ქალბატონებისთვის და არა მხოლოდ

ქალბატონებისთვის და არა მხოლოდ

სერიიდან უფასო წერტილები პარიზში…

ჯონ გალიანოს თქმით ქალის ყველაზე მნიშვნელოვანი სამკაული მისი სურნელიაო. მე არ ვიცი ქალის იარაღი სურნელი, გამჭრიახი გონება, ვნებიანი თვალები თუ ცრემლებია, მოდით ეს მამაკაცებო თქვენთვის მოგვინდია, ჩვენ კი მუზეუმში გავისეირნებთ…

გარნიეს ოპერის გვერდით პარფიუმის მუზეუმს “Musée du parfum Fragonard” აღმოაჩენთ, რომლის დათვალიერებას გიდის თანხლებით სრულიად უფასოდ შეძლებთ. შენობაში შესვლისას მაშინვე შეიგრძნობთ თავბრუდამხვევ არომატებს, რითიც მთელი ატმოსფეროა გაჟღენთილი. იქაურობას სულ რაღაც 20 წუთში შემოირბენთ. ნახავთ საიდუმლოებებით მოცულ, გადაპრანჭულ, ანტიკურ ფლაკონებს, გაეცნობით სუნამოს წარმოშობის, დამზადების, დისტილაციისა და ჩამოსხმის ტექნოლოგიებს.

აღმოაჩენთ ერთ-ერთ მაღალანაზღაურებად და დაფასებულ პროფესიას -“ცხვირი”, მე მათ უფრო პარფიუმის კომპოზიტორებს დავარქმევდი. გაიგებთ იმასაც, რომ სუნამოს ფლაკონი სინათლისგან, სიცხისგან და სინესტისგან უნდა დავიცვათ, სწორედ ამიტომ “Fragonard”-ის სუნამოების ძირითადი ხაზი უბრალო ოქროსფერ ალუმინის ბოთლებში ისმხმება. იმასაც გაგიმხელენ, რომ ერთი ლიტრი ყვავილოვანი ესენციის მისაღებად  ერთი ტონა ყვავილია საჭირო, ამიტომ აღარასოდეს გაგიკვირდება სუნამოს მაღალი ფასი.

პარფიუმის მსოფლიო დედაქალაქია გრასი, სადაც ყვავილების პლანტაციებია გაშენებული. თუ ქალაქ ნიცაში მოგზაურობთ მეტად გაგიმართლათ, რადგან გრასი არც თუ ისე შორსაა და სწორედ აქ მდებარეობს “Fragonard”-ის ქარხანა, რომლის მონახულება ორმაგად შთამბეჭდავია! ზოგადად სწორედ აქაური ყვავილებით მარაგდება მაღალი მოდის სახლები პარფიუმერიის დასამზადებლად.

პარიზის მუზეუმი ბუტიკით გვირგვინდება, სადაც შეგიძლიათ დაიკარგოთ და არც თუ ისე ძვირად თან გაიყოლოთ  პარიზის ნამდვილი არომატი, ასე რომ თამამად ასიამოვნეთ თქვენს რეცეპტორებს!

ჰაეროვანი დრო გაგეტარებინოთ ყველაზე სურნელოვან და ყველაზე ლურჯ ქალაქში, დროშის პირველი ზოლიც ხომ პარიზის სიმბოლოა და თითქოს ისიც კი პარფიუმით არის გაჯერებული…

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

About author

You might also like

ფილოსოფია

რით უნდა დავიწყოთ დღე, ფუჭად რომ არ ჩაიაროს

წარმატების მისაღწევად საჭიროა ყოველი დილა ყველაზე მნიშნველოვანი საქმით დაიწყოთ, თორემ მერე შეიძლება ყოველდღიურ რუტინაში აღმოჩნდეთ. ასეთ შედეგამდე მივიდა თაიმ-მენეჯმენტის ბევრი სპეციალისტი. ამ სფეროს სპეციალისტმა ლაურა ვანდერკამმა გააანალიზა რამოდენიმე ათეული ადამიანის

სიახლეები

სასურველი საქმიანობის მოძებნის 20 გზა

ოდესმე გინდოდათ უფრო ფართე არჩევანი გქონოდათ სასურველი სამსახურის ძიებისას? წარმოგიდგენთ რამოდენიმე იდეას, რომლებიც უფრო ფართედ აზროვნებაში დაგეხმარებათ. 1. გადაინაცვლეთ სხვაგან, როცა ფიქრობთ იმაზე, თუ რისი გაკეთბა გსურთ. მოძრაობა ცვლის ემოციებს,

ბიზნესმენები და მეწარმეები

როგორ ურთიერთობენ ჭკვიანი ადამიანები მათთან, ვინც არ მოსწონთ

კარგი იქნებოდა ისეთ სამყაროში ცხოვრება, სადაც ურთიერთგაგება, ჰარმონია და პატივისცემა სუფევს. სამწუხაროდ, ცხოვრება საპირისპიროდ არის მოწყობილი და ზოგიერთი ადამიანი ძალიან გვაღიზიანებს, ისევე, როგორც ჩვენ ვაღიზიანებთ სხვებს. B2p.ge გთავაზობთ რამოდენიმე რჩევას