ფასდაკლებების და აქციების 25 იდეა

ფასდაკლებების და აქციების 25 იდეა

1. ვადიანი ფასდაკლება – ასეთი ფასდაკლება წესდება გარკვეულ პერიოდზე. ეს მყიდველებისთვის სტიმულია – მათ ესმით, რომ გარკვეული დროის შემდეგ ლგოტური პირობები აღარ იქნება.

2. ერთდღიანი ფასდაკლება – შეზღუდულ ვადაზეა, მაგრამ მაინც ცალკეა გამოსაყოფი. ერთდღიანი ფასდაკლება – გაყიდვების ძალიან კარგი «სტიმულატორია». «მხოლოდ დღეს…».

3. ფასდაკლება ერთ საქონელზე – აზრი გასაგებია: ლგოტური ფასი გამოიყენება მხოლოდ კონკრეტულ საქონელზე. ხშირად ასეთი ფასდაკლება შეზღუდული ვადებით ხდება. ანუ, ეს არის კომბინირებული ფასდაკლება. ხშირად მას იყენებენ სუპერმარკეტები – კვირის მანძლზე ისინი ყიდიან კონკრეტულ პროდუქტს ფასდაკლებით.

4. წინასწარი ფასდაკლება – ეს მეთოდი გამოიყენება ახალი საქონლის წინასწარი დაკვეთით. არსებობს რელიზის თარიღი და წნადადება, საქონლის წინასწარ შეკვეთისას ლგოტური პირობების მიღებაზე.

5. გარკვეულ თანხაზე ფასდაკლება – საცალო ვაჭრობაში კლასიკური ხერხია. გინდათ ფასდაკლება? მაშინ უნდა შეიძინოთ გარკვეული მინიმალური თანხის საქონელი და მიიღებთ მას.

6. საბითუმო ფასდაკლება – ეს უკვე დისტრიბუციას ეხება. არსებობენ მომწოდებლები ან მწარმოებლები და ასევე არსებობენ რეალიზატორები ან მსხვილი მომხმარებლები. ფასდაკლება გამოიყენება დიდი შეკვეთის დროს. ამ შემთხვევაში ხშირად დიდი შკალა გამოიყენება.

7. დაგროვებითი ფასდაკლება – კომბინირებული ფრომა, რომელიც მოიცავს რამოდენიმე ელემენტს. აზრი მარტივი და გასაგებია: კონკრეტულ თანხაზე აგროვებთ ქულებს – იღებთ ახალ ფასდაკლებას, ან იყენებთ ამ ქულებს პროდუქტის შესაძენად.

8. ფასდაკლება ნაღდი ფულით გადახდისას – მაგალითად, პატარა მაღაზიებში, სადაც იყიდება მობილური ტელეფონები. უცხოეთში ფართედ გამოიყენება პრაქტიკაში მსგავსი ტიპის ფასდაკლება.

9. პერსონალური ფასდაკლება – ყველაზე ცნობილი ფორმატი: ფასდაკლების კუპონი ან ფასდაკლების ფლაერი. ის შეიძლება ფოსტით გამოგიგზავნოთ, გთხოვონ ამოჭრათ გაზეთში ან უბრალოდ ქუჩაში გადმოგცენ.

10. სადღესასწაულო ფასდაკლება – ხშირად მიგიღიათ ალბათ ტელეფონზე მოკლე ტექსტური შეტყობინება სხვადასხვა ფასდაკლების შესახებ, რომელიც დღესასწაულის ან რაიმე ღირსშესანიშნავ დღესთან დაკავშირებით კეთდება.

11. ფასდაკლება ინტერნეტში შეძენისას – ხშირად ინტერნეტ-მაღაზიაში ფასები უფრო მისაღებია. ალბათ ახსნას არ საჭიროებს ეს სიტუაცია.

