ქალები 40 წელს ზემოთ შეუდარებელნი არიან

ქალები 40 წელს ზემოთ შეუდარებელნი არიან

ეს არის სტატია-აღიარება იმის თაობაზე, თუ რატომ არიან ასაკოვანი ქალები ყველაზე მეტად სასურველები.

ჟურნალისტმა ენდი რუნიმ ხანგრძლივი ცხოვრება გაატარა. ნაცისტური ბანაკების შესახებ რეპორტაჟების და საინფორმაციო ბლოკების წაყვანის პარალელურად, ენდი მსჯელობდა ადამიანების ყოფით პრობლემებზეც. მის საუკეთესო სტატიებს შორის არის ერთ-ერთი, რომელშიც ის ცდილობდა გაერკვია, რატომ აფასებდნენ სულ უფრო მეტად მამაკაცები ასაკოვან ქალებს.

ასაკთან ერთად მე სულ უფრო ვაფასებ ქალებს, რომლებიც 40 წელს ზემოთ არიან.

ამას ბევრი მიზეზი აქვს. მაგალითად, 40 წლის ქალი არასოდეს გაგაღვიძებს შუაღამით იმის საკითხავად თუ რაზე ფიქრობ. მას არ აინტერესებს რაზე ფიქრობ. თუ 40 წლის ქალს არ სიამოვნებს შენთან ერთად ჯდომა და ტელევიზორში სპორტის ყურება, ის ამის გამო არ დაიწყებს წუწუნს. ადგება, წავა და იმით დაკავდება, რაც მას სურს – ჩვეულებრივ რაიმე უფრო საინტერესოთი. 40 წლის ქალი საკუთარ თავს კარგად იცნობს, რათა დარწმუნებული იყოს იმაში, თუ ვინ არის, რა უნდა და ვინ უნდა. ამ ასაკის ქალებიდან ძალიან ცოტას აინტერესებს შენი აზრი მის შესახებ ან იმის შესახებ თუ რას ფიქრობ იმაზე, რასაც ის აკეთბს.  

  • 40 წლის ქალებს აქვთ ღირსების გრძნობა. ისინი იშვიათად აწყობენ ისტერიკას ოპერაში ან რესტორანში. და თუ ამას იმსახურებ, ჩუმად ჩაგცხრილავენ, მითუმეტეს თუ იციან, რომ პასუხისმგებლობას თავს აარიდებენ.
  • ასაკოვანი ქალები არ იშურებენ საქებარ სიტყვებს, ხშირად ამას დაუმსახურებლადაც აკეთებენ. მათ იციან როგორი გრძნობაა უმადურობა.
  • 40 წლის ქალები საკმაოდ თავდაჯერებულები არიან იმისათვის, რომ გაგაცნონ თავისი დაქალები. ნაკლები ასაკის ქალებმა შეიძლება საუკეთესო დაქალიც კი არ გაგაცნონ, რადგან არ ენდობიან პარტნიორს. ასაკოვან ქალებს არ ადარდებთ, თუ შენ მათ დაქალებს მომხიბვლელებად ჩათვლი. მათ იციან, რომ დაქალები არასოდეს უღალატებენ.
  • 40 წლის ქალებს ორაკულის ინტუიცია აქვთ. შენ არ გჭირდება არაფერში აღიარება – მათ შენზე ისედაც ყველაფერი იციან. 
  • ღია-წითელი პომადა მშვენივრად გამოიყურება 40 წლის ასაკის ქალებზე, რასაც პტარა ასაკის ქალებზე ვერ იტყვი. თუ ისწავლი აქა-იქ გაჩენილი რამოდენიმე ნაოჭის დაიგნორებას აღმოაჩენ, რომ 40 წელს გადაცილებული ქალები გაცილებით უფრო სექსუალურები არიან, ვიდრე პატარები.
  • 40 წლის ქალები გულახდილები და კეთილსინდისიერები არიან. ისინი პირდაპირ გეტყვიან თუ შენ არაკაცი ხარ, ან იქცევი ისე, როგორც არაკაცი. შენ არასოდეს მოგიწევს იმის მკითხაობა, თუ რას ფიქრობს ის შენზე.
  • ამრიგად, უამრავი მიზეზი არსებობს იმისათვის, რომ 40 წლის და უფრო ასაკოვანი ქალებით მოიხიბლო. სამწუხაროდ იგივეს თქმა შეუძლებელია მამაკაცებზე. ყოველ მომხიბვლელ, ჭკვიან და მოვლილ 40 წელს გადაცილებულ ქალზე მოდის მელოტი, ღიპიანი, მოყვითალო ფერის შარვალში გამოწყობილი მამაკაცი, რომლებიც 20 წლის მიმტანების წინაშე იდიოტებივით იქცევიან.

