პოზიტიური განწყობა წარმატებისთვის

პოზიტიური განწყობა წარმატებისთვის

გახსოვდეთ! კარგი განწყობა წარმატებული ცხოვრების საფუძველია. როდესაც ცუდ ხასიათზე ხართ, იფიქრეთ იმაზე, რომ ამ დროს თქვენ ცხოვრების ძვირფას წუთებს კარგავთ. განწყობა ადამიანის ყველა სფეროზე მოქმედებს.
პოზიტიური განწყობით თქვენ შეგიძლიათ მთები გადადგათ, ბევრი კარგი საქმე გააკეთოთ და გადაჭრათ რთული პრობლემები.

რამდენიმე რჩევა კარგი განწყობის შესაქმნელად:

გაიღიმეთ – როდესაც სახეზე რამდენიმე წუთის განმავლობაში შეინარჩუნებთ ღიმილს, თქვენი განწყობა მაშინვე გამოკეთდება. ღიმილი გვაიძულებს თავი მხიარულად და ბედნიერად ვიგრძნოთ. გაიღიმეთ და ნუ შეგეშინდებათ იმის რომ სხვები არასწორად გაგიგებენ. შეეცადეთ კონცენტრაცია გაუკეთოთ თქვენს აზრებს, ოცნებებს, იმას, რისი გაკეთებაც გინდათ, რაც სიამოვნებას განიჭებთ. ასე უფრო მიზანმიმართულად იმოქმედებთ მიზნის მისაღწევად.

მიირთვით გემრიელად – საყვარელმა კერძმა შეიძლება სტრესი მოგიხსნათ .კვება აუმჯობესებს განწყობას, ზრდის სტრესისა და კონფლიქტების მიმართ გამძლეობას, ამცირებს დეპრესიების გამოვლენას. ნერვული სისტემისთვის კარგია მარცვლეული პროდუქტები (პური, ფაფები), ხილი და ბოსტნეული. დეპრესიის დაძლევას ხელს უწყობს გოგრის და მზესუმზირის მარცვლები(მაგნიუმი), შვრია(ვიტამინი B) ,ქათმის ხორცი (ცილა, ვიტამინი I) . ბანანი და შოკოლადი კი ხელს უწყობს სეროტონინის გამოყოფას, რაც კარგ განწყობას “განაგებს”. ტონუსის შესანარჩუნებლად კარგია კაკაო და მარწყვი.

მოუსმინეთ მუსიკას – მუსიკის დახმარებით შეგიძლიათ კარგად მართოთ საკუთარი განწყობა. მოუსმინეთ საყვარელ მუსიკას, იმღერეთ ,იცეკვეთ.

უყურეთ ფილმს – შეარჩიეთ საყურებლად მხიარული და ცხოვრებისეული ოპტიმიზმით სავსე ფილმი. შეიძლება ეს იყოს კომედია ან სათავგდასავლო ჟანრის ფილმი.

დაკავდით ხელოვნებით – ცუდი განწყობა შეიძლება დაიხატოს, ან ჩაიწეროს ლექსის სახით. მთელი უარყოფითი მუხტი გადმოაფრქვიეთ ფურცელზე. არ დაიტოვოთ ცუდი შიგნით და თქვენი განწყობა გამოკეთდება.

ჩაეხუტეთ – ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რომ კარგი განწყობისთვის ადამიანს დღეში 30 სასიამოვნო შეხება სჭირდება. სასიამოვნო ტაქტილური შეგრძნება დადებით ემოციებს იწვევს. ჩაეხუტეთ ახლობლებს და მოდუნდით.

იყოლიეთ ცხოველი – ჩვენი პატარა მეგობრები თავიანთი ერთგულებით და სიყვარულით დიდ სიამოვნებას მოგანიჭებენ. ცხოველებზე ზრუნვა აძლიერებს სიხარულის ჰორმონის გამოყოფას და ამცირებს სისხლში სტრესის ჰორმონის დონეს.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1529 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

წარუმატებლობიდან მსოფლიო აღიარებამდე! 9 შთამაგონებელი ისტორია

23 წლის ასაკში ოპრა უინფრი გამოუშვეს სამსახურიდან, სადაც რეპორტიორად მუშაობდა. 24 წლის ასაკში სტივენ კინგი ცხოვრობდა ტრაილერში. 28 წლის ასაკში ჰარი პოტერის ავტორი, ჯოან როულინგი იყო მარტოხელა დედა, რომელმაც თვითმკვლელობა

Print Friendly, PDF & Email

როგორ მოვიქცეთ თუკი კრედიტს ვერ ვფარავთ?!

როგორ მოვიქცეთ, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე არ ვიხადოთ ვალები და შევინარჩუნოთ ქონება. როცა კრედიტს ვიღებთ, დაახლოებით მაინც გვაქვს წარმოდგენილი თუ როგორ გადავიხდით მას: ხელფასიდან, პრემიიდან, ნელნელა, მცირე დანაზოგის გაკეთებით. უფრო

Print Friendly, PDF & Email

ჯეი აბრაამი: ბრენდის პოზიციონირების 15 მეთოდი

 საკუთარი თავის, პროდუქტის ან კომპანიის «შესანიშნავ ხარისხში» პოზიციონირების 15 მეთოდი 1. რაც არ უნდა გააკეთოთ კლიენტისთვის, აკეთეთ ეს შემდეგი დევიზით: «თქვენს განკარგულებაში ვარ». გახსოვდეთ, რომ თქვენ კლიენტისთვის «სანდო მრჩეველი» ხართ

Print Friendly, PDF & Email

ფსიქოლოგი როი ბაუმაისტერის 11 რჩევა სწორი გადაწყვეტილებების მიღებისთვის

B2P.GE-ს გუნდმა მოამზადა ეს ჩამონათვალი ცნობილი ფსიქოლოგის როი ბაუმაისტერის დასკვნების საუფძველზე, რომელმაც გამოიკვლია ადამიანური კეთილი ნების ძალა და თვითკონტროლი. მან საოცარი აღმოჩენები გააკეთა იმის შესახებ, თუ როგორ ვიღებთ ადამიანები გადაწყვეტილებებს და

Print Friendly, PDF & Email

დრო და ფული

წარმოიდგინეთ,რომ ყოველ დღე თქვენს საფულეში ჩნდება 86 400 დოლარი. ყოველ ღამე შუაღამისას, ყველა არადახარჯული თანხები ქრება, არაფერი არ გროვდება. მაშ რა ვქნათ? დახარჯეთ სულ დღესვე! ყოველივ ეჩვენთაგანს გააჩნია საფულე სახელწოდებით

Print Friendly, PDF & Email

მიიღეთ ფული სახლიდან გაუსვლელად

კრედიტის აღება მარტივია თუ კარგ მიკროსაფინანსო კომპანიას შეარჩევთ, სწორ არჩევანში კი sesxebi.com  დაგეხმარებათ. ვებ პორტალზე განთავსებულია ყველა ქართული ონლაინ მსესხებლი კომპანია, რომელიც განსხვავებულ პირობებსა და საპროცენტო განაკვეთს სთავაზობს მომხმარებლებს. ფულის

Print Friendly, PDF & Email