პროდუქტის ანტირეკლამით გაპიარება

პროდუქტის ანტირეკლამით გაპიარება

გავრცელებულია მოსაზრება, რომ კარგ პროდუქტს რეკლამა არ სჭირდება. და ძალიან კარგს? სჭირდება რა თქმა უნდა! და უფრო კარგს? სჭირდება! უფრო, უფრო კარგს? საუკეთესოს? სჭირდება და როგორ! რა უნდა ქნათ, თუ არანაირი რეკლამა არ შველის? თუ პროდუქტის რეიტინგი შეუჩერებლად ეცემა მიუხედავად იმისა, რომ ფასის დაწევა მოხდა და ჩატარდა ფართო სარეკლამო კამპანია? თუ საერთოდ ყურადღებას აღარ აქცევს მყიდველი პროდუქტს? ასეთ დროს დაგეხმარებათ ანტირეკლამა!

გაგიკვირდათ? თქვენ წარმოიდგინეთ როგორ გაუკვირდება მყიდველს, როცა გაიგებს ან ნახავს, რომ მის საყვარელ პროდუქტს ლანძღავენ და აბრალებენ რაღაცეებს? მყიდველი აღშფოთდება და დაიწყებს იმის მტკიცებას, რომ ეს ყველაფერი ტყუილია და მისი საყვარელი პროდუქტი და მწარმოებელი კომპანია მსოფლიოში საუკეთესოა. ხვდებით რა შედეგები შეიძლება ამას მოჰყვეს? – ეს გამოიწვევს რეიტინგის მოულოდნელ აწევას და შესაბამისად ბრუნვის გაზრდას.

ზოგი „ანტირეკლამისტი“ ცდილობს ჯოხის ბოლომდე გადაღუნვას, რომ მაქსიმალურად ამოიღონ დამკვეთისგან დანაპირები თანხა. მათი ასეთი „გულმოდგინების“ შედეგი ზოგჯერ ხდება ის, რომ დამკვეთი მუდმივ კლიენტურას კარგავს და ახალ მოწინააღმდეგეებს იძენს. ამ საკითხში, ისევე როგორც სხვაში, საჭიროა სიფრთხილე, რადგან ამ დროს შეიძლება ისარგებლონ კონკურენტებმა და საბოლოოდ შელახონ თქვენი კომპანიის რეპუტაცია და მერე ძალიან გართულდეს იმის მტკიცება, რომ „აქლემი არ ხარ“. ამიტომ თუ გადაწყვეტთ „ანტირეკლამას“ მიმართოთ ძალიან კარგად უნდა გათვალოთ და ყველა საკითხზე დაფიქრდეთ.

ასევე გაითვალისწინეთ, რომ კომპანიის ან პროდუქტის სახელთან ერთად არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეეხოთ მომწოდებლებისა და საქმიანი პარტნიორების სახელს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათგან შეიძლება შემდგომ თანამშრომლობაზე უარი მიიღოთ, ეს როგორც მინიმუმ, ან სულაც სასამართლოში გიჩვლონ.

უსიამოვნება, რომელიც ანტირეკლამის დროს გამოიწვევს ხმაურს და ყურადღებას მიიქცევს უნდა იყოს მსუბუქი, ეპიზოდური და არავითარ შემთხვევაში რეგულარული.

ანტირეკლამის დროს, მინიმუმ სამჯერ მაინც უნდა მოხდეს კომპანიის წარმომადგენლის საჯარო გამოჩენა და ინტერვიუს ჩაწერა, სადაც ის ტაქტიკურად დაარწმუნებს საზოგადოებას, რომ საკითხი მკაცრ კონტროლზეა და კონკრეტული ინციდენტი ვერავითარ შემთხვევაში ვერ მოახდენს ზეგავლენას კომპანიის პროდუქციის მაღალ ხარისხსა და უპრეცედენტოდ დაბალ ფასებზე.

მეოთხე, გადამწყვეტი ნაბიჯი შეიძლება იყოს ოფიციალური განცხადება იმის შესახებ, რომ ჩატარებულია სიღრმისეული კვლევა, გავრცელებული ინფორმაცია არ დადასტურდა, რომ კომპანიის წარმომადგენლები ყველა საკითხში გაერკვნენ, იყო კონკრეტული ინციდენტი, რომელიც აღმოიფხვრა, აღნიშნულ საკითხში დამნაშავე პირებმა შესაბამისად აგეს პასუხი და მსგავსი რამ აღარ განმეორდება. ასევე შეგიძლიათ ამ სიტუაციის პარალელურად რაიმე ახალი პროდუქტი ჩაუშვათ ბაზარზე, რომლის გასარეკლამებლად მინიმალური დანახარჯები დაგჭირდებათ, რადგან კომპანია უკვე ყურადღების ცენტრშია.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1548 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

სიახლეები

წარმატებული ქალის 15 ოქროს წესი

1. შეისწავლეთ ბედნიერება ქალი, რომელიც შეისწავლის ბედნიერებას – ძლიერი მაგნიტია მამაკაცებისთვის! დამტკიცებულია, რომ თუ «შეისწავლით» ბედნიერ ღიმილს, შედიხარ აუცილებელ მდგომარეობაში, რომელიც შემდეგ რეალურ ბედნიერებას იწვევს. 2. დღე და ღამ ნუ

ბიზნესფსიქოლოგია

როგორ გავხდეთ ქარიზმატული ლიდერი?

1. გააკეთეთ ისე, რომ თქვენმა თანამოსაუბრეებმა თავი იგრძნონ ყველაზე ჭკვიან, მომხიბლავ და საინტერესო ადამიანებად. 2. ისე მოიქეცით, რომ ადამიანები საუბრის დროს გრძნობდნენ თქვენი მხირდან ყურადღებას: დაუწიეთ ინტონაციას ბოლოსკენ და თავი

ბიზნესფსიქოლოგია

ღირს თუ არა დაეხმაროთ კოლეგებს სამსახურში?

რა დადებითი და უარყოფითი მხარეები შეიძლება ჰქონდეს უანგაროდ გაწეულ დახმარებას დღევანდელ კორპორატიულ რეალობაში? დადებითი მხარეები: №1 – ფსიქოთერაპევტული ეფექტი, ან თანამონაწილეობით მიღებული სიხარული. კოლეგისთვის დახმარების ხელის გაწვას, რომელიც მიმართულია საერთო