ფულის შემოდინების კვადრანტი: 4 კატეგორია

ფულის შემოდინების კვადრანტი: 4 კატეგორია

განვიხილოთ ფულადი კვანდრანტი. უპირველეს ყოვლისა უნდა გავიგოთ, სად ვართ ჩვენ და სად არიან მდიდრები.

მომუშავეები (დაქირავებული პირები)
1. W კატეგორია, დაქირავებით მომუშავე პირები (Workers) – ეს არიან ადამიანები, რომლებიც მუშაობენ ხელფასზე. მაგალითად ოფისის მენეჯერი, საწარმოს მუშა, მდივანი, მეეზოვე, შემდუღებელი და ა.შ. მათ აერთიანებთ ერთი ფაქტორი – ისინი ყიდიან თავიანთ სამუშაო დროს დამსაქმებელზე. როგორც მიხვდით W კატეგორია, ეს არის უმრავლესობა. ამ კატეგორიის დადებითი მხარეა სტაბილურობა და ის, რომ პასუხისმგებლობა ეკისრება დამსაქმებელს.
თუმცა ამ კატეგორიას თავისებური არყოფითი მხარეებიც აქვს. მაგალითად:
ფული გაქვთ მანამ, სანამ დასაქმებული ხართ;
მთელი თქვენი დრო უნდა დაუთმოთ სხვაზე მუშაობას;

ხელფასს გინიშნავთ დამსაქმებელი და მისი ზრდა ან კლება დამოკიდებულია მასზე.
ამიტომ, ამ კატეგორიის ადამიანების შემთხვევაში, ვერანაირად ვერ იქნება საუბარი რაიმე ფინანსურ თავისუფლებაზე.
საკუთარ თავზე მომუშავეები

2. F კატეგორია, საკუთარ თავზე მომუშავეები (Freelancers). ეს შეიძლება იყოს ფინანსური კონსულტანტი, ინდივიდუალური მეწარმე. პირველი კატეგორიისგან განსხვავებით ეს ადამიანები სხვაზე არ მუშაობენ, ამიტომ შეიძლება ჩამოვაყალიბოთ შემდეგი პრინციპები:
მათ არ აკონტროლებს დამსაქმებელი. არ აქვთ განსაზღვრული სამუშაო გრაფიკი, რომელსაც დამსაქმებელი ადგენს;
აქვთ მეტი თავისუფლება, ვიდრე დაქირავებით მომუშავეებს;
უფრო მეტი პასუხისმგებლობა – როგორც თავისუფლების მეორე მხარე.

რამდენადაც F კატეგორიას არ აქვს ფიქსირებული ხელფასი, ამ ადამიანებს საშუალება ეძლევათ გამოიმუშან მეტი ან ნაკლები, ვიდრე დაქირავებულ სამსახურში.
ეს ადამიანები უკვე ახლოს არიან საკუთარი ბიზნესის მფლობელებთან, მაგრამ B კატეგორიას მაინც არ ეკუთვნიან. საქმე იმაშია, რომ მათ სჭირდებათ მუშაობა ფულის საშოვნელად, რადგან შესრულებული საქმისთვის იღებენ გასამრჯელოს. F კაეგორია შეზღუდულა დროში, რადგან დღე-ღამეში 24 საათზე მეტს ვერ იმუშავებენ ვერანაირად. ამ კატეგორიაში, ისევე როგორც W -ში, არ არსეობს პასიური შემოსავალი.
ბიზნესის მფლობელები

