პოზიტიური ისტორიები განწყობისთვის

პოზიტიური ისტორიები განწყობისთვის

ჩვენ, ადამიანები, სხვა ადამიანებში ყოველთვის ვპოულობთ იმას, რასაც ვეძებთ. თუ სიკეთეს დავუწყებთ ძიებას მას აუცილებლად ვიპოვით და თუ ცუდ თვისებებს – მათაც აუცილებლად ვიხილავთ.

ცხოვრება სავსეა ლამაზი წუთებით და ამაღელვებელი, შთამაგონებელი ისტორიებით. ეს შეიძლება დამხმარე წყარო იყოს იმისათვის, რომ თავი ბედნიერად ვიგრძნოთ. ამიტომ მინდა მოგიყვეთ ისტორიებზე, რომლებიც პოზიტივს შეგმატებთ:

  1. ერთხელ მეგობრები სავაჭრო ცენტრში ვსეირნობდით. ერთ-ერთ სართულზე ვიქტორინა ტარდებოდა, ჯილდოდ კი ლამაზ და რბილ სათამაშოებს არიგებდნენ. ჩვენ ბედმა გაგვიღიმა და დიდი და საყვარელი დათუნია გადმოგვცეს. როდესაც სავაჭრო ცენტრიდან გავდიოდით, დავინახეთ პატარა ბიჭუნა მამასთან ერთად, რომელიც ჯანმრთელად არ გამოიყურებოდა და გადავწყვიტეთ ჩვენი პრიზი მისთვის გვეჩუქებინა. ბიჭმა გვითხრა ,,მადლობა». მამას კი ცრემლები მოერია. აღმოჩნდა, რომ ბოლო რამოდენიმე თვის განმავლობაში, ეს ბიჭის მიერ ნათქვამი პირველი სიტყვა იყო.
  2. ერთხელ სახლში დაბრუნებულმა სადარბაზოში განცხადება შევნიშნე: “ძვირფასო მეზობლებო, დღეს დილით, დაახლოებით 9.20 წუთზე, სადარბაზოს შესასვლელთან დავკარგე 20 ლარი. თუ ვინმე იპოვით, გთხოვთ მომიტანოთ 74-ე ბინაში. პენსია სულ 180 ლარი მაქვს. მადლობა”. ამოვიღე 20 ლარი და ბინისკენ გავეშურე. ფულით ხელში ბებომ რომ დამინახა, ცრემლები წამოუვიდა და დამლოცა. მერე კი დამშვიდდა და მომიყვა: “პურის საყიდლად გავედი. როცა ვბრუნდებოდი, სადარბაზოში შემოსვლისას გასაღები ამოვიღე – ფული კი, ალბათ, ამომივარდა”. 20 ლარი კი არაფრით არ აიღო. მითხრა რომ დღის განმავლობაში მეექვსე ვიყავი ვინც ბებიის დაკარგული ფული “იპოვა“.
  3. ვმუშაობ სწრაფი კვების ობიექტში. დღეს ერთმა ბიჭმა, როდესაც მისი რიგი მოვიდა, გამომიწოდა თანხა და მითხრა: “ჩემს უკან დგას გოგონა, მას არ ვიცნობ, მაგრამ მინდა ყავაზე მე დავპატიჟო. ძალიან გთხოვთ, უსურვეთ მას “წარმატებული დღე”. გოგონას თავიდან ძალიან გაუკვირდა, შემდეგ კი არ დაიბნა და მთხოვა იგივე გამეკეთებინა მის უკან მდგომისთვის! შემდეგსაც იდეა ძალიან მოეწონა. ამ დილით მე გადავეცი პოზიტიური განწყობა 6 ადამიანს.
  4. სერიოზულად გავცივდი. ვიწექი საწოლში და განძრევაც კი არ შემეძლო. ყველა ოჯახის წევრი სამსახურში იყო, მარტოობისგან და უმწეობისგან ტირილიც კი მომერია. ჩემი ძაღლი კირა დაუღლელად მორიგეობდა საწოლთან და ერთგული და მზრუნველი თვალებით მიყურებდა. უეცრად ის ოთახიდან გავიდა და დაბრუნდა არც თუ ისე დიდი ზომის აქოთებული ძვლით პირში. ეტყობა ეს შავი დღისთვის გადამალული ტკბილი ლუკმა იყო, რომელიც ჩემთვის გაიმეტა, საწოლზე დამიდო და ცხვირით ჩემკენ გამოწია: “აჰა, ისიამოვნეო!”
  5. ერთხელ სუპერმარკეტში ჩემთან მოვიდა პატარა გოგონა და მთხოვა ხელში ამეყვანა. გავოცდი, მაგრამ დავიხარე და ხელში ავიყვანე. ვიფიქრე, ალბათ დაიკარგა-თქო. მან მშვიდად მომხვია კისერზე ხელები, თვალებში ჩამხედა და მითხრა: ისეთი მოწყენილი იყავი, მინდოდა რომ გაგეღიმაო!
  6. გუშინ მთელი დღე გადაუღებლად წვიმდა. ოფისში ვიყავი რომ მითხრეს შენს მანქანას ვიღაც დიდი ხანია არ შორდებაო. შევშინდი. როდესაც ჩემს მანქანას მივუახლოვდი, ყველაფერი წესრიგში დამხვდა, გარდა ლუქისა. ვიღაცას ის დაუხურავს, რომ მანქანაში წვიმა არ ჩასულიყო.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

