4 ფაქტი პირველ იაპონელ მილიარდელ ქალზე, რომელმაც “საკუთარი თავი შექმნა”

4 ფაქტი პირველ იაპონელ მილიარდელ ქალზე, რომელმაც “საკუთარი თავი შექმნა”

აზიური წარმოშობის 26 მილიარდერი ქალის სია შეავსო კომპანია Tempstaff -ის დირექტორმა, იაპონელმა ქალბატონმა – იოსიკო სინოხარამ.

საკუთარი საქმის გახსნიდან 40 წლის შემდეგ, 82 წლის იოსიკო სინოხარა გამოცხადდა პირველ იაპონელ მილიარდერ ქალად, რომელმაც დამოუკიდებლად მიაღწია ფინანსურ წარმატებას.

სინოხარამ მოღვაწეობა 1973 წელს დაიწყო Temp Holdings-ის პერსონალის შესარჩევი კომპანიის გახსნით, რომელიც თავიდან განთავსებული იყო მის მოკრძალებულ ბინაში ტოკიოში. ბიზნესის ჩაშვებისას მან ყველაფრით გარისკა რაც კი გააჩნდა და არც შემცდარა. თუმცა, იაპონელი მილიარდერი ქალბატონი, რომელიც ასევე საპატიო ადგილზეა გამოცემა Fortune-ის მიერ მომზადებულ სიაში, სადაც წარმოდგენილები არიან მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანები, სასწორზე არ დებდა თავის ბედნიერებას.

ამ გასაოცარი ქალბატონისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება.

1. მიზნის მისაღწევად მან სერიოზული რისკი გასწია
სინოხარას არ შეეძლო შეგუებოდა იმ მოვალეობებს, რომლებსაც იაპონია სთავაზობდა, ამიტომ, მან კურსი ევროპაზე აიღო, სადაც მას საშუალება მიეცა მოწყობილიყო არასაშტატო დროებით სამუშაოზე.
1970 წელს ის იაპონიაში დაბრუნდა და დააფუძნა საკუთარი კომპანია, რომელიც აწარმოებდა პერსონალის შერჩევას დროებითი სამუშაოსთვის. უნდა აღინიშნოს, რომ ეს იყო გამოწვევა, რადგან იმ დროისთვის იაპონიაში საქმიანობის ასეთი ფორმა არალეგალურად ითვლებოდა. საკუთარი იდეების გადახედვის ნაცვლად, სინოხარამ გარისკა ყველაფრით: „ფიქრებში წარმოვიდგენდი როგორია ციხეში ჯდომა, რამხელაა ციხის საკანი? არის თუ არა იქ ნორმალური ტუალეტი? ფანჯარა?“ – განაცხადა ინტერვიუში სინოხარამ 2009 წელს.
 
2. მას არ დაუსახავს მიზნად მილიარდერობა
ბევრი სხვა მილიარდერისგან განსხვავებით, სინოხარა არასოდეს ცდილობდა მილიარდერების სიაში შესვლას. მისი მიზანი იყო, რომ სასარგებლო ყოფილიყო საზოგადოებისთვის თავისი საქმიანობიდან გამომდინარე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იაპონელი ქალბატონი ცდილობდა საკუთარი კვალი დაეტოვებინა დედამიწაზე.

3. თუმცა მას მამაკაცების დაქირავებაც დასჭირდა
დასაწყისში სინოხარას კომპანია ძალიან ამაყობდა იმით, რომ იქ მხოლოდ ქალები მუშაობდნენ – ეს სრულიად შეესაბამებოდა მის იდეოლოგიას. თუმცა მოგვიანებით, გაყიდვებში დაფიქსირდა ვარდნა და სინოხარამ დაიწყო მამაკაცების დასაქმებაც.

1988 წელს, სინოხარა დაინტერესდა გარკვეული საკითხებით და საკუთარ თანამშრომელ ქალბატონებს ჰკითხა: “ჩვენს კომპანიაში მამაკაცების დასაქმების თაობაზე რაიმე საწინააღმდეგო ხაომ არ გაქვთ?” მათ კი უპასუხეს შემდეგი: “არა, არა, ჩვენ ეგ „არსებები“ აქ არ გვჭირდებიან”-ო.
საბოლოოდ სინოხარა მაინც საკუთარ ინტუიციას მიენდო – მამაკაცების დაქირავებით მან გაყიდვების ზრდა დააფიქსირა (თან გორმაგებული) – სინოხარამ გაარკვია, რომ: მისი კომპანიის საუკეთესოდ მუშაობისთვის საჭიროა როგორც მამაკაცებზე, ისე ქალებზე

4. მან საუკეთესო შესაძლებლობები აჩუქა იაპონელ ქალებს
მუშაობის და ამავდროულად ბავშვების აღზრდის საშუალებამ იაპონელი ქალბატონები აღაფრთოვანა. იაპონიაში გათხოვების და ბავშვების გაჩენის შემდეგ ქალები ძირითადად დიასახლისები ხდებოდნენ – კარიერის მოწყობისა და წარმატებული სამსახურის შოვნის შანსები მათთვის მიზერული იყო.

სინოხარას კომპანია შეეცადა ეს რეალობა შეეცვალა. იაპონელი ქალბისა და დედების დასაქმებამ გამოიწვია მისი ბიზნესის ზრდა და გამყარება.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1489 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like