პატარა გუნდის ეფექტურობის გაზრდის 5 გზა

პატარა გუნდის ეფექტურობის გაზრდის 5 გზა

თუ თქვენ პატარა კოლექტივს ხელმძღვანელობთ, აუცილებლად უნდა იცოდეთ გარკვეული ხერხები, რომლებიც დაგეხმარებათ გუნდის მუშაობიდან მიიღოთ მაქსიმუმი.

პატარა გუნდებს აქვთ თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. რაც ნაკლები ადამიანია გუნდში, მით უფრო მეტად არიან ისინი ჩაბმული საერთ საქმეში და მით უფრო მჭიდრო კავშირი აქვთ ერთმანეთთან. პატარა გუნდში რთულია საქმიდან ყურადღების გადატანა და ზარმაცობა, ხოლო ბიუროკრატიული მომენტები საერთოდ არ არსებობს.

პატარა კოლექტივში მაქსიმალურად პროდუქტიული მუშაობისთვის, საჭიროა შემდეგი მარტივი წესების დაცვა:

1. თითოეულ წევრს აუხსენით გუნდის მიზანი და ამოცანები
გუნდის ყველა წევრს ესაუბრეთ პირადად. თანამშრომელს აუხსენით კომპანიის მუშაობის მიზნები მისი სპეციფიკიდან გამომდინარე. პატარა გუნდის შემთხვევაში არ შეიძლება უბარლოდ მიზნის დასახვა ყველას წინაშე და ლოდინი, რომ ყველა თავისით მიხვდება რა როლი აქვს ამ საქმეში.

რაც უფრო პატარაა გუნდი, მით უფრო მნიშვნელოვანია თითოეული წევრის როლი. შეეცადეთ ნაკლები მართოთ და მეტი ითინამშრომლოთ.

ეს საშუალებას მოგცემთ არამარტო გააჟღეროთ ახალი დავალებები, არამედ თითეული წევრს აუხსნათ საიდან და რატომ გაჩნდა ეს დავალებები, რატომ უნდა შეასრულონ ისინი. პირადი საუბრისას თქვენ შეძლებთ დეტალურად განიხილოთ ყველა ნიუანსი და თანამშრომლისგან მიიღოთ სრული გაგება შესასრულებელი სამუშაოს მიმართ – ამ ყველაფერს მოკლებულნი არიან დიდი კომპანიები.

2. მიეცით ადამიანებს მოქმედების თავისუფლება
მსხვილი კომპანიებისგან განსხვავებით, სადაც თანამშრომლის მოვალეობა ასახავს იმას, თუ რით არის ის დაკავებული, პატარა გუნდში ერთი ადამიანი რამოდენიმე როლს ასრულებს. მიეცით საშუალება თქვენს კოლეგებს შეიგრძნონ თუ რამდენად მაგრები არიან, ნება მიეიცით ერთ ადამიანს შეასრულოს რამოდენიმე დავალება.
იმისათვის, რომ თქვენმა თანამშრომლებმა ბოლომდე შეძლონ საკუთარი თავის გამოვლენა მუშაობის ამ ფორმატში, მათ სჭირდებათ მოქმედების განსაზღვრული ფორმა.

თვალი ადევნეთ თქვენთან მომუშავე ადამიან-ორკესტრებს, გაარკვიეთ რა გამოსდით მათ უკეთესად და რა არ გამოსდით. განიხილეთ მათთან თუ რომელი მიმართულებით აქვთ განვითარების სურვილი, რა სიახლეების შესწავლა სურთ და რა ამოცანების შესრულებისთვის არიან მზად.

ახალ სფეროებში საკუთარი თავის შეუფერხებლად გამოცდის შესაძლებლობა თქვენს თანამშრომლებს მისცემს სტიმულს აიმაღლონ თვითშეფასება.

