ქალაქი, სადაც ყველა მუშაობს, პოლიცი არ არის და ხელფასი 1200 ევროა!

ქალაქი, სადაც ყველა მუშაობს, პოლიცი არ არის და ხელფასი 1200 ევროა!

ესპანეთის ამ ქალაქში არ არის პოლიცია, დანაშაული და უმუშევრობა. აქ სულ რამოდენიმე ათასი ადამიანი ცხოვრობს, რომლებმაც შეძლეს აეშენებინათ საკუთარი სოციალ-დემოკრატიული უტოპია.
საუბარია ქალაქ მარინალედაზე, რომელიც მდებარეობს ესპანეთის სამხრეთში, ანდალუზიის პროვინციაში. ქალაქი დამოკიდებულია მხოლოდ ერთ, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივზე.
ერთი შეხედვით მარინალდა არაფრით არ განსხვავდება რეგიონის სხვა ქალაქებისგან. გარშემო, ათასობით კილომეტრზე მხოლოდ ზეთისხილის პლანტაციები და ხორბლის ყანებია. ქალაქი ლამაზი და მშვიდია, ისევე როგორც რეგიონის სხვა ქალაქები.

SEV02 ƒCIJA (SEVILLA) 07/08/2012.- Algunos de los 200 militantes del Sindicato Andaluz de Trabajadores (SAT) que han entrado hoy, 7 de agosto de 2012, en un supermercado de ƒcija (Sevilla) para llevarse alimentos de primera necesidad destinados a un comedor social de Sevilla. EFE/Manuel Rodriguez ESPA„A SINDICATOS CRISIS

თუ კარგად დავაკვირდებით სხვა რამეც შეიძლება შევამჩნიოთ. პირველი ის, რომ ადგილობრივებმა შეძლეს მოეწყოთ უნიკალური ანტიკაპიტალისტური საზოგადოება და მეორე, ადგილობრივი მერი ერთ დროს მაღაზიების ძარცვასაც კი ახალისებდა.

marinaleda-1

2008 წელს ფინანსური კრიზისის დაწყებისას, ქალაქმა მერად აირჩია საკმაოდ ოდიოზური პოლიტიკოსი – ხუან მანუელ სანჩეს გორდილო, რომელსაც იმ დროისთვის მეტსახელად ჰქონდა „ესპანელი რობინ ჰუდი“. მან სახელი გაითქვა სუპერმარკეტებზე რეიდების სერიების ორგანიზებით, როცა პროტესტის ნიშნად ადამიანები მაღაზიებს ძარცვავდნენ და გამოჰქონდათ ჩვეულებრივი საკვები პროდუქტი: კარაქი, ბრინჯი, მარცვლეული. მოლარეები უყურებდნენ ამ განუკითხაობას და ტიროდნენ, რადგან მათი დამხმარე არავინ იყო.

Manuel Sanchez Gordillo
გორდილო კი ინტერვიუებში აცხადებდა, რომ ეს ძარცვა კი არ იყო, არამედ ადამიანების მიერ ჩადენილი არაძალადობრივი ქმედება, რომელიც გამოწვეული იყო მათი სიღარიბის გამო. ის აღნიშნავდა, რომ ბევრ ადამიანს არ აქვს იმის საშუალება მაღაზიაში წავიდეს და პროდუქტი შეიძინოს, XXI საუკუნეში ეს სირცხვილია.

8330202_orig
ასეთი რამ სხვა ქვეყანაში რომ მომხდარიყო გორდილო ალბათ გისოსებს მიღმა აღმოჩნდებოდა, აქ კი მერი გახდა და რეალობად აქცია სოციალისტური უტოპია. მან ააშენა ქალაქი, სადაც საკვები და სხვა აუცილებელი პროდუქტი უკვე ყველასთვის საკმარისია.

Marinaleda . Spain . Workers of the farmers cooperative "El Humoso" hoe the ground of a pepper field. Manual farming technique provide job for many people instead of mechanical procedure.

ესპანეთში ახლა მწვავე ეკონომიკური კრიზისია. მხოლოდ ანდალუზიაში 690 დაცარიელებული საცხოვრებელი სახლია, რომლებიც მფლობელებს ბანკებმა ჩამოართვეს კრედიტების სანაცვლოდ.
მადრიდში ასეთი პრობლემა არ არის. გორდილომ მიიღო გადაწყვეტილება: ის, ვისაც სურს საკუთარი სახლის აშენება, ამას შეძლებს უფასოდ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახლის საერთო ფართი არ აღემატება 192 მ2-ს. მასალებს და მუშა ხელს აფინანსებს მუნიციპალიტეტი. ოჯახი, რომელიც ამ გადაწყვეტილებას იღებს იხდის თვეში მხოლოდ 15 ევროს მთელი ცხოვრების მანძლზე. და კიდევ, თუ სახლის მფლობელი გადაწყვეტს მის გაყიდვას, მას უფლება არ აქვს მერიის გარდა ვინმეზე გაასხვისოს უძრავი ქონება.

