება, როგორც გამოცდილი სისტემა ჭეშმარიტი შემოსავლიანობისათვის. იმისათვის, რომ ისინი ადვილად მისაწვდომი იყოს ჩვენთვის და მათი გამოყენება შევძლოთ, ჩვენ მათ ბიზნესის ენაზე ვუწოდეთ “ათი მცნება ბიზნესისათვის” ისინი წარმოადგენენ სტრუქტურულ მონახაზს ქცევის კოდექსისა, მრწამსისა თუ ეთიკური კოდექსისა. იმ მიზნით, რომ შევძლოთ მათი პრაქტიკაში დანერგვა, რამოდენიმე კონკრეტული მაგალითია მოყვანილი, რომლებიც შეიძლება კიდევ შეივსოს სხვა მაგალითებით, რათა უფრო ცხადი გახდეს მათი გამოყენების გზები თქვენს კონკრეტულ საქმიანობაში.

ბიზნესის სწორად წარმართვის წესები განსხვავებულია არა მარტო სხვადასხვა ბიზნესისთვის. ისინი დიდად განსხვავდებიან ერთმანეთისგან უშუალოდ გამოყენებისას, მაგალითად, ფასიანი ქაღალდების რეალიზაცია საგრძნობლად განსხვავდება უძრავი ქონების რეალიზაციისაგან. გაყიდვის ეთიკური საფუძველი ერთი და იგივეა, მაგრამ, წესდება, ანგარიში, საიდუმლო ინფორმაციის განსაზღვრა, რეკლამა და სხვა აბსოლიტურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ამა თუ იმ წარმოებაში გარკვეულ კოდექსს ყველაზე უკეთ არკვევს ის ხალხი, რომელიც სათანადოდ იყენებს ამ წარმოების სპეციალურ ტერმინოლოგიას და ასახავს ამ წარმოებისთვის სპეციალურ ტერმინოლოგიას და ასახავს ამ წარმოებისთვის საჭირო მოთხოვნებს.
თავად კონკრეტული კომპანიის შემთხვევაშიც ალბათ უფრო ჭკვიანური იქნება მივცეთ მენეჯერებსა და გუნდის ლიდერებს საშუალება თავად გაუკეთონ სათანადო ფორმულირება კომპანიის ღირებულებათა კოდექსს კომპანიის სპეციფიკის გათვალისწინებით, თუმცა ეთიკის საუკეთესო კოდექსი იწერება ისეთნაირად, რომ იგი გასაგები იყოს კომპანიის ნებისმიერი წევრისთვის და მათ შეეძლოთ მისი გამოყენება ყოველდღიური გადაწყვეტილებების მიღებისას.

კოდექსი ბიზნესმენებისთვის
როდესაც ზოგადად ბიზნესზეა ლაპარაკი, შეგვიძლია მოვიყვანოთ აბსოლიტურ ღირებულებებზე დამყარებული “ეთიკის სამაგალითო კოდექსი” როგორც ზოგადი კოდექსი, რომელიც ბიზნესის ნებისმიერ სახეობაში გამოდგება. მართალია, იგი თანაბრად ეხება ყველას, უპირველესად მაინც იმ პიროვნებისთვის არის განკუთვნილი, რომელსაც წამყვანი თანამდებობა უკავია ბიზნესში.

ბიზნესმენთა კოდექსი დაწერილია პიროვნებებისთვის. არ არსებობს ისეთი კოდექსი, რომელიც მხოლოდ ერთი დაწესებულებებისა და ინდივიდისთვის გამოდგებოდა. ეთნიკური ნორმები და ღირებულებები ყველას ერთიანად ეხება, ისინი ვარგისიანი არიან ნებისმიერი ერისა თუ კულტურისათვის. შესაბამისად, კოდექსები იქმნება იმისათვის, რომ ინდივიდებმა იხელმძღვანელონ, ზუსტად გაიგონ, შეათანხმონ და შეასრულონ ისინი, როგორც ფორმით, ასევე შინაარსით. სადაც შესაძლებელია, ქცევის ეს ნორმები უნდა აღიქმებოდნენ, როგორც მოსალოდნელ პრობლემებზე წინასწარ ფიქრი, რათა დასახული იქნას მათი გადასაჭრელი გზები. ქცევის კოდექსს არ ძალუძს აიძულოს ყველა ისე მოიქცეს, როგორც საჭიროა, და ის ვერც ადამიანის ბუნებას შეცვლის ძირეულად. მას შეუძლია მხოლოდ მიმართულება მისცეს ადამიანს, რომელსაც ნებაყოფლობით სურს აკეთოს სიმართლე, რაც თავის მხრივ ჭეშმარიტ სარგებლიანობას მოგვიტანს.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

About author

You might also like

სიახლეები

“ვაიმე” – ქართული კაფე მოსკოვში

“Вай Мэ!” – ქართული კაფე მოსკოვში, რომელიც ეკუთვნის Saperavi Café-ს ხელმძღვანელებს ხათუნა კოლბაიას და თენგიზ ანდრიბავას. «Why me?»-ს ქსელში მუშაობენ მხოლოდ ისინი, ვისაც ქართულ სამზარეულოზე მხოლოდ სხვებისგან კი არ სმენია, არამედ ისინი,

წარმატება და მოტივაცია

თვითმოტივაციის საუკეთესო მეთოდები

1. დააიგნორეთ ყველაფერი, რაც თქვენთვის უმნიშვნელოა. რაიმეს დაიგნორების შეძლება ფანტასტიური რამ არის. ამ ქცევას გაცილებით მეტი სარგებელი მოაქვს, ვიდრე თქვენ გგონიათ. ყურადღების ერთდროულად რამოდენიმე საგანზე განაწილება ადამიანს ძალიან ასუსტებს. იმის

ლიდერობა და კარიერა

რჩევები პროდუქტიულობის ასამაღლებლად

1. ნაკლებად უყურეთ ტელევიზორს ტელევიზია ახდენს თქვენი ემოციების პარალიზებას. როგორ? როცა ტელევიზიით სერიალებს ან შოუს უყურებთ, თქვენ დროთა განმვალობაში ცხოვრებას იწყებთ მათი გმირების ცხოვრებით. განიცდით მათი პრობლემების გამო და მათ