პიგმალიონის ეფექტი: მოლოდინი მართლდება!

პიგმალიონის ეფექტი: მოლოდინი მართლდება!

პიგმალიონის ეფექტი – ეს არის მოვლენა, რომლის არსი მდგომარეობს ადამიანის მიერ ამა თუ იმ ინფორმაციის სისწორის რწმენაში და ისეთ ქცევაში, რომლის გამოც აღნიშნული ინფორმაცია მართლდება.

საკითხის ისტორია
კვიპროსის მითოლოგიურმა მეფემ და ამავდროულად ბერძენმა სკულპტორმა პიგმალიონმა, ლეგენდის მიხედვით შექმნა გასაოცარი სილამაზის ქალის ქანდაკება. რაც უფრო დიდი დრო გადიოდა ოსტატს სულ უფრო უყვარდებოდა თავისი ქმნილება. ბოლოს პიგმალიონმა აღმოაჩინა, რომ ვერცერთი ქალი ვერ შეედრებოდა ამ ქანდაკების სილამაზეს. თავის ქმნილებას მან გალათეა უწოდა და სულ უფრო მეტად აღფრთოვანებაში მოდიოდა სპილოს ძვლისგან შექმნილი ლამაზმანის მომხიბვლელობით და დღე და ღამ მის გვერდით იყო. რთავდა მას ათასგვარი სამკაულით, უვლიდა და ჩასჩურჩულებდა ნაზ სიტყვებს…

ერთ-ერთ დღესასწაულზე შეყვარებულმა სკულპტორმა აფროდიტეს შესთხოვა სული ჩაედგა მისი შეყვარებული ქვის ქანდაკებისთვის, და სიყვარულის ქალღმერთმა თხოვნა შეუსრულა. ბედნიერებისგან თავდავიწყებით გახარებული პიგმალიონი გაიქცა თავის სახელოსნოში, სადაც მას რჩეული ელოდებოდა. ცოცხალი, თბილი და მოსიყვარულე გალათეა ზუსტად ისეთი იყო, როგორიც პიგმალიონს სურდა. მან მიიღო ის, რაც უნდოდა – მისი რწმენა და ძლიერი სურვილი დაეხმარა ოცნებას რეალობად ქცეულიყო. მსგავსი ფსიქოლოგიური ფენომენი, რომელიც ამართლებს მოლოდინს, საფუძვლად უდევს პიგმალიონის ეფექტს.

პიგმალიონის ეფექტი (ან როზენტალის ეფექტი) — ეს არის ფსიქოლოგიური ფენომენი, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანის მიერ სასწაულის რეალიზების მოლოდინი ბერვ ნაწილში განსაზღვრავს მისი ქმედების ტიპს და გარემოცვის რეაქციის ინტერპრეტაციას, რაც ახდენს სასწაულის განხორციელების პროვოცირებას.

მარტივად რომ ვთქვათ, როცა ჩვენ ღრმად დარწმუნებული ვართ რაიმე ინფორმაციის ნამდვილობაში, ჩვენ იმგვარად ვმოქმედებთ, რომ ხდება ამ ინფორმაციის დადასტურება. ამის დამაჯერებელი მაგალითია ცნობილი ექსპერიმენტი, რომელიც ჩატარდა 1968 წელს ამერიკელი ფსიქოლოგების რობერტ როზენტალის და ლენორა ჯაკობსონის მიერ.

როზენტალის შვილები
მკვლევარები – როზენტალი და ჯაკობსონი კვლევის დასაწყისში მივიდნენ სან-ფრანცისკოს ერთ-ერთ სკოლაში იმისათვის, რომ განესაზღვრათ მოსწავლეთა ინტელექტი. შედეგად, თითოეულ კლასში მათ მიერ შერჩეული იქნა რამოდენიმე მოსწავლე, რომლებიც ფსიქოლოგების აზრით, დაჯილდოვებულნი იყვნენ კარგი გონივრული შესაძლებლობებით. «თუ ამ ბავშვებს ჯერ არავინ იცნობს, უახლოეს მომავალში მათი ინტელექტუალური პოტენციალი აუცილებლად გაიხსნება! დაელოდეთ!» — განუცხადეს გაკვირვებულ მასწავლებლებს როზენტალმა და ჯაკობსონმა. საქმე იმაშია, რომ კვლევის მონაწილეები, რომლებსაც ფსიქოლოგები აქებდნენ, არასოდეს გამოირჩეოდნენ გონებრივი საქმიანობით ან განსაკუთრებული შესაძლებლობებით. რა თქმა უნდა არც ჩამორჩენილ მოსწავლეებს შორის იყვნენ, თუმცა «არც ვარსკვლავებს არ წყვეტდნენ ციდან». მასწავლებლებმა მიიღეს ფსიქოლოგების ნათქვამი და გადაწყვიტეს დალოდებოდნენ ამ ბავშვების გონებრივი შესაძლებლობების დემონსტრირების მომენტს.

