ქარიზმატული ლიდერობა

ქარიზმატული ლიდერობა

ქარიზმა ეს არის თვისება, რომლის წყალობითაც ლიდერს აფასებენ, როგორც განსაკუთრებული თვისებებითა და მასაზე ეფექტური ზემოქმედების მოხდენის უნარით დაჯილდოვებულ პიროვნებას.

თავად სიტყვა ქარიზმა, სათავეს იღებს ძველი ბერძნული მითოლოგიიდან და ნიშნავს საკუთარ თავზე ყურადღების მიქცევის განსაკუთრებულ ნიჭს.

ხოლო ქარიზმატები იყვნენ ძველი ბერძნული სილამაზისა და გრაციის ღმერთები.

ქარიზმის კლასიკურ ახსნას იძლევა გერმანელი სოციოლოგი მ.ვებერი – ”ქარიზმა არის უჩვეულოდ აღიარებული პიროვნული თვისება, რის გამოც ის ფასდება, როგორც ზეადამიანური, ზეჭეშმარიტი და უკიდურეს შემთხვევაში – განსაკუთრებული, სპეციფიკური ძალითა და თვისებებით დაჯილდოებული პიროვნების უნარი, რომელიც არ არის მისაწვდომი სხვა ადამიანებისთვის”

ისტორიაში ცნობილ ქარიზმატულ პიროვნებებს შორის არიან – ქრისტე, მოსე..

მეორეს მხრივ ქარიზმატულ პიროვნებები იყვნენ დიდი სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწეები ჩინგიზხანი და ნაპოლეონი. მეოცე საუკუნეში ჰიტლერი და მუსოლინი, ლენინი და სტალინი. ასევე განდი და მარტინ ლუთერ კინგი.

ქარიზმის თვისება არ არის დამოკიდებული მოღვაწეობის სფეროსთან და მის მორალურ-ეთიკურ მნიშვნელობასთან. ქარიზმატული ლიდერი ერთნაირი წარმატებით შეიძლება იყოს როგორც წმინდანი, ასევე ბოროტმოქმედი.

გამოთქმა – ”მას აქვს ქარიზმა”, ნიშნავს, რომ ადამიანი ახდენს გარშემომყოფებზე ძლიერ ზეგავლენას, ისინი იხიბლებიან მისი პიროვნებით და მზად არიან დაჰყვნენ მის ნებას.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1515 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