ქალბატონებო, ბოდიშს ვიხდი თქვენს წინაშე.

ყველა მამაკაცისთვის, რომლებსაც უყვართ თქმა: «რატომ უნდა იყიდო მთლიანი ძროხა, როცა ცოტ-ცოტა რძის მიღება ისედაც შეიძლება»  მე სიახლე მაქვს. დღეისათვის ქალების 80% დაინტერესებული არ არის ქორწინებით. რატომ? იმიტომ, რომ ესმით – არ ღირს მთლიანი ღორის ყიდვა ერთი ცალი ძეხვისთვის. 

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1526 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

ყველაზე რთული გასაუბრება ჩემს ცხოვრებაში

ცხელი დღეები დგას ქალაქში, თითქოს ყველაფერი გაუსაძლისი გეჩვენება და თუ სამსახურის ძებნის პროცესში ხარ, ეს სიცხეები აუტანელია, მაგრამ არ უნდა დანებდე, არ უნდა დაყარო ფარ- ხმალი და გააგრძელო სამსახურის ძებნის

Print Friendly, PDF & Email

პოლ ბრეგი: 12 დიდებული საქმე

1. მოძებნეთ დრო მუშაობისთვის – ეს წარმატების საფასურია. 2. მოძებნეთ დრო განსჯისთვის – ეს ძალას შეგმატებთ. 3. მოძებნეთ დრო თამაშისთვის – ეს ახალგაზრდობის საიდუმლოა. 4. მოძებნეთ დრო კითხვისთვის – ეს

Print Friendly, PDF & Email

როგორ ვმართოთ ბრაზი? – სამი ნაცადი მეთოდი

თუ თქვენ მშვიდი და თავშეკავებული პიროვნება ხართ, არასოდეს იმაღლებთ ხმას გარშემომყოფებზე, არ ეძებთ ნივთს, რომლის სროლაც შეიძლება მოსაუბრისთვის, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ბრაზი ვერ მოგერიათ შინაგანად. სინამდვილეში, თუ თქვენ

Print Friendly, PDF & Email

amazon.com-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი მომხმარებლებთან ურთიერთობის შესახებ

მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ინტერნეტ მაღაზიის amazon.com-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი გვიზიარებს თავის გამოცდილებას და ხედვას რომელმაც მოუტანა უზარმაზარი წარმატება. ის ამჟამად ჟურნალ forbes-ის უმდიდრესი ადამიანების ათეულშია. ქვემოთ მოცემულ ჩამონათვალში ნათლად ჩანს,

Print Friendly, PDF & Email

ჯანსაღი ქორწინების 9 ფსიქოლოგიური საიდუმლო („ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის“ კვლევები)

1. ემოციური გამოყოფა საწყისი ოჯახიდან აქ იგულისხმება ის ოჯახები, რომლებშიც წყვილი გაიზარდა. ეს არ გულისხმობს მათგან სრულ მოწყვეტას, არამედ საკმარისად იმდენად, რომ ადამიანი იდენტურად დამოუკიდებელი გახდეს მშობლებისგან და დედმამიშვილებისაგან. 2.

Print Friendly, PDF & Email

14 საშუალება ავტორიტეტის გასაძლიერებლად

1. გაცნობიერების აუცილებლობა უპირველეს ყოვლისა აუცილებელია მიიღოთ ის ფაქტი, რომ მდგომარეობის მიუხედავად, რომელიც გაქვთ, თქვენ გავლენას ახდენთ იმ ადამიანების ცხოვრებაზე, ვინც თქვენი გარემოცვაა. ხშირად ჩვენ ვერც კი ვაცნობიერებთ როგორ ვახდენთ

Print Friendly, PDF & Email