პლანეტის 20 ულამაზესი ადგილი, სადაც ბუნება დაცულია
1732 Views

პლანეტის 20 ულამაზესი ადგილი, სადაც ბუნება დაცულია

აშშ სატელევიზო არხმა CNN შეადგინა მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ეროვნული პარკების რეიტინგი. შეფასების კრიტერიუმები იყო ბუნების სილამაზე და ადგილების მხატვრულობა, უსაფრთხოება და ადგილობრივი მოსახლეობის სტუმართმოყვარეობის დონე. ტელეარხმა ყურადღება მიაქცია იმ ფაქტს, რომ აშშ-ს პარკები რეიტინგში არ მონაწილეობდნენ.

GoodTravel-ი დაინტერესდა ამ ფაქტით და გადაწყვიტა B2P.GE-ს მკითხველისთვისაც გაეცნო ჩვენი პლანეტის ის ადგილები, რომლებიც ამ ჩამონათვალში მოხვდნენ. ყველაზე დიდი ყურადღება სიის ოცეულს მივაქციეთ და გვინდა გაგაცნოთ თქვენც.

ლოს-გლასიარესი, არგენტინა

პარკის ტერიტორიის 30 % დაფარულია ყინულით, ამიტომ მას სხვანაირად ეძახიან პატაგონიის ყინულების პარკს.

განდოკა-მანსანილია, კოსტა-რიკა

წარმოადგენს შერეულ ეროვნულ ნაკრძალს, სადაც შეხვდებით ფლორისა და ფაუნის წარმოუდგენლად ლამაზ შერწყმას, ოკეანის პლაჟებს, ასევე ადგილობრივი კულტურა ამ ადგილს ხდის უნიკალურს.

ტიკალი, გვატემალა

აქ მდებარეობს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ცნობილი არქეოლოგიური ძეგლი – მაიას ცივილიზაციის ცენტრი.

ტორეს-დელ-პაინე, ჩილე

ეს ეროვნული პარკი მდებარეობს პატაგონიის ჩილეს ნაწილში. მეცნიერების აზრით ის 11 მლნ. წლისაა.

კანაიმა, ვენესუელა

კანაიმას ეროვნული პარკი მდებარეობს ვენესუელას სამხრეთ-აღმოსავლეთში. სწორედ აქ მდებარეობს მსოფლიოში ყველაზე მაღალი ჩანჩქერი — ანხელი.

ჰალაპაგოსის კუნძულები, ეკვადორი

ჰალაპაგოსის ცნობილი კუები, რომელთა სახელიც დაერქვა კუნძულებს, ისინი რეკორდსმენები არიან ცხოველებში ყველაზე ხანგრძლივი არსებობის გამო — მათი სიცოცხლის ხანვრძლივობა 200 წელზე მეტია.

კაირნჰორმსი, შოტლანდია

პარკში არის ფართე და ცარიელი სივრცეები, რომლებზეც ფრინველები ბუდეებს იწყობენ.

ჰერემე, თურქეთი

წარმოადგენს მუზეუმს ღია ცის ქვეშ — აქ არის კლდეში ნაკვეთი 350 ბიზანტიური ეკლესია.

ტატრის ეროვნული პარკი, პოლონეთი

პოლონეთის ერთადერთი მაღალმთიანი პარკი, რომელიც შექმნილია უნიკალური მთის ლანდშაფტის, ფლორისა და ფაუნის შესანარჩუნებლად.

პლიტვიცის ტბები, ხორვატია

ეს ადგილი მოიცავს 16 ულამაზეს კარსტულ ტბას, რომლებიც ერთმანეთს ჩანჩქერებით უერთდება.

ჩანჩქერი ვიქტორია, ზამბია

ჩანჩქერი მდებარეობს მდინარე ზამბეზზე ზამბიაში და ღირსეულად ითვლება მსოფლიოში ერთ-ერთ ულამაზეს ადგილად.

კრიუგერის ეროვნული პარკი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა

ეს ერთ-ერთი უძველესი პარკია სარ-ში, რომელიც წარმოადგენს ბიოსფერული რეზერვანტის კრიუგერ-ტუ-კენიონსის ნაწილს.

ნამიბ-ნაუკლუფტი, ნამიბია

ამ პარკის ფართობი თითქმის 50 000 კმ2-ია, ძირითადად უდაბნოა და წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე დიდ დაცულ ტერიტორიას მსოფლიოში.

ეინ-ავდატი, ისრაელი

ეინ-ავდატის ეროვნული პარკი ძირითადად უდაბნოსგან შედეგბა, თუმცა მის შემადგენლობაში ულამაზესი კანიონებიც შედის. ეს ადგილები დასახლებული იყო პირველი ქრისტიანი ბერებით.

ჩჟანცზიაცზე, ჩინეთი

ეროვნული პარკი გადაშლილია ულინიუანის მთებში, ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთით, ხუნანის პროვინციაში. ეს ადგილი ყველას აოცებს თავისი სილამაზით. ის პარალელურად წარმოადგენს ზოოპარკს, ბოტანიკურ და გეოლოგიურ ნაკრძალს.

ნეჯანგსანი, სამხრეთ კორეა

პარკი ჩამალულია ნეჯანგსანის მთებში, სეულის სამხრეთით. განსაკუთრებულად ლამაზია შემოდგომით.

მინერია, შრი-ლანკა

მინერიას პარკის სიამაყეს წარმოადგენს სპილოების უდიდესი პოპულაცია.

ბანდჰავგარჰი, ინდოეთი

ამ პარკში ბინადრობენ ინდოეთში ვეფხვების ყველაზე დიდი პოპულაცია.

ულურუ — კატა-ტიუტა, ავსტრალია

ცნობილი წითელ-ყავისფერი ულურუს მთა (ერს-როკი) ფერს იცვლის იმის მიხედვით, თუ რომელი კუთხიდან ეცემა შუქი.

პაპაროა, ახალი ზელანდია

ამ პარკის მთავარი ღირსშესანიშნაობა არის ლამაზი გამოქვაბულები და კრიქვის კლდეები.

Print Friendly, PDF & Email

About author

Good Travel
Good Travel 9 posts

<p>შეამოწმეთ ჩვენი სერვისი და დაისვენეთ…<br /> ტელ: 2 300-700; 2 307-007; 592 307-007<br /> ელ-ფოსტა: info@goodtravel.ge<br /> www.goodtravel.ge – ჩვენთან მუდამ სეზონია!</p>

View all posts by this author →

You might also like