ქაღალდის გველი (ავი არდო)

ქაღალდის გველი (ავი არდო)

ერთხელ ადამიანმა ქაღალდისგან გველი შექმნა. ძალიან კარგი გამოვიდა ნამუშევარი: დიდი, ჭრელი, ნამდვილისგან ვერ გაარჩევდი. ძალიან უყვარდა ადამიანს თავისი ქმნილება და უფრთხილდებოდა.

ერთხელაც გველი გაცოცხლდა. ამოისუნთქა, მიმოიხედა ინტერესით და ადამიანს სთხოვა:

– ჩემო შემქმნელო, გამიშვი ცოტა ხანს თოკის გარეშე, ცოცხალი არსება ვარ მე უკვე და მინდა თავისუფლებით დავტკბეო

დათანხმდა ადამიანი და მეორე დილით გაუშვა გველი. ცხოვრება უხაროდა გველს, სისხლმა დაიწყო ძარღვებში ჩქეფა და უკვე ნამდვილი გახდა.
დაბრუნდა საღამოს და თავის შემქმნელს უთხრა:

– შემხედე, მე უკვე ნამდვილი ვარ. ვერავინ ვერასდროს მიხვდება, რომ ქაღალდისგან ვარ შექმნილი. ეს საიდუმლო ჩემში დარჩება, შენ კი, რომ არ გამთქვა, უნდა მოგკლა!

მოკლა გველმა ადამიანი და ბედნიერი წავიდა მშობლიური სახლიდან.

ბევრი უბედურება მოიტანა გველმა ადამიანებში. ბევრი მოკლა უმიზეზოდ, მხოლოდ იმიტომ რომ ეჩვენებოდა, თითქოს ჩურჩულებდნენ მასზე, რომ ქაღალდისგან იყო შექმნილი ოდესღაც.

ერთხელ გველი მოხუცს გადაეყარა, რომელსაც სხვებისგან უჩვეულოდ, მისი არ შეეშინდა. გაოცდა გველი, მოხუცმა კი უთხრა:

– რატომ უნდა მეშინოდეს შენი, შენი ბოროტება იმაშია, რომ შენ თვითონვე იცი, რომ ქაღალდისგან ხარ შექმნილი. ხალხმა არ იცის სიმართლე შენს შესახებ, მხოლოდ შემქმნელმა იცოდა და ისიც მოკალი. რისიღა გეშინია? მთელი მსოფლიოც რომ გაანადგურო, შენში ვერ მოკლავ იმ სიმართლეს, რომელიც ასე გღრნის და არ მოგწონს. ჩვეულებრივი ქაღალდისგან ხარ შექმნილი ადამიანის ხელით და ვერ დაივიწყებ ამას მანამ, სანამ შენ თვითონვე არ მოკლავ საკუთარ თავს.

გველი სიბრაზისგან გაცეცხლდა. ნაწილებად აკუწა საწყალი მოხუცი. შემდეგ კი მთელ ხმაზე გაჰკიოდა:

– ნამდვილი ვარ მე ნამდვილი! ცოცხალი და ნამდვილი!

შიგნიდან კი ექო ესმოდა საკუთარი ხმით:

– ქაღალდის ხარ შენ! ქაღალდის!!!

მორალი: ბოროტი და შურიანი ადამიანი ყოველთვის ფიქრობს, რომ პრობლემა სხვა ადამიანშია, რომ ყველა აშავებს მის გარდა და რომ ის ყველაზე საუკეთესოა. მაგრამ სიმართლე, რომელიც გულის სიღრმეში თავადაც იცის, ღრნის მას და აწვალებს.

ადამიანი ყოველთვის საკუთარ თავთან უნდა იყოს მართალი და სუფთა. მხოლოდ ეს იქნება მისი სულიერი სიმშვიდისა და ბედნიერების საწინდარი.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

About author

ჯუნა სანიკიძე
ჯუნა სანიკიძე 33 posts

სამუშაო ადგილი: მისო კრისტალი, პოზიცია: საკრედიტო ანალიტიკოსი პარალელურად: უყვარს წერა, ფსიქოლოგია, ადამიანები, საინტერესო ისტორიები. არის: პოზიტიური, შრომისმოყვარე, მიზანსწრაფული

View all posts by this author →

You might also like

ცხოვრებისეული

ამ ადამიანმა გარდაცვალების წინ ძალიან ამაღელვებელი წერილი დაუტოვა თავის ოჯახს

ნიუ-ჯერსელი (აშშ) ჯეიმს კ. ფლანაგანი ძალიან მოსიყვარულე ბაბუა იყო. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მან თავის 5 შვილიშვილს შეუდგინა წერილი, რომლითაც გადმოსცა ბედნიერი ცხოვრების შთამბეჭდავი რჩევები. ამ წერილით მან შეძლო თავის

ფილოსოფია

პოზიტიური ისტორიები განწყობისთვის

ჩვენ, ადამიანები, სხვა ადამიანებში ყოველთვის ვპოულობთ იმას, რასაც ვეძებთ. თუ სიკეთეს დავუწყებთ ძიებას მას აუცილებლად ვიპოვით და თუ ცუდ თვისებებს – მათაც აუცილებლად ვიხილავთ. ცხოვრება სავსეა ლამაზი წუთებით და ამაღელვებელი,

ფილოსოფია

გაბრიელ გარსია მარკესი – 14 ფრაზა ცხოვრების შესახებ

1. მე შენ მიყვარხარ არა იმის გამო, თუ ვინ ხარ შენ, არამედ იმის გამო, ვინ ვარ მე შენ გვერდით. 2. არავინ იმსახურებს შენს ცრემლებს. ის კი, ვინც იმსახურებს, არასდროს გატირებს.