პაველ დუროვი  –  Вконтакте უკვე 10 წლისაა და გიზიარებთ 10 გაკვეთილს, რომელიც მისი შექმნის პროცესში მივიღე

პაველ დუროვი – Вконтакте უკვე 10 წლისაა და გიზიარებთ 10 გაკვეთილს, რომელიც მისი შექმნის პროცესში მივიღე

1. ყველაფრის კეთება შეიძლება სწრაფად. Вконтакте-ს პირველი ვერსია 2006 წელს ერთ თვეში ავაწყვე. მისი ზრდა მაშინვე დაიწყო. ამით მე ამოვატრიალე გავრცელებული მოსაზრება – საქმე კეთდება ან სწრაფად და ხარისხიანად, ან დიდხანს და ცუდად.

2. ყველაფერი «საჭიროა» სწრაფად აკეთო. Вконтакте-თან ერთად 2006 წელს კიდევ რამოდენიმე საიტი გაჩნდა იგივე კონცეფციით. დღეისათვის ისინი მივიწყებულია მხოლოდ იმიტომ, რომ ВКонтакте ყველაზე სწრაფად ვითარდება.

3. ზრდა საჭიროა იმ მხარეს, რომელიც ორგანულია. ВКонтакте გაიზარდა СПбГУ-ს ფორუმიდან, თავად ეს ფორუმი – ფილოლოგებისთვის დამზადებული საიტისგან. ყოველი მომდევნო საფეხური უნდა იქმნებოდეს უკვე არსებული წარმატებული გამოცდილების საფუძველზე.

4. ადამიანები – იდიოტები არ არიან.
ისინი გრძნობენ – ხშირად ქვეცნობიერად – იმის ხარისხს, რასაც თქვენ სთავაზობთ. ყოველი სასიამოვნო წვრილმანი და გათვლილი დეტალი, რამდენად უმნიშვნელოცა არ უნდა იყოს ის, არის ახალი ერთგული მომხმარებლების მომყვანი.

5. რამოდენიმე როლის გაერთიანება – ეფექტურად.
Вконтакте-ს არსებობის პირველ თვეებში მე ვქმნიდი კოდებს, ინტერფეისებს, გრაფიკას, ფორმულირებებს, მარკეტინგით ვიყავი დაკავებული. ამ ყველაფერის შეთავსებამ საშუალება მომცა კომუნიკაციისთვის საჭორო დრო დამეზოგა.

6. მხოლოდ საკუთარ ინტუიციას უნდა უსმინოთ.
ყოველ ჯერზე, როცა მივენდე «უფროსებისა და გონიერი ადამიანების» მოასზრებას, დრო დავკარგე. თუ თქვენ გრძნობთ, რომ რაღაც უნდა გააკეთოთ – დააიგნორეთ სხვების მოსაზრებები.

7. რაოდენობა არ გადადის ხარისხში. Вконтакте-ს გუნდი მცირერიცხოვანი იყო, თუმცა შედგებოდა ნიჭიერი და მოტივირებული ადამიანებისგან. ასეთი გუნდი დაქირავებული მუშახელის მთელ არმიაზე უფრო ეფექტურია.

8. არ ღირს ვინმეს ენდოთ 100%-ით. მნიშვნელობა არ აქვს რამდენად თვლით, რომ ის ნდობის ღირსია, ან რამდენი წელია იცნობთ – მთავარი საკითხები სჯობს თავად გააკონტროლოთ.

9. შიშს აზრი არ აქვს. Вконтакте-ს მართვის პერიოდში ბევრი რამ მოხდა – DDoS-შეტევები, სს საქმეები, სააქციონერო ომები, დამდნარი სერვერები, მედია ომები, საჩივრები, ინტრიგები. ემოციები არაპროდუქტიულია – გააკეთეთ ის, რისი გაკეთებაც არის საჭირო.

10. პრინციპი სარგებელზე მნიშვნელოვანია. ВКонтакте ყოველთვის იცავდა მომხმარებლის ინტერესებს მაშინ, როცა მისი კონკურენტები ამ ინტერესებს ყიდდნენ რეკლამის დამკვეთებზე, აქციონერებზე და ჩინოვნიკებზე. სხვებისთვის კეთილდღეობის მოტანა – ჭეშმარიტი წარმატების ერთადერთი საშუალებაა.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

About author

B2PGE
B2PGE 1549 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like

წარმატება და მოტივაცია

წარმატებული მეწარმეების 6 წესი

რა არის OODA და როგორ დაგეხმარებათ ის გახდეთ სტივ ჯობსზე წარმატებული. ხუთი წლის წინ, სტენფორდის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მასწავლებელი ემი უილკსონი იმყოფებოდა ნიუ-იორკში, დაბადების დღის წვეულებაზე. როცა მან მიმოიხედა, დამსწრე

ზოგადი ფსიქოლოგია

30 ძალიან მარტივი წესი იმისათვის, რომ თავი ყოველთვის კარგად იგრძნოთ

1. გაიღიმეთ.  2. ყოველ დღე დაალაგეთ საკუთარი ოთახი, გადაყარეთ უსარგებლო და ზედმეტი ნივთები. 3. სახე გვირილას ხსნარით გაიწმინდეთ. 4. უარი თქვით ე.წ. ფასტ-ფუდზე. 5. დილაობით ივარჯიშეთ.  6. ყოველ დღე დაიძინეთ

ფსიქოლოგია

დილამშვიდობის საუზმევ – ანუ რატომ არის აუცილებელი დილით ჭამა

ჩვენი უმეტესობა დილის სრუფასოვან საუზმედ თვლის ფინჯან ყავას. ეს არასწორია, რადგან დილის ტრაპეზი გვეხმარება მოვიმართოთ სამუშაო დღისთვის, გავამყაროთ ოჯახური ურთიერთობები და თავიდან ავიცილოთ ღამით ზედმეტი ჭამა. როგორ ვაიძულოთ საკუთარი თავი,