ფსიქოლოგის ბრძნული აზრი ცხოვრებაზე: «ერთხელაც მიხვდები, რომ მარტო დარჩი…»

ფსიქოლოგის ბრძნული აზრი ცხოვრებაზე: «ერთხელაც მიხვდები, რომ მარტო დარჩი…»

ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება რთული მომენტი, ის ხვდება, რომ სრულიად მარტო დარჩი. სამწუხაროდ, ადამიანიები დროთა განმავლობაში მიდიან ჩვენგან. ეს სხვადასხვა მიზეზით ხდება – ბავშვები იზრდებიან და ტოვებენ სახლს. ახლობელი ადამიანები სხვაგად გადადიან საცხოვრებლად, საყვარელი ადამიანები ღალატობენ და სხვასთან მიდიან. მაგრამ, როგორც წესი, შედეგი ერთია: ჩვენ ვდარდობთ და ვნერვიულობთ, რომ მარტო დავრჩით. ნებისმიერ შემთხვევაში არ ღირს გლოვა, რადგან არსობრივად რაღაცის დასასრული, არის რაღაც ახლის და უფრო საინტერესოს დასაწყსი.
თუ თქვენთვის მარტოობის გრძნობა ნაცნობია, გთავაზობთ ცნობილი კლინიკური ფსიქოლოგის, სერთიფიცირებული გელშტალტ-თერაპევტის და ჟურნალისტის – პოლინა გავერდოვსკაიას ბრძნულ ანალიზს. ამ ქალის ცხოვრებისეული კრედო არის რალფ უოლდ ემერსონის ფრაზა: «ჩვეულებრივში არაჩვეულებრივის დანახვის შესაძლებლობა – სიბრძნის უტყუარი ნიშანია». თუ მისი პოზიცია თქვენთვის ახლობელია, შესაძლოა მისმა ნააზრევმა დახმარება გაგიწიოთ რთულ მომენტებში:

1. ყველას შეცვლა შეიძლება, გარდა ახლო ნათესავებისა
არავინ და არაფერი არის ერთ ეგზემპლიარად. შემოუშვი შენს ცხოვრებაში ახალი ადამიანები, მაშინც კი, თუ ჯერ ვერც ხვდები საერთო გაქვთ რამე თუ არა. ერთხელაც შენ მიხვდები, რომ მარტო დარჩი და ეს გიშველის.

2. ყოველთვის გასინჯე ახალი
საკვები, სამოსი, მარშრუტი, გაჯეტები, აქტივობა, ფილმები, წიგნები, თეორიები და სამყაროს განმარტებები. ტვინი ზარმაცია, რაც უფრო დრო გადის, მით უფრო უნდა ერთი და იგივე ადგილი ტკეპნოს. ნუ მისცემ ნებას ერთი და იგივე რამეს მიეწებოს. ყოველთვის მოსინჯე სიახლე, განსაკუთრებით მაშინ, როცა გეზარება, გეშინია ან არ გინდა.

3. აპატიე ყველას, ვისაც შეგიძლია – დანარჩენები უბრალოდ დაივიწყე
მიტევება – საუკეთესო სასჯელი და წამალია. არავის არ ეკამათო, ამას სჯობს მანიკური გაიკეთო.

4. ნუ იჩქარებ
ყველაფერი, რაც სწრაფად ხდება ცოტახანს ცოცხლობს. თუ რეალურად გინდა რამე – ამას გააკეთებ კიდეც. თუ გადაგივიდა ამის სურვილი, მაშინ ასე იყო საჭირო. აკეთე მხოლოდ ის, რისი სურვილიც მუდმივად გაქვს.

5. ეს პუნქტი ავსებს წინას: თუ რამე ძალიან გინდა და ამას სწორად თვლი – გააკეთე.
სურვილი არის ცხოვრება. მიეცი სურვილს იცხოვროს შენში და ყურადრება მიაქციე. თუ არ გაქრა – მიყევი მას.

6. არ დანებდე სანამ რამე გინდა
წარმატება – ეს არის გამოცდილება – ანუ გამეორების რაოდენობა. ნებისმიერი წარუმატებლობა გამოცდილების ნაკლებობის ბრალია და მისი კომპენსაცია სწორედ გამოცდილებით არის შესაძლებელი. სიმყარე, მოთმინება, პატიება, გამძლეობა და დამოუკიდებლობა — ყველაფერი ეს არის გამოცდილება. მთავარია არ დანებდე მანამ, სანამ რამე გინდა.