3. მოახდინეთ რუტინის ავტომატიზირება და ამოცანები გაუშვით აუთსორსზე
პატარა კომპანიას შეუძლია შეიმსუბუქოს ცხოვრება ავტომატიზაციის სხვადასხვა სერვისის გამოყენებით. არსებობს უამრავი ონალაინ-სისტემა, რომელიც რამოდნეიმე სოციალურ ქსელთან ერთდროულად მოუშაობს ერთი ადმინიდან, ინფორმაციის დაგზავნის უამრავი სერვისი და ანალიტიკის ინსტრუმენტები. მოახდინეთ ყველაფრის ავტომატიზირება, რისიც კი შეგიძლიათ: ეს გამოათავისუფლებს თქვენი კოლეგების დროს უფრო რთული ამოცანებისთვის, რაც ადამიანის მონაწილეობას მოითხოვს.

მსხვილი და ერთჯერადი ამოცანებისთვის, სადაც აუცილებელია პროფესიონალური მიდგომა (მაგალითად, დიზაინი ან პროგრამული უზრუნველყოფა ‘პუ’, როცა ეს თქვენს სფეროს არ წარმოადგენს), სჯობს მოიზიდოთ ფრილანსერები და ამ საქმის მცოდნე კომპანიები. მათ აქვთ მსგავსი მუშაობის გამოცდილება და საბოლოო ჯამში დაგიზოგავენ დროსაც და თანხასაც.

4. პირადი კონტაქტი უნდა იყოს რეგულარული, ხოლო შეხვედრები ხანმოკლე
პატარა გუნდის ერთ-ერთი დადებით მხარეა კოელქტივის წევრების კარგი ცნობადობა. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია ნებისმიერ მათგანთან დაკავშირება: პირადად ან მესინჯერით. ასევე იზოგება დრო შეხვედრებზე, რადგან თანამშრომლებს არ უწევთ სხვა განყოფილების მუშაობის შესახებ ინფორმაციის მოსმენა, რაც მათ არანაირად არ ეხებათ.

ხანმოკლე შეხვედრები საშუალებას იძლევა სწრაფად მოხდეს ყველა მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა და თითეული თანამშრომლისი აზრისა და შეთავაზების მოსმენა.

5. ჩამოაყალიბეთ კორპორატიული კულტურა
როცა თქვენ ხელმძღვანელობთ სტარტაპს, რომელიც შედგება რამოდენიმე ადამიანისგან, შეზღუდული ხართ რესურსებში და თანამშრომლებს ხშრად ვერ სთავაზობთ ბონუსებს, ძალიან მნიშვნელოვანია მხარი დაუჭიროთ გუნდის მხრიდან პირველადი იმპულსის შენარჩუნების მისწრაფებას. ამ შემთხვევაში ბევრი რამ დამოკიდებულია შრომის პირობებზე, რომლებიც თავისთავად შეიძლება იყოს მამოტივირიებელი ფაქტორი.

კორპორატიული კულტურის გავლენას პროდუქტიულობაზე ხშირად სათანადოდ არ აფასებენ, თუმცა კავშირი აშკარაა.

პატარა გუნდში ამ კულტურის ჩამოყალიბება ზედმეტი დანახარჯების გარეშეა შესაძლებელი, ეს შეიძლება იყოს წამახალისებელი სისტემა, ერთობლივი დასვენება ან უბრალოდ თანამშრომლების საჭიროებების მიმართ ყურადღების გამოჩენა.

და რაც მთავარია — არასოდეს გაჩერდეთ მიღწეულზე, როცა პირველ შედეგებს დაინახავთ. პატარა გუნდის წარმატება დამოკიდებულია უწყვეტად წინ მოძრაობაზე: განავითარეთ კარგი პრაქტიკა, მოიცილეთ ცუდი და გადაეწყვეთ, თუ ეს საჭიროა. როცა შეძლებთ ოსტატურად და გონივრულად დანერგოთ მართვის ეს მეთოდები, ისინი დაგეხმარებიან თქვენი გუნდი ამუშაოთ დიდი უკუგებით მაშინაც კი, როცა ის აღარ იქნება პატარა.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1489 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like