პაოლო კოელიო ოცნებების შესახებ

პაოლო კოელიო ოცნებების შესახებ

რატომ არ უსრულდება ყველას სურვილები და ოცნებები? ამას ხელს უშლის ოთხი დაბრკოლება.

1. ადამიანს პატარაობიდანვე უნერგავენ, რომ ის, რაც მას ყველაზე მეტად სურს, უბრალოდ განუხორციელებელია. ამ აზრით იზრდება ის და ყოველწლიურად მისი სული ივსება განსჯით, შიშით და დანაშაულის გრძნობით.

2. თუ ადამიანს ჰყოფნის ძალა ამოიგდოს გულიდან თავისი ოცნება და უარს არ ამბობს მის განხორციელებაზე, მას ელის შემდეგი გამოცდა: სიყვარული. მან იცის, რისი მიღწევა ან გამოცდა უნდოდა ცხოვრებაში, მაგრამ ეშინია, ყველაფერiს დატოვება და თავის ოცნების გაყოლა, რადგან თვლის, რომ ამით ტკივილს მიაყენებს ახლობელ ადამიანებს. ადამიანს არ ესმის მარტივი რამ – სიყვარული არ არის დაბრკოლება, ის ხელს არ უშლის, პირიქით, ეხმარება წინსვლაში და ის, ვისაც ნამდვილად კარგი უნდა მისთვის, ყოველთვის მზად არის გაუგოს და მხარი დაუჭიროს არჩეულ გზაზე.

3. როცა ადამიანი აცნობიერებს, რომ სიყვარული დაბრკოლება არ არის და პირიქით ეხმარება წინსვლაში, მას ელის მესმე დაბრკოლება: წარუმატებლობისა და მარცხის შიში… თქვენ იკითხავთ: ნუთუ ასე აუცილებელია მარცხი? – აუცილებელია თუ არა, ისინი მაინც ხდება. როცა ადამიანს ახალი დაწყებული აქვს საკუთარი ოცნებებისა და სურვილებისთვის ბრძოლა, ის გამოუცდელობის გამო ბევრ შეცდომას უშვებს. მაგრამ ყოფის აზრიც იმაშია, რომ შვიდჯერ დაცემისას, რვაჯერ უნდა წამოდგე ფეხზე. აქ ალბათ იკითხავთ: რატომ უნდა მივყვეთ ბედს, თუ ამის გამო უფრო მეტი ტანჯვა გვიწევს, ვიდრე სხვებს? იმიტომ, რომ როცა წარუმატებლობა და ტანჯვა უკან დარჩება, და საბოლოოდ ნამდვილად უკან დარჩება, ჩვენ განვიცდით სრულ ბედნიერებას და უფრო მეტად ვიწყებთ საკუთარი თავის რწმენას.

4. მთავარი ოცნების განხორციელების წინ გაჩენილი შიში… იმის გაცნობიერება, რომ მთელი ცხოვრების ნაოცნებარი სრულდება, ადამიანის სულს დანაშაულის გრძნობით ავსებს. ის ხედავს, რომ გარშემო ბევრმა ვერ შეძლო სასურველის მიღწევა და იწყებს ფიქრს, რომ თვითონაც არ არის ამის ღირსი. ადამიანს ავიწყდება რამდენი რამის გადატანა მოუხდა, რა მსხვერპლის გაღება დასჭირდა თავისი ოცნების მიღწევისთვის. ოთხი დაბრკოლებიდან ეს არის ყელაზე მზაკვრული. ის თითქოს წმინდა აურით არის სავსე, თითქოს სიხარულის და გამარჯვების ნაყოფის მომტანია, მაგრამ როგორც კი ადამიანი აცნობიერებს, რომ ის ნამდვილად იმსახურებს იმას, რისთვისაც ასე შეუპოვრად იბრძოდა, ის ხდება იარაღი ღმერთის ხელში და მისთვის უკვე ნათელია დედამიწაზე არსებობის აზრი.

ბავშვები უარს ამბობენ ოცნებაზე იმიტომ, რომ მშობლები გაახარონ, მშობლები უარს ამბობენ სრულად ცხოვრებაზე, რომ შვილები გაახარონ, ტკივილი და ტანჯვა ამართლებს იმას, რასაც უნდა მოჰქონდეს მხოლოდ სიხარული და სიყვარული.

