პროფესია Trouble-shooter – ადამიანი რომელიც აგვარებს ნებისმიერ პრობლემას

პროფესია Trouble-shooter – ადამიანი რომელიც აგვარებს ნებისმიერ პრობლემას

იცით თუ არა რომ, არსებობს ასეთი პროფესია – Trouble-shooter. მთელს მსოფლიოში 100-მდე ადამიანია ამ პროფესიის მქონე. ზოგიერთი მათგანის  ანაზღაურება საათში 100 000 დოლრას აღწევს. მათი გრაფიკი კი თვით ადრე დაგეგემილი.

მათი საქმიანობის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ისინი  მთელს მსოფლიოში მოგზაურობენ ადამიანების პრობლემების მოსაგვარებლად. აგვარებენ ნებისიმერი ადამიანის, ნებისმიერ პრობლემას. ძირითადად მათ მიმართავენ დიდი კორპორაციები, იშვიათად კერძო პირებიც.

Trouble-shooter – თვის მთავარი თავისი რეპუტაციაა.  ისინი ხელიდან ხელში გადადიან და თანაც დამკვეთები ამას კონკურენტებისგან მალულად აკეთებენ . მათი რეკლამა  მხოლოდ ერთია – ასპროცენტიანი შედეგი. შეცდომა გამორიცხულია.

მათი საქმიანობის არსის უკეთესად  გასაგებად,  რამდენიმე მაგალითს მოვიყვან.

ამერიკაში იყო ორი დიდი კომპანია, რომლებიც გამოსცემდნენ ყოველთვიურ ცნობარს ,,ყვითელ ფურცლებს”. მათ შორის  მიმდინარეობდა პაექრობა მიმდინარეობდა შავი პიარით, დემპინგით, თანამშრომლების გადაბირებით და ა.შ.

ჩვეულებრივ, ოფისის ყველა თანამშრომელი, ყოველგვარი ანალიზის და შედარების გარეშე, ერთ დოლარად  იძენდა  ორივე მათგანს, რადგან ორივე მათგანი ერთიდაიგივე ინფორმაციას შეიცავდა. ასე, რომ ერთ-ერთმა კომპანიამ მოიწვია rouble-shooter-ი.

მან გაანალიზა მოცემული სიტუაცია და განაცხადა:

მომდევნო თვეში დაბეჭდეთ მცირე ფორმატის ცნობარი, თუმცა მასში სრული ინფორმაცია  შეიტანეთ. ის უნდა იყოს ფორმით პატარა, მაგრამ სქელტანიანი.

მან მიიღო კუთვნილი ანაზღაურება და წავიდა, კონკურენტი ფირმა 2 თვეში დაიხურა.

რაშია საიდუმლო?

საქმე იმაშია, რომ როდესაც ორივე ცნობარი ერთიდაიგივე  ფორმატის იყო, ისინი ოფისის მაგიდებზე ბანქოს დასტის მსაგავსად  იყო განთავსებული, ხოლო როდესაც ერთი იყო დიდი ფორმატის, მეორე კი პატარა, ბუნებრივია პატარა ზომის ცნობარს ზემოდან იდო დიდი ზომის ცნობარზე. თვის ბოლოს კი მიხვდნენ, რომ თითქმის ყველა მხოლოდ თავზე მოთავსებულ ცნობარს იყენებდა. დიდი ზომის ფორამატის ცნობარი კი ერთხელაც კი არ გადაუშლიათ.

მეორე მაგალითი

Nike-ის მთავარ ოფისში 1000 ადამიანი თავს იმტვრევდა მეტად რთულის  ამოცანის გადაჭრაზე.
საბოლოოდ მათ მოიწვიეს trouble-shooter-ი და გააცნეს პრობლემა:

ჩვენ აფრიკის ზოგიერთ ღარიბ ქვეყანაში დავიწყეთ ფეხსაცმლის წარმოება. ყველაფერი  წინასწარ დავითვალეთ, ავაშენეთ ქარხნები, მოვამზადეთ პერსონალი, მაგრამ წავაწყდით მოულოდნელ პრობლემას: თანამშრომლებმა პროდუქციის მოპარვა დაიწყეს .

შევეცადეთ პრობლემის მოგვარებას, დაცვის თანამშრომლად დავიქირავეთ ადგილობრივის მაცხოვრებლები, მაგრამ უარესი შედეგი მივიღეთ , რადგან მათთაც მოსწონდათ ჩვენი ფეხსაცმელი.
თუ უსაფრთხოების თანამშრომლებს შტატებიდან დავიქირავებთ, ეს თვითღირებულებას გაგვიზრდის

Trouble-shooter-მა მათ ჰკითხა: ჩემგან რა გსურთ?

Nike:  მოიფიქრეთ ისეთი გზა, რომ ქურდობები ნულამდე შემცირდეს, ისე რომ არ დაცვაზე დამატებითი თანხის დახარჯვა არ დაგვჭირდეს.

სიტუაციის გაანალიზების შემდეგ trouble-shooter-მა გამოსავალი იპოვა: თქვენ ცალ-ცალკე უნდა გამოუშვათ მარცხენა და მარჯვენა ფეხსაცმელი სხვადასხვა ქვეყანაში.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1534 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

ფილოსოფია

მოკლე იგავი ნამდვილ წარმატებაზე

ერთხელ ერთი ბიზნესმენი მოხვდა კუნძულზე და დაინახა მზის გულზე მშვიდად მწოლიარე აბორიგენი, რომელიც წვენს წრუპავდა (თავად მოიფიქრეთ რის წვენს). — რატომ წევხარ და არაფერს არ აკეთებ? — მიმართა მას. — და რა უნდა

წარმატება და მოტივაცია

რაც არ უნდა მოხდეს, დარჩით თქვენი ოცნების მიზიდულობის ზონაში!

მინდა დაფიქრდეთ და უპასუხოთ საკუთარ თავს, თუ არის რამე, რასაც შეუძლია მოგცეთ იმაზე მეტი ენერგია და ბედნიერება, რასაც მიიღებთ თქვენი ოცნების ასრულების შემდეგ? ამ შეკითხვაზე პასუხი ვიმედოვნებ ყველასათვის ცალსახაა. თუმცა,

სიახლეები

10 ცხოვრებისეული გაკვეთილი თქვენი… ძაღლისგან

მე ზღურბლთან გხვდები იმაზე ფიქრის გარეშე, თუ როგორ გამოგასწორო. მაშინაც კი, როცა უხასიათოდ ხარ, მე უკვე გაპატიე. ჩვენ აქ ერთად ვართ და ეს ყველაფერზე მნიშვნელოვანია. წავიდეთ სასეირნოდ? 1. იცხოვრე მოცემული