Los-SinTierras003

მთლიანობაში ანდალუზიაში ახლა ძალიან დიდი უმუშევრობაა, ის უდიდეს რიცხვს შეადგენს – 37-55% დახლოებით. მარინალედეში ცხოვრობს 2700 ადამიანი და ყველა მათგანი მუშაობს ერითი და იგივე სამსახურში – ადგილობრივ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში, საიდანაც მიღებულ შემოსავალს მოქალაქეები თანაბრად იყოფენ. საშუალოდ ეს გამოდის 1200 ევრო თვეში. რეგიონში, სადაც ყოველი მესამე ადამიანი სამსახურს ვერ შოულობს, ეს ფანტასტიური შედეგია.

BR-Marinaleda-0768

ჩვენ უნდა გადავხედოთ ჩვენს ფასეულბებს, საზოგადოების სამომხმარებლო ფასეულბებს. თუ ცოტა ხნით დავივიწყებთ ფულს, ეგოიზმს და ინდივიდუალიზმს, შეგვიძლია მივიღოთ უფრო წარმატებული, ბედნიერი და სამართლიანი საზოგადოება. მარინალედა – ამის ერთი პატარა მაგალითია. ჩვენ გვინდა ეს გამოცდილება მთელს მსოფლიოში გავავრცელოთ, ჩვენ მოვძებნით კარგ სოციალურ-კომერციულ ქსელს, რომელიც ამაში დაგვეხმარება“ – აცხადებს გორდილო.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1531 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

ჩექ-ლისტი: «7 ნაბიჯი ნათელი ცხოვრებისთვის»

1. გიხაროდეთ და ისიმოვნეთ ცხოვრების ყოველი წუთით, უკვე ახლავე. 2. ყველა საქმე, რომელიც გაბრკოლებთ ან გძაბავთ, გადაეცით კარგ შემსრულებელს. 3. შეადგინეთ იმ დავალებების სია, რომელთა შესრულებაც სიამოვნებას განიჭებთ. 4. დაიწყეთ

Print Friendly, PDF & Email

ურთიერთობის 8 მარტივი წესი, როცა თქვენით მანიპულირებენ

მანიპულატორები მოხერხებულად გვინერგავენ დანაშაულის გრძნობას, გვაშანტაჟებენ, გვემუქრებიან, გვატყუებენ. ჩვენ ვასრულებთ მათ სურვილებს ან ბრძანებებს საკუთარი თავის ზიანის ფასად. ეს თამაშები წლობით გრძელდება და ცხოვრებას გვიწამლავს. მანიპულატორებისგან თავის დასაცავად B2P.GE და Рsychologies

Print Friendly, PDF & Email

7 ჩვევა, რომლებიც დაგეხმრებათ გახდეთ მილიონერი

გარდა ყველა სხვა გლობალური სხვაობისა «ჩვენსა» და «მათ» შორის, არსებობენ არასწორი მილიონერები. მაგალითად რუსეთში უმეტეს შემთხვევაში არსებობენ მილიონერები, რომელბიც არიან ყოფილი კომკავშირის თანამშრომლები ან ყოფილი ბანდიტები, თუმცა მათ შორის სხვაობა,

Print Friendly, PDF & Email

სასურველი საქმიანობის მოძებნის 20 გზა

ოდესმე გინდოდათ უფრო ფართე არჩევანი გქონოდათ სასურველი სამსახურის ძიებისას? წარმოგიდგენთ რამოდენიმე იდეას, რომლებიც უფრო ფართედ აზროვნებაში დაგეხმარებათ. 1. გადაინაცვლეთ სხვაგან, როცა ფიქრობთ იმაზე, თუ რისი გაკეთბა გსურთ. მოძრაობა ცვლის ემოციებს,

Print Friendly, PDF & Email

მეწარმის წესები

1. პირველად ტუალეტში როცა თქვენ ტუალეტში სიარულს სწავლობთ — თქვენ არ გაქვთ არც ინსტრუქცია, არც განაწესი, თქვენ ამას შეცდომებზე სწავლობთ. პირველად ყველა საფენებში და პამპერსებში ისაქმებს, შემდეგ დროთა განმავლობაში ხდება

Print Friendly, PDF & Email

10 რამ, რაც 25 წლამდე უნდა გააცნობიეროთ

1.აღმოაჩინეთ თავიდან ვინ ხართ – თუ ჯერ კიდევ არ იცით რომ ხართ უნიკალური, თქვენ ხართ ერთადერთი ამ სამყაროში, რომლის ზუსტი ანალოგი არ არსებობს, თუ არ იცით რომ თქვენ უკვე ხართ

Print Friendly, PDF & Email