ქარიზმატული ადამიანების 14 ჩვევა

ქარიზმატული ადამიანების 14 ჩვევა

ბევრი ადამიანი სასოწარკვეთით აცხადებს: «მე $100 დოლარიანი არ ვარ, რომ ყველას მოვეწონო!» რა თქმა უნდა, ყველას ვერ მოეწონები. მაგრამ იყო ქარიზმატული პიროვნება – ეს ძალიან კარგია. ქარიზმას მქონე ადამიანები ადვილად აღწევენ დასახულ მიზნებს, რადგან გარშემომყოფები ყველანაირად ცდილობენ მათ დახმარებას.

წიგნის «იფიქრე და გამდიდრდი» ავტორი, ნაპოლეონ ჰილი ანგრევს ამ მითს. ის ამტკიცებს, რომ ადამინებთან ურთიერთობისას სასიამოვნო და მისაღები პიროვნება რომ გახდე, ეს ძალიან მარტივია. აი მისი რეკომენდაციები, რომლებიც პრაქტიკაში საკმაოდ ადვილი გამოსაყენებელია:

1. იაზროვნეთ პოზიტიურად
პოზიტიური აზროვნება იზიდავს ადამიანებს მაშინ, როცა ნაციზმი – აშორებს. დადებითად განწყობილი ადამიანის რეპუტაცია ძალიან გამოგადგებათ.

2. ისაუბრეთ თავდაჯერებულად
ხმის ინტონაცია წარმატებულ ადამიანებს ყოველთვის კეთილგანწყობილი აქვთ, ისინი საუბრობენ გაცნობიერებულად და გარკვევით. კომუნიკაციური კავშირი ადამიანების ურთიერთობისას ძალიან მნიშვნელოვანია.

3. აჩუქეთ ყურადღება
ყურადღებით მოუსმინეთ თანამოსაუბრეს და თქვენ მის გულს დაიპრყობთ.

4. იყავით ცივსისხლიანი
ნებისმიერ სიტუაციაში მართეთ საკუთარი თავი. ზედმეტი ემოციურობა, იქნება ეს დადებითი თუ უარყოფითი, ცუდად მოქმედებს თქვენ რეპუტაციაზე.

5. მოთმინება და კიდევ ერთხელ მოთმინება
მომთმენ ადამიანებს გაცილებით კარგი შედეგები აქვთ.

6. არანაირი განსჯა
ნუ შემოიღობებით რაღაც აკრძალვებით და სტერეოტიპებით – ეს ხელს უშლის პიროვნულ ზრდას, ზღუდავს წინსვლას კარიერულ კიბეზე და ხელს უშლის გარემოცვასთან ახლო კონტაქტს. იყავით გახნილი სიახლისთვის.

7. გაიღიმეთ
ღიმილი უფასოა, თუმცა ძალიან ბევრს აკეთებს, რაც ხელს უწყობს კონტაქტის დამყარებას და თქვენ დამახსოვრებას. პრეზიდენტი რუზველტი ღიმილად იღვრებოდა, რასაც ისეთი ძალა ჰქონდა, რომ მის თანამოსაუბრეებს აიძულებდა პირად დაცვაზეც კი უარი ეთქვათ.

8. იყავით კორექტული
ყველა ნააზრევის გამოთქმა საჭირო არ არის. ზოგჯერ უნდა გაჩუმდეთ იმაზე, რამაც შეიძლება გააღიზიანოს და უსიამოვნო სიტუაციაში ჩააგდოს თანამოსაუბრე.

9. ნუ იქნებით ნელი
ეფექტურობის საწინდარი — ყოველ დღე პატარა ქმედების შესრულება საკუთარი მიზნისკენ მიმავალ გზაზე.

10. აკეთეთ სიკეთე
ერთი კეთილი საქმე დღის მანძილზე რომ გააკეთოთ არც ისე რთულია. მაგრამ დამიჯერეთ, ამ საქმეების შედეგები ასმაგად დაგიბრუნდებათ. ადამიანებმა იციან მადლიერების გამოხატვა.

11. მარცხი — ეს ცხოვრების გაკვეთილია
და არაფერი სხვა. ნუ დაიწყებთ იმაზე ფიქრს, რატომ არ გამოგივიდათ რამე, პირიქით, სასარგებლო გაკვეთილად გაიხადეთ ნებისმიერი უსიამოვნება.

12. თანამოსაუბრეს აგრძნობინეთ მისი მნიშვნელოვნება
იფიქროს ამ ადმაინმა, რომ ის თქვენთვის მნიშვნელოვანია. ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ თქვენც მნიშვნელოვანი ხართ მისთვის.

13. შეაქეთ და წაახალისეთ
შექება ოქროზე ძვირფასია, მაგრამ ის უნდა იყოს სწორი და დამსახურებული. პირფერობის გარეშე.

14. განაგრძეთ განვითარება
ყველას აქვს რაღაც ნაკლი. გვერდში ყოველთვის გყავდეთ ისეთი ადამიანი, რომელსაც ენდობით და რომელიც შეძლებს გულახდილად გითხრათ თქვენი ნაკლისა და არასწორი ქმედებების შესახებ. ასე მხოლოდ უკეთესი გახდებით!

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1490 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like