ყველა დროის ყველაზე გონებამახვილი ადამიანის – ოსკარ უაილდის 25 ციტატა
3363 Views

ყველა დროის ყველაზე გონებამახვილი ადამიანის – ოსკარ უაილდის 25 ციტატა

ადამიანები არასოდეს შეწყვეტენ ზოგიერთი კლასიკოსის ციტირებას. ერთ-ერთი მათგანია – ოსკარ უაილდი. ესთეტი, ეპატაჟური მწერალი, საუკეთესო მთხრობელი და აფორიზმების ოსტატი, ის აოცებდა მკითხველს და თანამოსაუბრეებს აზრისთვის მოკლე, დასრულებული ფორმის მიცემის უანრით. ის ასევე მშვენივრად ფლობდა სარკაზმის უნივერსალურ ენას.
B2P.GE თვლის, რომ უაილდის ბევრი გამონათქვამი მშვენივრად ახასიათებს XXI საუკუნის ადამიანებს.
1.არაფერი ისე არ უშლის ხელს რომანს, როგორც იუმორის გრძნობა ქალში და მისი არ არსებობა მამაკაცში.
2. ჩვენ ვერ ვიტანთ იმ ადამიანებს, რომლებსაც იგივე ნაკლი აქვთ, რაც ჩვენ.
3. მე სულაც არ მინდა იმის ცოდნა, რას ლაპარაკობენ ჩემს ზურგს უკან — მე ამის გარეშეც საკმაოდ მაღალ დონეზე ვაფასებ საკუთარ თავს.
4. მე ყოველთვის მეგობრულად ვექცევი მათ, ვინც ჩემთვის არაფერს წარმოადგენს.
5. ცხოვრებაში არის მხოლოდ ორი ნამდვილი ტრაგედია. ერთი — როცა ვერ იღებ იმას, რაც გინდა, ხოლო მეორე — როცა იღებ.
6. იყავი ის, ვინც ხარ. სხვა როლები უკვე დაკავებულია.
7. მე მხოლოდ ჭორები მსმენია თქვენზე, ამიტომ ეჭვიც არ მეპარება — თქვენ შესანიშნავი ადამიანი ხართ!
8. მე ძალიან მწირი გემოვნება მაქვს — ჩემთვის საკმარისია საუკეთესო.
9. არასოდეს გიყვარდეთ ის, ვინც თქვენ გექცევათ როგორც ჩვეულებრივ ადამიანს.
10. აპატიეთ თქვენს მტრებს — ეს საუკეთესო საშუალებაა მათი მდგომარეობიდან გამოსაყვანად.
11. შეყვარებულობა იწყება იქედან, რომ ადამიანი ატყუებს ჯერ საკუთარ თავს, ხოლო მთავრდება იმით, რომ შემდეგ ატყუებს სხვას.
12. როცა ადამიანი ბედნიერია, ის ყოველთვის კარგია. მაგრამ კარგი ადამიანები ყოველთვის ბედნიერები არ არიან.
13. სიყვარულზე წერა მომგებიანია, მასზე დიდი მოთხოვნაა.
14. თუ რაიმეს გაკეთება ღირს, ეს არის ის, რაც შეუძლებლად ითვლება.
15. ძალიან საშიშია ისეთ ქალთან შეხვედრა, რომელსაც ბოლომდე ესმის შენი. ეს ჩვეულებრივ ქორწინებით სრულდება.
16. როგორც ერთმა გონებამახვილმა ფრანგმა თქვა, ქალები შთაგვაგონებენ უდიდეს საქმეებს, მაგრამ მუდმივად ხელს გვიშლიან მათ კეთებაში.
17. წარმოსახვა ადამიანს იმისათვის სჭრიდება, რომ დაამშვიდოს, როცა იმაზე ნერვიულობს, რაც არ აქვს. ხოლო იუმორის გრძნობა იმისათვის, რომ დაამშვიდოს იმის გამო, რაც აქვს.
18. ეგოიზმი იმაში კი არ არის, რომ ადამიანი ცხოვრობს ისე, როგორც უნდა, არამედ იმაში, რომ ის აიძულებს სხვებს იცხოვრონ მისი პრინციპებით.
19. ადამიანისთვის სიმართლის პირში თქმა უფრო მეტია, ვიდრე მოვალეობა — ეს სიამოვნებაა.
20. ვერ ვიტან ლოგიკას, ის ყოველთვის ბანალური და ხშირად დამაჯერებელია.
21. სამუშაო — უკანასკნელი გამოსავალია მათთვის, ვისაც სხვა არაფრის კეთება არ შეუძლია.
22.ყველაფრის გადატანა შეიძლება სიკვდილის გარდა.
 23. ამერიკაში, მთებში, მე ვნახე ფერწერული ნახატის ერთად-ერთი გონივრული ფორმა. ბარში, ფორტეპიანოს თავზე ეკიდა სურათი წარწერით: «არ ესროლოთ პიანისტს — ის აკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია».

24. იმისათვის, რომ ბავშვები იყვენენ უკეთესი — ისინი უნდა გააბედნიერო.
25. შენ არ შეგიძლია ქარის მიმართულების შეცვლა, მაგრამ ყოველთვის შეგიძლია აღმართო იალქნები მიზნების მისაღწევად.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1493 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like