აღსანიშნავია, რომ იმ მოსწავლეებს, რომლებიც სკოლის მონაცემებით მაღალ დონეზე სწავლობდნენ, ფსიქოლოგებმა IQ-ს დაბალი დონე დაუდგინეს. გარკვეული დროის შემდეგ, როცა როზენტალი და ჯაკობსონი იგივე სკოლაში დაბრუნდნენ, რათა ხელახლა გადაემოწმებინათ მოსწავლეები, აღმოჩნდა, რომ მათ მიერ შერჩეული ბავშვების IQ უვკე ძალიან მაღალი იყო!

ანუ, ექსპერიმენტმა სრულიად დამაჯერებლად აჩვენა, რომ ჩვენ ვიღებთ იმას, რისიც გვჯერა. ამ შემთხვევაში ინფორმაცია დაიჯერეს სკოლის მასწავლებლებმა და ნებსით თუ უნებლიედ ეს ინფორმაცია გადასცეს მოსწავლეებს, რამაც დადებითად იმუშავა. ერთი სიტყვით, რაც გინდა – იმას მიიღებ.

ეს განსაკუთრებით ეხება წარუმატებელ ოჯახში დაბადებულ და გაზრდილ ბავშვებს, რომლებისგანაც არავინ კარგს არ ელის. საკმარისია ასეთი ბავშვი შეაქო, დაიჯერო მისი შესაძლებლობების და თქვენგან დამოწმებული და გაშვებული ინფორმაცია იწყებს მუშაობას, საბოლოოდ კი ის ბავშვი თვალსა და ხელს შუა შეიცვლება უკეთესობისკენ.

ნუ ჩათვლით, რომ საქმე მხოლოდ ბავშვებს ეხებათ. ხელმძღვანელები, რომლებიც თავიანთ პოზიტიურ მოლოდინს უკავშირებენ გარკვეულ თანამშრომლებს, საბოლოოდ იღებენ კიდეც მათგან შედეგს, რომელის აქმეს სჭირდება. ასევე ექიმი, რომელიც თავდაჯერებული და განწყობილია პაციენტის განკურნებაზე, შედეგად იღებს კიდეც განკურნებულ პაციენტს.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1531 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

10 გზა აზროვნების დაუყოვნებლივ შესაცვლელად მელ რობინსისგან

ჩვენ გვჯეროდა, რომ ჩვენი ტვინი წყვეტდა ზრდას, როგორც კი 20 წლის ასაკს მივაღწევდით. ამ შეხედულებიდან გამომდინარე, კი ვკარგავდით ტვინის უჯრედებს და გონების განვითარებისთვის ნებისმიერი მცდელობა უნდა დაგვევიწყებინა. მკვლევარებმა დაამტკიცეს ამ

Print Friendly, PDF & Email

მილიონერების 13 ჩვევა, რომლებმაც ყველაფერს თავისით მიაღწიეს

თომას კარლი ხუთი წლის მანძილზე 177 სელფ-მეიდ მილიონერის ჩვევას სწავლობდა. მან სპეციალური ტერმინიც კი მოიგონა — «მდიდრების ჩვევები», რომელთა გარეშე შვიდნიშნა შემოსავლის მიღებას ვერასოდეს ვერ შეძლებთ, მიუხედავად საკუთარ განსაკუთრებულობაში რწმენის

Print Friendly, PDF & Email

10 მარკეტინგული ხერხი თქვენი ბიზნესის განვითარებისთვის

1. სტუმრის სტატუსით პოსტების გამოქვეყნება ცნობილ გამოცემებში თქვენ შეგიძლიათ თქვენთვის საინტერესო ბლოგის რედაქტორს მიწეროთ სტატიის ტექსტი და მოკლე აღწერა. თუ თქვენ კარგად ვერ წერთ, შეგიძლიათ სთხოვოთ ვინმეს, ვისაც ეხერხება. 2.

Print Friendly, PDF & Email

წიგნი “მართე მარტივად”

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!Signup now and receive an email once I publish new content. I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

”პირველად შენ მაჯობე, მაგრამ შემდეგში გამარჯვება ჩემი იქნება!” ედმუნდ ჰილარი

1952 წელს ედმუნდ ჰილარის, ევერესტის დალაშქვრის უშედეგო მცდელობის შემდეგ, სთხოვეს სიტყვით გამოსულიყო ინგლისში გამართულ ერთ–ერთ ღონისძიებაზე. ჰილარი გამოვიდა სცენაზე და როცა დაინახა უზარმაზარი ფოტოსურათი ევერესტის გამოსახულებით, მუშტი მოუღერა მას და

Print Friendly, PDF & Email

5 რეკომენდაცია თვითგანვითარებისთვის

1. თავისუფალი დრო გაატარეთ თქვენთვის სასიამოვნო ადამიანებთან ერთად დასვენებას მოაქვს სიამოვნება, ჭეშმარიტი სიამოვნება მხოლოდ მაშინ დგება, როცა გარშემო ის ადამიანები გყავთ, ვისაც გულწრფელად უყვარხართ, პატივს გცემენ და მზად არიან რთულ

Print Friendly, PDF & Email