3. B კატეგორია, ბიზნესის მფლობელები (Businessmans) – B კატეგორია უკვე ფულის შემოდინების კვადრანტის მარჯვენა ნაწილს ეკუთვნის, ამიტომ აქ საკითხი სხვაგვარად დგას. ბიზნესის მფლობელად შეიძლება დასახელდეს ის ადამიანი, ვისაც თავისუფლად შეუძლია შვებულებაში წასვლა, მენეჯერების იმედზე დატოვოს საქმის მართვა და ა.შ. თუ მისი არყოფნის მომენტში ბიზნესი არ ჩამოიშლბა და პირიქით, უფრო განვითარდება, ამ ადამიანის მიკუთვნება თამამად შეიძლება B კატეგორიისთვის.
ბიზნესის მფლობელები იყენებენ არა საკუთარ ძალებს და დროს, არამედ სხვებისას. B კატეგორიას შეუძლია დაიქირაოს დირექტორი, რომელიც წარმართავს ბიზნესს, თავად კი მიიღოს პასიური შემოსავალი. გარდა ამისა, ამ კატეგორიას აქვს ბევრი თავისუფალი დრო, რომელიც შეიუძლია გამოიყენოს სხვა საქმეებისთვის. თუ ბიზნესი წარმატებულია ფულისა და თავის გატანის პრობლემა საერთოდ აღარ დგას.
ამ კატეგორის მახასიათებელია:
როცა ადამიანი არ მუშაობს, შემოსავალს მაშინაც კი იღებს;
ყველა საქმის დელეგირების შემდეგ ამ კატეგორიას ძალიან ბევრი თავისუფალი დრო აქვს;
არ არსებობს არანაირი დამსაქმებელი, ახლა ის თქვენ ხართ.

გარდა ამისა, ბიზნესს ფულთან ერთად მოაქვს არამატერიალური სარგებელიც – ეს შეიძლება იყოს სიხარული, კმაყოფილება და ა.შ. თუმცა საკუთარი ბიზნესის აწყობა ძალიან რთული საქმეა.
ინვესტორები

4. I კატეგორია, ინვესტორები (Investors) – ესენი არიან ადამიანები, რომელბიც ფულს შოულობენ ინვესტიციებით. ისინი ფულად სახსრებს აბანდებენ სხვადასხვა საინვესტიციო ინსტრუმენტებში და იღებენ შემოსავალს. ეს ის შემთხვევაა, როცა თქვენ კი არ მუშაობთ ფულისთვის, არამედ ფული თქვენთვის. თქვენ შეგიძლიათ დაკავდეთ ნებისმიერი საქმიანობით – შემოსავალი მაინც მოვა. მთავარია სწორი ინვესტიციის გაკეთება.
რომელ ფინანსურ ინსტრუმენტებში აბანდებენ ფულს ინვესტორები? ეს არის ფასიანი ქაღალდები, საბანკო დეპოზიტები, ოქრო, პირდაპირი დაბანდება ბიზნესში, საავტორო უფლებების შესყიდვა და ა.შ. ასევე არსებობს ასეთი კატეგორია რანტიე – პირი, რომელიც დაბანდებული კაპიტალიდან მირებულ პროცენტებზე ცხოვრობს.
ფინანსური თავისუფლება დევს B და I კვადრანტებში. თუ თქვენ მხოლოდ W და F კვანდრანტებში მოღვაწეობთ – ფინანსურ წარმატებას ვერასოდეს მიაღწევთ.

რა თქმა უნდა ინვესტორებს ჰაერიდან არ აქვთ ამხელა ქონება დაგროვილი და არც ასე მარტივად აბანდებენ ფულს ყველაფერში. ინვესტიცია – ეს მთელი მეცნიერებაა, ისევე როგორც სხვა სფერო. აქ ბევრი მუშაობა და მცდელობაა საჭირო წარმატების მისაღწევად.

ფულის კვადრნტი – დასკვნა:
მაშ ასე, ამ სტატიაში განვიხილეთ ფულის კვადრანტის ყველა კატეგორია. უფრო მეტის გაგება თუ გსურთ, შეგიძლიათ რობერტ კიიოსაკის წიგნი გამოიყენოთ. თუ დღეს პირველად გაიგეთ ფინანსური კვადრანტის შესახებ, მაშინ დაფიქრდით, სად ხართ და საით მიდიხართ? შესაძლოა წარმოდგენილმა მასალამ დაფიქრების საფუძველი მოგცეთ.
ამ სიტყვების ავტორმა დიდი ხნის წინ გადაწყვიტა, რომ ვიღაცაზე მუშაობა – ჩიხია. ის ცდილობს კვადრანტის მარცხენა ნაწილიდან გადაინაცვლოს მარჯვენაში. თქვენც იგივეს გისურვებთ!

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1490 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like