7 ქალი, რომლებმაც თავიანთი ქმრები გამოჩენილ ადამიანებად აქციეს

7 ქალი, რომლებმაც თავიანთი ქმრები გამოჩენილ ადამიანებად აქციეს

ყოველი გამოჩენილი მამაკაცის უკან დგას ძლიერი და გამოჩენილი ქალი. არავინ იცის, როგორ წავიდოდა ჩვენი ფავორიტი მომღერლების, მხატვრების, რეჟისორების და მწერლების ცხოვრება, მათ გვერდით ბრძენი და მომთმენი ცოლები რომ არ ყოფილიყვნენ.

download (2)

1. მერსედეს ბარჩა პარდო
გაბრიელ გარსია მარკესი თავის მომავალ მეუღლეს შეხვდა საცეკვაო მოედანზე, როცა ის 13 წლის იყო და მაშინვე შესთავაზა ცოლობა. გოგონა დათანხმდა, მაგრამ ჯერ სკოლა ჰქონდა დასამთავრებელი. ქორწილი მხოლოდ 13 წლის შემდეგ შედგა.

მერსედესი გაბის გვერდით იყო როცა ის მუშაობდა რომანზე «მარტოობის ასი წელი», უზრუნველყოფდა ოჯახს და სწამდა, რომ მისი ქმარი გენიოსი იყო. ნახევარი წლის შემდეგ რომანი დაიწერა, მაგრამ მარკესს იმის ფულიც კი არ ჰქონდა, რომ ნაშრომი რედაქციაში გაეგზავნა. მაშინ მერსედესმა გაყიდა ბოლო ნივთი, რაც მას გააჩნდა – თმის საშრობი და მიქსერი. ძალიან მალე მისი ქმრის რომანმა დიდი ჰონორარი, მსოფლიო აღიარება და ნობელის პრემია მოუტანათ.

John Lennon and Yoko Ono

2. იოკო ონო
ბიტლების თაყვანისმცემლები მას ჯგუფის დაშლაში ადანაშაულებენ. მაგრამ ჯგუფ The Beatles-ში განხეთქილება იოკო ონოსა და ჯონ ლენონის შეხვედრამდე დიდი ხნით ადრე მოხდა.
იოკომ მუსიკოსი შეიყვანა მისთვის მანამდე უცნობ სამყაროში, სადაც ბევრი შემოქმედება იყო: ავანგარდული ფერწერა, ლიტერატურა და ექსტრავაგანტული პერფომანსები. მისი წყალობით შეიქმნა ლენონის სოლო ალბომი, რომლის მთავარი სიმღერა «Imagine» გახდა ჰიპების საერთაშორისო ჰიმნი. მეუღლესთან ერთად ჯონი იყო ბედნიერი და არ იღლებოდა იმის გამეორებით, რომ მას და იოკოს ერთი გული აქვთ ორისთვის.

5634ad105e79

3. ჯულიეტა მაზინა
რეჟისორ ფედერიკო ფელინის და მსხაიობ ჯულიეტა მაზინას ქორწინებამ 50 წელს და 1 დღეს გასტანა. მათ ჰქონდათ სხვადასხვა ხასიათი: ფელინის უყვარდა ფუფუნება და საპირისპირო სქესის ყურადღება, მაზინა ყოველთვის თავშეკავებული და მეუღლის ერთგული რჩებოდა – მიუხედავად ამისა, წყვილს ბედნიერი თანაცხოვრება ჰქონდა. ისინი ერთმანეთზე იყვნენ დამოკიდებულნი და არასოდეს დაშორებიან ერთმანეთს ერთ თვეზე მეტი ხნით.

თუ ჯულიეტა არ იყო გადასაღებ მოედანზე, ფელინი აწყობდა წარმოუდგენელ სკანდალებს, ურეკავდა სახლში და კითხვებს უსვამდა უმნიშვნელო საკითხებზეც კი. მაზინა ახდენდა სცენარების რედაქტირებას, ამტკიცებდა მსახიობებს, არჩევდა ნატურას. უდიდესი წარმატების მიუხედავად, რომელიც მას მოუტანა საკუთარი ქმრის ფილმ „გზა“-ში მონაწილეობამ, მაზინა ყველაზე დიდ აღიარებად თვლიდა გამოჩენილი რეჟისორისთვის დახმარების გაწევას.

