როგორ გავხდეთ ქარიზმატული ლიდერი?

როგორ გავხდეთ ქარიზმატული ლიდერი?

1. გააკეთეთ ისე, რომ თქვენმა თანამოსაუბრეებმა თავი იგრძნონ ყველაზე ჭკვიან, მომხიბლავ და საინტერესო ადამიანებად.

2. ისე მოიქეცით, რომ ადამიანები საუბრის დროს გრძნობდნენ თქვენი მხირდან ყურადღებას: დაუწიეთ ინტონაციას ბოლოსკენ და თავი დააქნიეთ მსუბუქად.
გააკეთეთ ორწამიანი პაუზა მანამ, სანამ რეპლიკას უპასუხებთ.

3. იფიქრეთ სასიამოვნოზე, რომ გულახდილად გაიღიმოთ.
ტვინი ვერ არჩევს სხვაობას რეალობასა და ფანტაზიას შორის, ამიტომ, როცა თქვენ რაიმე სასიამოვნოზე ფიქრობთ, რეაგირებთ კიდეც პოზიტიურად, ხოლო თქვენი ღიმილი გულახდილი ჩანს. ადამიანები ყველაფერს „კითხულობენ“ სახეზე სულ რაღაც 17 მილიწამის მანძილზე, ასე რომ, ნებისმიერი მცირედი ნეგატივის გამოვლინება იქნება ადვილად შესამჩნევი. არაგულახდილ ღიმილს ადამიანები გრძნობენ ქვეცნობიერად.

4. როცა ვინმეს ესალმებით, ადექით სკამიდან, რომ ერთ მდგომარეობაში აღმოჩდნეთ, ხოლო ხელის ჩამორთმევის დროს არავითარ შემთხვევაში არ გქონდეთ მეორე ხელი ჯიბეში.

5. იყავით კარგი მსმენელი
გააკეთეთ პაუზა და დასვით შეკითხვები.
ჯონ კენედი იყო შესანიშნავი მსმენელი. მისი თანამოსაუბრეები თვლიდნენ, რომ ის „მათთან არის“ მთლი არსებით. ჩვეულებრივ, როცა ჩვენ ვუსმენთ, ველოდებით რეპლიკის დასრულებას, რომ დავიწყოთ საუბარი. იმისათვის, რომ აჩვენოთ რამდენად ყურადღებით უსმენთ, დასვით შეკითხვები. თუ მართლა გაინტერესებთ, რაზეც გესაუბრებიან, ამის დამალვა ისედაც გაგიჭირდებათ.

6. გულდასმით შეარჩიეთ მაგიდასთან დასაჯდომი ადგილი
ადგილის შერჩევამ შესაძლოა დიდი გავლენა მოახდინოს მოლაპარაკებების წარმართვაზე. როცა ადამიანები ერთმანეთის პირისპირ სხედან, მაგიდა როგორღაც ყოფს მათ, ამიტომ ისინი ხშირად კამათობენ, იყენებენ მოკლე წინადადებებს. თუ გინდათ, რომ კონფრონტაციას აარიდოთ თავი, დაჯექით მოსაუბრის გვერდით ან მასთან უახლოეს კუთხეში.

7. შეინარჩუნეთ ადამიანობა
იმისათვის, რომ ლიდერი გახდეთ, აუცილებელი არ არის ფიზიკური ძალა. საჭიროა ძლიერი პიროვნული მხარეების ჩვენება – ინტელექტი, როგორც ბილ გეიტსი, ან სიკეთე, როგორც დალაი-ლამა. როცა გარკვეულ ძალაუფლებას მიიღებთ, თქვენი ქარიზმა გაიზრდება, მაგრამ არ შეიძლება ადამიანობის დავიწყება – წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ რისკავთ გახდეთ დიქტატორი.

8. დაამარცხეთ “თვითმარქვიას სინდრომი”
1978 წელს ჯორჯიის შტატის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ე.წ. „თვითმარქვიას სინდრომით“ ადამიანების 70% არის დაავადებული. ის აღვივებს საკუთარ თავში დაურწმუნებლობას – თქვენ თითქოს ელით, რომ რამეში გამოგააშკარავებენ, გამხელენ. ეს ძალიან უარყოფითად აისახება ქარიზმაზე.

