ამბავი გაჭირვებულსა და ძალაუფლების წარმოჩენაზე

ამბავი გაჭირვებულსა და ძალაუფლების წარმოჩენაზე

– რა ღირს კვერცხი? ჰკითხა ქალმა.
– 5 ლარი 10 ცალი! უპასუხა მოხუცებულმა გამყიდველმა.
– 15 მომეცი 5 ლარად და წავიღებ, თუ არა და არ მინდა!
– კარგით, წაიღეთ, დღეს ვერაფერი გავყიდე ჯერ…

ქალმა გამოართვა ლამაზად ჩალაგებული კვერცხები და მანქანისკენ გაეშურა გამარჯვებული სახით. მოგვიანებით რესტორანში წავიდა თავის მეგობართან ერთად, 90 ლარის შეუკვეთა, უამრავი საჭმელი ხელუხლებელი დატოვეს, გადახდისას 100 ლარიანი მიაწოდეს, ხურდა დაიტოვეო თავი გამოიჩინეს…

ეს ინციდენტი შეიძლება სასიამოვნოა რესტორანის მფლობელისთვის, მაგრამ მტკივნეულია მოხუცებული გამყიდველისთვის…

რატომ ვცდილობთ ძალაუფლების წარმოჩენას, როცა გაჭირვებულიდან რაიმეს ვყიდულობთ? და რატომ ვხდებით სულგრძელები იქ სადაც ამას არც მოითხოვენ და ეს არც სჭირდებათ?….

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1516 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