პარტიზანული მარკეტინგის 50 ხერხი (2 ნაწილი)

პარტიზანული მარკეტინგის 50 ხერხი (2 ნაწილი)

  1. ჟურნალი – იგივე ნაირად, როგორც გაზეთში-დაწერეთ ფერადი და საინტერესო სტატია.მას თქვენ უფასოდ დაგიბეჭდავენ.
  2. რეკლამა ავტობუსებზე – შემოქმედებითი მიდგომის შემთხვევაში ეს პიარის ერთ-ერთი საუკეთესო სახეობაა. ეს რეკლამა გადაადგილდება მარშრუტის შესაბამისად და მას ხედავს ასობით ადამიანი.
  3. ფლაერები – ფლაერები სჯობია წერილს თუნდაც იმიტომ, რომ ის არ მოითხოვს ზედმეტ ქმედებას და არ არის საჭირო მისი გახსნა. გარდა ამისა, ფლაერი ყოველთვის კარგი დიზაინით გამოირჩევა, გამოიყენება საინტერესო მასალები და შეუზღუდავი შემოქმედებითი პიარი.
  4. დაწერეთ ინტერნეტ – წიგნი-ეს, რა თქმა უნდა, მოითხოვს თქვენგან გარკვეულ დროსა და ენერგიას, მაგრამ, სამაგიეროდ, თქვენ საკუთარ თავს გარკვეული სფეროს ექსპერტად წარმოაჩენთ. თუკი თქვენი წიგნი კარგი გამოვა, შეძლებთ მის გაყიდვასაც კი, თუნდაც მცირე ფასად. ამ თანხის ჩადება კი შეგეძლებათ თქვენი პარტიზანული მარკეტინგის სხვა პროექტებში.
  5. უფასო ყველი – საქონლის გარკვეული ნაწილი ან მომსახურება გაეცით უფასოდ, თუმცა არ შეაჩვიოთ მომხმარებელი ამას. მოიფიქრეთ ახალი და მოულოდნელი საჩუქრები და თქვენს შესახებ ისაუბრებენ და მეგობრებთან გაგიწევენ რეკომენდაციას-ეს კი ყველაზე კარგი პიარია. ეს არ მოითხოვს თქვენგან ბევრ თანხებს და სამაგიეროდ კლიენტების ლოიალურობას და ძლიერი კომპანიის სახელს მოგიტანთ.
  6. მიიღეთ მონაწილეობა კონკურსებში – არ აქვს მნიშვნელობა, პატარებში თუ დიდებში. მთავარია, იქ იმყოფებოდნენ თქვენთვის საჭირო ადამიანები. თუ გაიმარჯვებთ, ეს დამატებითი პიარი იქნება არა მხოლოდ ღონისძიების ფარგლებში, არამედ ის მოგიტანთ ლამაზ სიგელს და ბაფთას საიტზე.
  7. შექმენით უნიკალური შინაარსი – ეს ხერხი კარგად მოქმედებს, მაგრამ მას იშვიათად იყენებენ, რადგან აქ უკვე სერიოზულად უნდა იმუშაოთ საკუთარ პიარზე. შექმენით უნიკალური და საინტერესო შინაარსი და თქვენ საკუთარ ბმულად სიამოვნებით მიგანიშნებენ ბლოგები, სხვა ინტერნეტ-გვერდები და საინფორმაციო ლენტები.
  8. ვირუსული მარკეტინგი – არსი იმაში მდგომარეობს, რომ თქვენს საკუთარ პროდუქციას ან პიარ-ინფორმაციას ისეთი სახით მიაწვდით, რომ მომხმარებლები საკუთარი ნებით იწყებენ მათ გავრცელებას.
  9. დამატებითი შემოთავაზებები – იფიქრეთ მომხმარებლის გადმოსახედიდან-მისთვის უფრო ხელსაყრელია ყველა პრობლემის მოგვარება ერთ კომპანიას მიანდოს. თუ ბალახს კრეჭთ, შესთავაზეთ მომხმარებელს ზამთარში თოვლის გაწმენდაც. თუ ვებ-დიზაინით ხართ დაკავებული-შესთავაზეთ ჰოსთინგის მომსახურებაც.