ჯუნა სანიკიძე
ჯუნა სანიკიძე 33 posts

სამუშაო ადგილი: მისო კრისტალი, პოზიცია: საკრედიტო ანალიტიკოსი პარალელურად: უყვარს წერა, ფსიქოლოგია, ადამიანები, საინტერესო ისტორიები. არის: პოზიტიური, შრომისმოყვარე, მიზანსწრაფული

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

12 მეთოდი ყველაფრის მისაღებად

1. ცხოვრებაში კარგი მოსწრება აქვთ მათ, ვისაც არ ეშინია რაიმე დიდებულზე ოცნება და შემდეგ ამ ოცნებების განსახორციელებლად რისკზე წასვლა. 2. როცა შენ უკვე მზად ხარ დანებდე, ყველაზე მეტად ახლოს ხარ

Print Friendly, PDF & Email

როგორ გავხდეთ უკეთესი კაიძენის სტრატეგიის დახმარებით

ხშირად ჩვენ ვცდილობთ მოვძებნოთ რაიმე ხერხი ან საიდუმლო, რომელიც დაგვეხმარება სწრაფად შევიცვალოთ. თუმცა ცხოვრებაში ასე არ ხდება. იმისათვის, რომ წარმატებას მივაღწიოთ საჭიროა არა ერთი გიგნატური ნაბიჯი, არამედ ქმედებების თანმიმდევრულობა ხანგრძლივი

Print Friendly, PDF & Email

მარკ ცუკერბერგის შესანიშნავი წერილი, რომელიც მან თავის ახალშობილ გოგონას დაუწერა

სოციალური ქსელის Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი მილოცვებს იღებს: ცოტა ხნის წინ მას გოგონა შეეძინა, რომელსაც მეუღლე პრისცილა ჩანთან ერთად შეურჩია სახელი მაქსი. ბავშვის დაბადება ბევრს აიძულებს ცხოვრებას სხვა თვალით შეხედოს

Print Friendly, PDF & Email

როგორ ვმართოთ და გადავანაწილოთ ენერგია დღის მანძილზე?

ადამიანი, რომელიც დაკავებულია თავის საქმით, ცხოვრობს მომატებული მჟავიანობის მქონე გარემოში. გარიგება თუ არ შედგა — სტრესია. გარიგება თუ შედგა — სტრესია. მთავარ პრობლემად რჩება ენერგორესურსის დეფიციტი. უბრალოდ ორგანიზმისთვის მინერალებია არასაკმარისი

Print Friendly, PDF & Email

მარკეტინგი დაოს სტილში: 10 პრინციპი

1. განსაზღვრეთ კლიენტის მოთხოვნილება: გაყიდვის ცოდნა – ეს უპირველეს ყოვლისა არის პრობლემის გადაჭრის შესაძლებლობა. შეეცადეთ გაიგოთ კლიენტის როგორც ცნობიერი, ისე არაცნობიერი მოთხოვნები. გადააქციეთ თქვენი კლიენტები მასწავლებლებად. 2. დაეხმარეთ კლიენტს გააცნობიეროს

Print Friendly, PDF & Email

ტურიზმის განვითარების ცენტრი აცხადებს კონკურსს თემაზე – „მოგზაურობა“

ტურიზმის განვითარების ცენტრი აცხადებს კონკურსს თემაზე – „მოგზაურობა“, რომელიც მიზნად ისახავს განსაკუთრებული წერის ნიჭით დაჯილდოებული დამწყები თუ აქტიური ბლოგერების აღმოჩენას და მათ გამოვლენას. კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება 3 გამარჯვებული. ● პირველი

Print Friendly, PDF & Email