ჩვენ ვამტკიცებთ, თითქოს ჩვენი ოცნებები უბრალოდ ბავშვური გატაცებაა, რომელიც ცხოვრებაში განუხორციელებელია ან ვთვლით, რომ ეს ოცნებები მხოლოდ ჩვენი ცხოვრებისეული გამოუცდელობის გამო გაჩნდა. ჩვენ ვკლავთ საკუთარ ოცნებებს იმიტომ, რომ გვეშინია სამართლიან ბრძოლაში ჩართვა.

პირველი ნიშანი იმისა, რომ ჩვენ დავიწყეთ საკუთარი ოცნებების მოკვლა არის დროის უკმარისობის აღმოჩენა.

ჩვენი ოცნების კვდომის მეორე ნიშანი არის გამოცდილების შეძენა. ჩვენ აღარ აღვიქვამთ ცხოვრებას, როგორც ერთ დიდ თავგადასავალს და ვიწყებთ ფიქრს, რომ ჩვენი მხრიდან სამართლიანი და სწორი იქნება, თუ ცხოვრებისგან არ მოვითხოვთ ძალიან ბევრს. როცა ჩვენ საკუთარი არსებობის ფარგლებს გარეთ გამოვდივართ, ჩვენამდე მოდის მტვრისა და ოფლის სუნი, ვხედავთ თავდაუზოგავ მებრძოლებს, ვხედავთ მარცხისგან მიღებულ ტკივილს. თუმცა ჩვენ არ გვინდა გავიგოთ ის დიდი სიხარული, რაც ყველა იმ ადამიანის გულს ავსებს, ვისაც არ ეშინია, ვისთვისაც მთავარი არ არის არც გამარჯვება და არც მარცხი – მათთვის მთავარია სამართლიან ბრძოლაში მონაწილეობა.

და ბოლოს, ჩაკლული ოცნების მესამე ნიშანი ეს არის მშვიდობისმყოფელობა. ცხოვება თითქოს პარასკევ საღამოს ჰგავს: ჩვენ ცხოვრებისგან ცოტა რამეს ვითხოვთ, თუმცა არც არაფერს ვიღებთ მისთვის. ჩვენ ვიწყებთ საკუთარი თავის ზრდასრულ, გაცნობიერებულ ადამიანად ჩათვლას. ვფიქრობთ, რომ როგორც იქნა გავთავისუფლდით ბავშვური ოცნებებისგან, ახალგაზრდული ფანტაზიებისგან და ვიწყებთ სწრაფვას მხოლოდ სამსახურში და პირად ცხოვრებაში წარმატების მიღწევისკენ. შემდეგ გვიკვირს, როცა ჩვენი თანატოლები აცხადებენ, რომ მათ ცხოვრებისგან რაღაც კიდევ უნდათ. სინამდვილეში, გულის სიღრმეში ჩვენ ვხვდებით, რომ ეს ყველაფერი ჩვენს თავს ხდება საკუთარ ოცნებაზე უარის , სამართლიან ომში ჩაურთველობის გამო.

როცა ჩვენ უარს ვამბობთ ოცნებაზე და ასე ვთქვათ ვმშვიდდებით, თითქოს შევდივართ წყნარი ცხოვრების პერიოდში. მაგრამ შემდეგ ჩაკლული ოცნებები იწყებენ ჩვენს შიგნით ტრიალს და წამლავენ მთელ ჩვენს არსებობას. ჩვენ მკაცრი ვხდებით ჯერ ახლობელი ადამიანების მიმართ, შემდეგ კი საკუთარი თავის მიმართაც. სწორედ აქედან ეწყებათ ადამიანებს გულის ტკივილი. ჩვენს სიმხდალეს მივყავართ იქ, რისგან თავის დაღწევასაც ვცდილობდით – იმედგაცრუებასთან და მარცხის განცდასთან, რაც გამოწვეულია სამართლიან ბრძოლაზე უარის თქმით. შემდეგ, ერთ მშვენიერ დღეს, ჩაკლული ოცნებები უბრალოდ აუტანელი ხდება და ადამიანი სიკვდილზე ფიქრს იწყებს. თვლის, რომ სიკვდილი გაათავისუფლებს საქმეებისგან, თავდაჯერებულობისა და კვირა საღამოების მომაკვდინებელი სიმშვიდისგან.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1506 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like