  10. იქირავეთ კედელი ან შენობა – მოძებნეთ საინტერესო არქიტექტურული შენობა, რომელიც საჭირო ადგილას მდებარეობს. მოელაპარაკეთ ადმინისტრაციას კედლის ან შენობის ნაწილის ქირაზე, სადაც გავა თქვენი კომპანიის ინსტალაცია. სულაც არ არის აუცილებელი, რომ ამისათვის ფული იხადოთ. ეს ყველაფერი წარმოადგინეთ არა როგორც რეკლამის განთავსება, არამედ, როგორც პროექტი ქალაქის გასალამაზებლად. პიარისადმი შემოქმედებითი მიდგომა არის წარმატებული პარტიზანული მარკეტინგის გასაღები.
  11. ავტობუსების გაჩერება – იქ ხალხი დიდ დროს ატარებს და მათ არანაირი საქმე არ აქვთ. გადაუჭერით ხალხს ეს პრობლემა და შესაძლოა, მათ სხვა პრობლემების მოგვარებაც მოგანდოთ.
  12. რეკლამა კინო – თეატრებში-ფილმის ჩვენების წინ განთავსებული რეკლამა შესაძლოა ძალზედ ეფექტურიც გამოდგეს, თუ თქვენ სწორად აირჩევთ სამიზნე აუდიტორიას.
  13. ჟურნალები საპარიკმახეროში და პოლიკლინიკებში – იგივე სიტუაციაა, რაც ავტობუსების გაჩერებებზე-ჩადეთ თქვენი სავიზიტო ბარათები და ბუკლეტები ჟურნალებში, რომლებიც მაგიდებზეა განთავსებული. თქვენ ეს სრულიად უფასოდ შეგიძლიათ გააკეთოთ, მისმა ეფექტმა, კი შეიძლება გაგაოცოთ.
  14. სექსი, როგორც გაყიდვის საშუალება – თუნდაც სექსი თქვენს პროფესიულ საქმიანობასთან კავშირში არ იყოს, სუპერ-მოდელები ბიკინებში თქვენი ოფისის ახლოს ან თქვენი რეკლამით ხელში, უეჭველად მიიზიდავს თქვენი მიზნობრივი აუდიტორიის მამრობით ნაწილს.
  15. ბავშვები და ცხოველები – ეს ჭეშმარიტება მართებულია პარტიზანული მარკეტინგისთვის, ისევე, როგორც ტრადიციული რეკლამისთვის. სექსი, ბავშვები და ცხოველები იპყრობენ ყურადღებას და აყალიბებენ პოზიტიურ დამოკიდებულებას. დაფიქრდით თქვენ თვითონ, როგორ გამოიყენოთ ბავშვები და ცხოველები, სექსის შესახებ ჩვენ უკვე მიგანიშნეთ.
  16. დაეხმარეთ უსახლკაროებს – გარდა სუფთა მორალური სარგებელისა, რომელიც თქვენს თვითშეფასებაზე აისახება, ეს შესაძლოა გახდეს კარგი პრაქტიკული პიარის ერთ-ერთი ხერხი. ცოტაოდენი ფული, საჭმელი ან ერთი კვირით აღებული იაფი სასტუმროს ნომერი სრულიად საკმარისია უსახლკარო ადამიანისთვის, რომ მან მადლიერების ნიშნად ატაროს თქვენი კომპანიის აბრა ან სხვა ნაირად იმუშაოს თქვენი კომპანიის სასიკეთოდ.
  17. მუსიკა – თუ თქვენს სამიზნე აუდიტორიას გამოკვეთილი მუსიკალური გემოვნება აქვს, გამოიყენეთ ეს თქვენი პიარისთვის. გადაუხადეთ სცენის ქირა რომელიმე ჯგუფს. განათავსეთ თქვენი ლოგო და ინტერნეტ-გვერდის მისამართი ბუკლეტებზე და პლაკატებზე.
