პუნქტუალურობა

პუნქტუალურობა

პუნქტუალურობა არც თუ ისე მარტივია, მაგრამ თუ ადამიანი მოინდომებს და ამ თვისებას გამოიმუშავებს, მაშინ მას საშუალება ეძლევა იყოს მუდმივად მოწესრიგებული ყველაგან. ეს ხასიათის განსაკუთრებული ნიშანია, რომელიც პიროვნების ბევრ სხვა ღირსებაზეც მიანიშნებს.

1. პუნქტუალურობა – გამოცდილების მაჩვენებელი
ადამიანი, რომელიც აფასებს თავის დროს არის საკუთარი ცხოვრების პატრონი! ეს მიანიშნებს, რომ ადამიანი წინდახედულია, თვითდარწმუნებულია, მოწესრიგებულია, გარემოებების მიმართ მდგრადი და მოქნილია.

მეორეს მხრივ მუდმივად გარემოებების მიმართულებით სვლით თქვენ კარგავთ საკუთარ პოზიციებს, ეს ნიშნავს, რომ თქვენ არ შეგიძლიათ წინასწარ განჭვრიტოთ შესაძლო პრობლემები და დროულად აღმოფხვრათ ისინი საკუთარი ქმედებების გაკორექტირებით.

მისდიეთ დროს და თან ეცადეთ გააკონტროლოთ ის.

2. პუქნქუალურობა – კომპეტენციის მაჩვენებელი
პუნქტუალურობა – ეს არის თვისება, რომელიც ახასიათებს სერიოზულ ადამიანებს, რომელბიც მიჩვეულები არიან საკუთარი დროის რაციონალურად გამოყენებას. საკუთარი დროის მართვის, დაგეგმვისა და გადაგეგმვის შესაძლებლობა პიროვნების მაღალი კომპეტენციის მაჩვენებელია.

გარდა ამისა, თვისება ყოველთვის დაიტოვო სარეზერვო დრო გაუთვალისწიენებელი გარემოებებისთვის – პიროვნების გამოცდილებაზე და ცდონაზე მიუთითებს.

3. პუნქტუალურობა – ასევე არის ნდობის ფაქტორი. შეხვედრაზე მოლაპარაკების დროს თქვენ საკუთარ თავზე გარკვეულ მოვალეობებს იღებთ. მათი შესრულება ეს თქვენი უპირველესი დავალებაა.

ნდობა – ადამიანების ურთიერთობაში შეუფასებელი ფაქტორია, რასაც ვერანაირი თანხის საფასურად ვერ იყიდით და რაც ძალიან გამოგადგებათ ცხოვრებაში. პუნქტუალურობა პირველი და უმთავრესი საშუალებაა ნდობის მოსაპოვებლად. ადამიანს, რომელიც სიტყვას ასრულებს უმნიშვნელო წვრილმანებთან დაკავშირებითაც კი, ყოველთვის შეგიძლიათ თამამად ენდოთ და პირიქით, ნდობა არ ჩნდება ისეთი ადამიანის მიმართ, რომელიც გითანხმდებათ კონკრეტულ დროზე და მოსვლის პირობას დებს, ხოლო ბოლო მომენეტში იგვიანებს და იწყებს შეთანხმებული პირობების შეცვლას – მისი სიტყვა უკვე არაფერს ნიშნავს.

4. პუნქტუალურობა – ურთიერთობების ფასეულობების მაჩვენებელი:
თუ თქვენ პარტნიორებისთვის მიცემულ პირობებს იცავთ, თუ უფრთხილდებით მის დროს – ეს ნიშნავს, რომ თქვენ მათ პირველ რიგში პიროვნულად აფასებთ. ამით თქვენ ეხმარებით მათი პროდუქტიულობის გაზრდას ე.ი. ეხმარებით ცხოვრებაშიც.

გარდა ამისა, პუნქტუალურობა აჩვენებს, რომ თქვენთვის ნებისმიერი ადამიანი მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა გააფორმა მან თქვენთან კონტრაქტი თუ უბრალოდ სადილზე მიდიხართ.

ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ ზოგიერთ „დიდ“ ადამიანს ჩვევად აქვს სპეციალურად დააგვიანოს (უფრო სწორად „შეყოვნდეს“), ამით ხაზს უსვამს, რომ მნიშვნელოვანი პიროვნებაა. სინამდვილეში ასეთი ქცევით ისინი აჩვენებენ, რომ ადამიანები, რომლებიც იძულებულნი არიან მათ ელოდონ მათთვის არაფერს ნიშნავს. მსგავს მდგომარეობაში ჩაყენებულ ადამიანებს კი სრული უფლება აქვთ უარი განაცხადონ თანამშრომლობაზე.

5. პუნქტუალურობა – საკუთარი ფასეულობის მაჩვენებელი:
ადამიანი, რომელიც საკუთარ დროს აფასებს, უპირველეს ყოვლისა აფასებს საკუთარ თავს, როგორც პირვონებას. დისორგანიზაცია – ეს ყველაზე პირდაპირი გზაა აღმოჩნდეთ ისეთ სიტუაციაში, როცა ზურგს შეგაქცევენ პარტნიორები, მეგობრები, შეიძლება დაკარგოთ სამსახური და ყველა მომგებიანი წინადადება გვერდით ჩაგივლით.

გარდა ამისა, პუნქტუალურობა ამტკიცებს, რომ თქვენ აფასებთ საკუთარ დროს. როცა აგვიანებთ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ თქვენ არ შეგიძლიათ პრიორიტეტების სწორად დასმა, არ შეგიძლიათ მოვლენების და ადამიანების მნიშვნელობის შეფასება, შეაბამისად ვერ აფასებთ საკუთარ თავს.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

About author

B2PGE
B2PGE 1549 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like

სიახლეები

ვიდეო თამაშების პოზიტიური და ნეგატიური გავლენები ბავშვზე

დღეს კომპიუტერულ ვიდეო თამაშებზე ძირითადად ნეგატიური აზრია გავრცელებული. ხშირად ადამიანები მსჯელობენ იმაზე, თუ რამდენად დიდი ზიანის მოტანა შეუძლია კომპიუტერულ თამაშებს ბავშვის ფსიქიკაზე. მაგრამ, როგორც იტყვიან მედალს ორი მხარე აქვს. უამრავი

რჩევები და წესები

როგორ გამოვიკვლიოთ ადამიანის ფსიკიკა – საიტერესო ფსიქოლოგიური ტესტი

ადამიანის ფსიქიკის ტესტირების ცოდნა, ძალიან სასარგებლო რამაა ცხოვრებაში. ნებისმიერ კომპანიაში ჩაატარეთ ტესტი, რისთვისაც მხოლოდ კალამი და ფურცელი დაგჭირდებათ და ჩათვალეთ, რომ იმ წუთიდან ყველაზე საინტერესო ადამიანი გახდებით და მთელი ყურადღება

პიროვნება და სოციუმი

ადამიანებთან ურთიერთობის საიდუმლო

1. გაარკვიეთ ვინ გაღიზიანებთ და რატომ. რატომ არ მოგწონთ ესა თუ ის ადამიანი? თუ ეს ისეთი მიზეზია, რაც გამოუსწორებელია (მაგ: კანის ფერი, შეზღუდული შესაძლებლობები, სქესი და ა.შ.), მაშინ მოძებნეთ გზები,