12. დნობადი ფასდაკლება – ფასდაკლება, რომელიც იკლებს დროთა განმავლობაში – ხშირად, ვებინარებისა და სემინარების გაყიდვებისას, რაც უფრო მალე ჩაეწერებით, მით მეტ ფასდაკლებას მიიღებთ.

13. სიტუატიური ფასდაკლება – როცა ზამთრის ქურთუკს არჩევთ, ზოგი გამყიდველი გიკეთებთ ფასდაკლებას თუ გადაწყვეტთ ყიდვას მაშინვე. 

14. ფასდაკლება კონკრეტული ჯგუფებისთვის – მაგალითად «ფასდაკლება სტუდენტებისთვის».

15. პარტნიორული ფასდაკლება – ეს ხერხი ხშირად გამოიყენება ქსელურ გაყიდვებში. თქვენ იზიდავთ პარტნიორს, რომელიც შემდეგ გაგიწევთ რეკომენდაციას ან გაავრცელებს თქვენს პროდუქციას, სანაცვლოდ კი თქვენ სთავაზობთ იგივე საქონლის შესყიდვას ლგოტური პირობებით.

16. კოლექტიური (ჯგუფური) ფასდაკლება – ასეთი ფასდაკლება მოქმედებდა მაგალითად მადამ ტიუსოს ცვილის ფიგურების მუზეუმში – კრებთ ბილეთების მყიდველთა ჯგუფს და იღებთ ფასდაკლებას.

17. ქროს-ფასდაკლება – თქენ სთავაზობთ კლიენტს შეიძინოს ერთი ან რამოდეინმე საქონელი საბაზისო ფასად, ხოლო დამატებითი საქონელი – ფასდაკლებით.

18. ფასდაკლება სწრაფი გადახსდისთვის – პერიოდულად გვხვდება b2b-გაყიდვებში: რაც უფრო მალე ფარავთ დავალიანებას, მით უფრო დიდ ფასდაკლებას ღებულობთ.

19. ფასდაკლება პირველ შენაძენზე – ხშირად გამოიყენება უცხოური ინტერნეტ-მაღაზიების მიერ, რომლებიც ყოველ ახალ დარეგისტრირებულ მომხმარებელს მისასალმებელ წერილთან ერთად უგზავნის ფასდაკლებას პირველ შენაძენზე.

20. ფასდაკლება-აბონემენტი – აქტუალურია მომსახურების სფეროსთვის. ყველაზე ნათელი მაგალითია: ფიტნეს-კლუბი და აუზი. ერთჯერადი ვიზიტი – ცალკე ფასია, მაგრამ შეიძლება შეიძინოთ აბონემენტი და გაცილებით უკეთეს პირობებში მიიღოთ მომსახურება.

21. დამატებითი (ბონუს) ფასდაკლება – თქვენ გაქვთ დისკონტური ბარათი, მაგრამ მაღაზია მაინც გთავაზობთ ფასდაკლებას. თუმცა ამ შემთხვევაში შეზღუდვებია კონკრეტულ საქონელზე.

22. არასეზონური ფასდაკლება – გამოიყენება სეზონური საქონლის რეალიზაციისას: მაგალითად ზამთრის სამოსზე დიდი ფასდაკლებაა სეზონის ბოლოს ან გაზაფხულზე და ა.შ.

23. საკლუბო ფასდაკლება – დისკონტ-კლუბის სისტემა: თქვენ იძენთ საკლუბო ბარათს და სარგებლობთ ფასდაკლებებით სხვადასხვა დაწესებულებებში, რომლებიც შედიან კლუბის პროგრამაში.

24. ფასდაკლება «ტრეიდ-ინ» სისტემით – თქვენ უბრუნებთ გამყიდველს საქონლის ძველ ვერსიას და ყიდულობთ ახალს კარგი ფასდაკლებით. მაგალითად – ავტოსალონები.

25. კონფიდენციალური ფასდაკლება – აქ გაშიფვრა საჭირო არ არის. არის საკონტრაქტო ფასი ქაღალდზე და არის… სხვა ფასი.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1505 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like