9. წინასწარ მოემზადეთ დიდი მოვლენებისთვის.
თქვენ ვერასოდეს გაირბენთ მარათონს ვაჯიშის გარეშე და ვერ წარმოთქვამთ სიტყვას, წინასწარი რეპეტიციის გავლის გარეშე. ასევე ვერ იგრძნობთ თავს ძლიერად და თავდაჯერებულად ჯადოსნური ჯოხის ქნევით. საჭიროა „მოსამზადებელი“ სამუშაოს ჩატარება.

თუ სირბილით განიტვირთებით, გამონახეთ დრო, რომ ირბინოთ. ან უბრალოდ მოუსმინეთ კარგ მუსიკას მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ. დარწმუნდით, რომ ე.წ. ფლეილისთში არის მუსიკა, რომელიც მოგწონთ და თავდაჯერებულობას გმატებთ.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1522 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

სიმდიდრის წესები ლი კაშინისგან

სიმდიდრის საფუძველი №1– შენი ხარჯები შემოსავალზე ნაკლები უნდა იყოს. სიმდიდრის საფუძველი №2 – შემოსავლების დამატებითი ნაწილი ისეთ აქტივებში დააბანდე, რომლებიც მოგიტანენ პასიურ შემოსავალს. პირველი ნაბიჯი – ფინანსური რეზერვის შექმნა. მეტი

Print Friendly, PDF & Email

როგორ მივიღოთ ინვესტიცია?

დღევანდელ პირობებში ბიზნესის განვითარება მხოლოდ საკუთარ სახსრებზე გაუმართლებელია. ამიტომ, საკუთარი საქმის გაზრდისა და განვითარებისთვის აუცილებელია ინვესტიციების მოზიდვა, რომელიც საშუალებას მოგცემთ კომპანიაში შეიტანოთ ახალი ტექნოლოგიები და რესურსები. ინვესტორის მოზიდვით თქვენ ბიზნესის

Print Friendly, PDF & Email

რა არის წარმატება: წარმატების ხაფანგი

ბევრი სტატია იწერება წარმატებასა და წარმატებულ ადამიანებზე, თუმცა ამ სტატიაში ჩვენ განვიხილავთ რა არ არის წარმატება, იმისათვის, რომ თავი ავარიდოთ ცრუ მიზნებს. ფინანსური დამოუკიდებლობა, პოპულარულობა, კარგ პირობებში ცხოვრება – ეს

Print Friendly, PDF & Email

როგორ ვაქციოთ ქმარი მილიონერად: 5 ძირითადი წესი

1. გჯეროდეთ ქმრის გჯეროდეთ ქმრის გულწრფელად და მთელი სულით. დაივიწყეთ წყენა. მართალია, ზოგჯერ რთულია საკუთარ თავს გადააბიჯო, რადგან ქორწინების მანძილზე წყენა გროვდება, მაგრამ მაინც… ქმრისადმი უპირობო სიყვარული და რწმენა –

Print Friendly, PDF & Email

დევიდ როკფელერი: ცნობილი მილიარდერის წარმატებისა და დღეგრძელობის საიდუმლო

2017 წლის 20 მარტს, გარდაიცვალა 101 წლის მსოფლიოს უმდიდრესი ოჯახის წარმომადგენელი, ამერიკელი მრეწველი, პოლიტიკოსი და ბანკირი – დევიდ როკფელერი. ის იყო უნიკალური ადამიანი: მან გადაიტანა გულის გადანერგვის შვიდი ოპერაცია, სახელგანთქმული

Print Friendly, PDF & Email

5 კითხვა, რომელზე პასუხიც დაგეხმარებათ წარმატებული კარიერის დაგეგმვასა და შექმნაში

წინამდებარე პრინციპები დაგეხმარებათ აკეთოთ საყვარელი საქმე და იცხოვროთ ისეთი ცხოვრებით, როგორსაც იმსახურებთ. როგორიც არ უნდა იყოს თქვენი ამჟამინდელი მდგომარეობა, არასდროს არის ძალზედ ადრე ან გვიან – აღმოაჩინოთ თქვენთვის საუკეთესო კარიერა.

Print Friendly, PDF & Email