  18. დაწინაურება გვერდებზე – ითანამშრომლეთ ბლოგერებთან და ინტერნეტ-გვერდების მფლობელებთან. გაცვალეთ ბანერები გვერდებზე.
  19. გემრიელი ლოგო – არსებობენ კომპანიები, რომლებიც გთავაზობენ თქვენი ლოგოს ან ინტერნეტ-გვერდის ფორმის ტკბილეულის გამოშვებას. გამოიყენეთ ეს შემოთავაზება, მით უფრო, თუ თქვენს სამიზნე აუდიტორიას პატარა ბავშვების მშობლები წარმოადგენენ.
  20. საპარიკმახეროები – თმის შეჭრის თუ დავარცხნის დროს ადამიანები ყოველთვის ჭორაობენ პარიკმახერთან. გამოიყენეთ ეს ფაქტი. მაგალითად, იყიდეთ ბიზნეს-ლანჩები საპარიკმახეროში და დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ პარიკმახერი ამის შესახებ კლიენტებს აუცილებლად უამბობს.
  21. ხელსაყრელი ტელეფონის ნომრები და იოლად დასამახსოვრებელი მისამართი – B2C სფეროში ეს სწორი პიარის მნიშვნელოვანი ელემენტია: ეცადეთ, თქვენი ტელეფონის ნომერი, ინტერნეტ-გვერდი და საფოსტო მისამართი იოლად დასამახსოვრებელი იყოს და მისი სხვისთვის კარნახიც არ უნდა წარმოადგენდეს სირთულეს. თქვენი ოფისი ყველასთვის ადვილად მისაგნები უნდა იყოს.
  22. პრეს – რელიზი – ეს ხერხი არ არის ახალი, მაგრამ მისი სწორად გამოყენება დიდ სარგებელს მოგიტანთ. ამისათვის დროს ნუ დაზოგავთ.
  23. აეროპორტში დახვედრა – გაარკვიეთ, როდის ტარდება თქვენს ქალაქში ბიზნეს-კონფერენცია ან სხვა სახის ღონისძიება, რომელზეც სხვა ქალაქებიდან და ქვეყნებიდან ელიან სტუმრებს. იმ დღეს გააგზავნეთ „დამხვედრი“, რომელიც თქვენი სლოგანით, ლოგოთი ან კიდევ სხვა წარწერით ხელში იდგება გამოსასვლელთან. სინამდვილეში ის არავის დახვდება, მაგრამ საჭირო ხალხი შეამჩნევს თქვენს წარწერას. თუ ისინი თქვენს წარწერას კიდევ სხვაგანაც დაინახავენ, მაშინ შეგიძლიათ მიულოცოთ საკუთარ თავს-გაცნობა განხორციელდა.
  24. დაე, სხვებმა ილაპარაკონ თქვენზე – ეს ნათელია, მაგრამ მაინც ზედმეტი არ იქნება თუ შეგახსენებთ. შეწყვიტეთ ფიქრი „რეკლამშიკივით“-„მე უნდა გადავიხადო ფული, რათა განათავსონ ჩემი რეკლამა“. იფიქრეთ როგორც პარტიზანმა-ჩემი ბიზნესი კარგია და სარგებელი მოაქვს ადამიანებისათვის. დაე, მათ თვითონ ისაუბრონ ამის შესახებ.
  25. ყველაფერში საჭიროა შემოქმედებითი მიდგომა – კიდევ ერთი საყოველთაო ჭეშმარიტება, რომლის შესახებაც ხშირად ივიწყებენ. პარტიზანული მარკეტინგის სფეროში დაუშვებელია მომხმარებელზე ზეწოლა. თქვენი რეკლამა მას ნამდვილად უნდა მოსწონდეს, უნდა აცინებდეს, აღაფრთოვანებდეს, „სვეტსკობის“ განცდას, სიმპათიას და კომპანიის მიმართ პატივისცემის გრძნობას უნდა იწვევდეს. თქვენი პიარის მთავარი პირები არიან დიზაინერები და ქოფირაითერები და არა მედია-ბაერები.
Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1516 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