7. არაფერია დასასრული – თვით დასასრულიც კი, ყველაფერი მიედინება
გახსოვდეს ეს, როცა სასოწარკვეთაში, მწუხარებაში, ახლობელი ადამიანის საფლავთან იქნები, საყვარელი ადამიანის წერილის წაკითხვის დროს, რომელმაც დაგტოვა. უეჭველად დადგება დღე, როცა იტყვი: «ყველაფერი უკეთესობისთვის!» არაფერს აქვს დასასრული: ერთხელაც შენ მიხვდები, რომ მარტო დარჩი და ეს აზრი გადაგარჩენს.

8. არაფერია დასასრული, მაგრამ დასასრული ახლოს არის
სასარგებლოა იფიქროთ, რომ ის ხვალ დადგება. მაშინ უფრო გაგიადვილდება ამ პუნქტების მიყოლა.

9. გააკეთე რაც გინდა, მაგრამ იზრუნე საკუთარ სხეულზე
წინააღმდეგ შემთხვევაში ის მოულოდნელად შურს იძიებს შენზე. გამოიმუშავე ჩვევად ყოველთვის ჰკითხო რა სურს მას და შეასრულე ეს სურვილი. თუ თქვენ არასოდეს მოგისმენიათ სხეულისთვის და არ იცით როგორ საუბრობს ის, დაიწყე მარტივით – გაისეირნე ტყეში, იცურავეთ ან დაკავდით იოგით. დანარჩენი მოხდება თავისით: სხეული ელის, რომ მისი ხმა გაიგონ.

10. რომანტიკა, სიყვარული და ვნება — ეს მშვენიერია
მაგრამ მათ თუ ავურევთ სექსში, შეიძლება დიდი ხნის მანძილზე დარჩე მის გარეშე. ეს კი სისულელე და საზიანოა. გააკეთე ისე, რომ სექსი იყოს შენს ცხოვრებაში. მოსულმა რომანტიკამ და სიყვარულმა დაე საწოლში, ახალ საყვარელთან ერთად გიხილოს.

11. ყველაზე ნაკლებად უნდა ინერვიულო იმაზე თუ რას იფიქრებს შენზე ხალხი 
ხალხი ძირითადად საკუთარ თავზე ფიქრობს, შენზეც, ოღონდ საკუთარი საზომით. უფრო სწორად, ისინი არ ფიქრობენ არც საკუთარ თავზე და არც ერთმანეთზე.

12. გეშინოდეს თავდაჯერებულობის – ეს მარაზმის დასაწყსია
ეჭვი შეიტანე, დაუშვი სხვა ვარიანტები, დატოვე უკან დასახევი გზები შენთვისაც და სხვებისთვისაც. მე ეჭვი მეპარება ყველა პუნქტში, რომელიც ჩამოვწერე, მაგრამ ყველაფერს ისე ვტოვებ, როგორც არის. მე ვიცი, რომ ერთ დღესაც მარტო დავრჩები და მინდა გამოვცადო, მიშველის თუ არა ეს ყველაფერი.

13. მოუფრთხილდი მეგობრებს
მეგობრები – ერთად-ერთია, რისი დაგროვებაც ღირს. ერთხელაც მე მივხვდები, რომ მარტო დავრჩი, მეგობრები კი მაშინვე მოვლენ დამეტყვიან: «შენ ხომ არ გაგიჟდი? ჩვენ გყავართ!» – და ეს სიმართლეა.
ჩვენ ცხოვრებაში ვნახულობთ მხოლოდ იმას, რასაც თავად ვდებთ მასში. სიტუაციაში, როცა გეჩვენება, რომ მარტო დარჩი, არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩამოუშვა ხელები. როგორც იტყვიან: «ნუ შეგეშინდება როცა მარტო ხარ, გეშინოდეს როცა ნული ხარ». უნდა იყო საკმარისად მამაცი და ამასთანავე გყავდეს მეგობრები.
გაუზიარეთ ეს საინტერესო სტატია მეგობრებს, შესაძლოა სწორედ ის დაეხმაროს ცხოვრებისეული სირთულეების გადალახვაში.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1489 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like