665@495@2bc7aa07fc940bd30474f4c4938fe0e3-YzVlMDNiOTI3NQ

4. სოფია ანდრეევნა ტოლსტაია
სოფია ანდრეევნა იყო ტოლსტოის მფარველი ანგელოზი 48 წლის მანძილზე. ის გახლდათ მეუღლის მდივანი (მარტო ცნობილი რომანი „ომი და მშვიდობა“ გადაწერილი აქვს 7-ჯერ), ძიძა, მენეჯერი, გამომცემელი, ხოლო მწერლის გარდაცვალების შემდეგ – მისი უდიდესი შემოქმედების დამცველი. ის უძლებდა ტოლსტოის ყველა ახირებებს და იცავდა მას აუარებელი თაყვანისმცემელებისგან, რომლებიც აწყდებოდნენ მათ სახლს მწერლის გაცნობის სურვილით.

3523985_original

5. უნა ო’ნილი
«მან მე მაქცია უფრო გაცნობიერებულ ადამიანად, მე კი მასში მხარს ვუჭერდი ახალგაზრდობას», — ამბობდა უნა ო’ნილი ჩარლი ჩაპლინზე. 54 წლის ყველასათვის საყვარელი კომიკოსი და 17 წლის მსახიობი ერთმანეთს ფილმის გადასაღებ მოედანზე შეხვდნენ, რომლის რეჟისორი თავად ჩაპლინი იყო.

მათი ქორწინება 34 წელი გაგძელდა და ამას ხელი ვერ შეუშალა თვით უნას მამამაც – ამერიკელმა დრამატურგმა იუჯინ ო’ნილმა. მათ 8 შვილი ეყოლათ – 5 გოგო და 3 ვაჟი. უფროსი, ჯერალდინა, დღეს ცნობილი მსახიობია. ჩარლისთან ქორწინების სანაცვლოდ უნამ უარი თქვა მსახიობის კარიერაზე, სამაგიეროდ გახდა ბედნიერი ცოლი, დედა და შესანიშნავი კომიკოსის ერთადერთი მუზა.

1455898877_zheny6

6. კლემენტინა ჩერჩილი
უკომპრომისო პოლიტიკოსი უინსტონ ჩერჩილი თავის კლემენტინასთან მოსიყვარულე და თბილ ახალგაზრდად გადაიქცეოდა ხოლმე. ის მისთვის იყო ერთგული მეგობარი, მთავარი თანამოაზრე და მხარდამჭერი.

კლემენტინას ძლიერი ხასიათი და მახვილი გონება ჰქონდა, ის ნამდვილად არ ეკუთვნოდა ცოლების იმ კატეგორიას, რომლებიც თავიანთი გამოჩენილი ქმრების ჩრდილში იმალებიან. მეუღლეებმა საკუთარი სიყვარულის ფორომულა გამოიყვანეს. ურთიერთობდნენ წერილებისა და მისალოცების მეშვეობით, სადაც ერთმანეთს მოიხსენიებდნენ სხვადასხვა მოსაფერებელი სიტყვებით. როგორც ჩანს, კლემენტინამ იპოვა იმის საიდუმლო, თუ როგორ არ უნდა მობეზრებოდა ქმარს 57 წლის მანძილზე.

Salvador-Dali-Gala-9

7. გალა
ოდესღაც, ახლა უკვე ლეგენდარულ გალას ერქვა ელენა დიაკონოვა. ესპანელ ფერმწერ სალვადორ დალიში მან პირველმა დაინახა ნამდვილი გენიოსის მონაცემები. დალი მათი შეხვედრის მომენტში სიგიჟის ზღვარზე იყო, იტანჯებოდა საკუთარი კომპლექსებით და ზოგადი გაურკვევლობებით. გალა გახდა მისი პირველი ქალი, მუზა, მოდელი, დედა, მდივანი, მენეჯერი. მან ყველა საზრუნავი საკუთარ თავზე აიღო: უვლიდა, აწყობდა და ორგანიზებას უკეთებდა გამოფენებს, პოულობდა დამკვეთებს.

სალვადორ დალი მასთან ერთად ცხოვრების პერიოდში განიკურნა დაავადებებისგან და პირველად დაიჯერა საკუთარი ძალების. მხატვარი ნახატებს ხელს აწერდა «გალა-სალვადორ დალი» და ყოველთვის ამბობდა, რომ მისი წყალობით გახდა ნამდვილი მხატვარი.

«მე მიყვარს გალა მამაზე, დედაზე, პიკასოზე მეტად. ფულზე მეტადაც კი. მადლობა შენ გალა!» – სალვადორ დალი.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1490 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like