აღმოსავლური ორთაბრძოლის ხელოვნების 11 პრინციპი ბიზნესში
460 Views

აღმოსავლური ორთაბრძოლის ხელოვნების 11 პრინციპი ბიზნესში

ბიზნესიისეთივე წინააღმდეგობაა, როგორიც რეალური ორთაბრძოლა.
იბრძვიან ყველანი: ადამიანები ადამიანების წინააღმდეგ, ბიზნესმენი სახელმწიფოს წინააღმდეგ, კანონები კონტრაქტორების წინააღმდეგ, გარემოებები გამართლების წინააღმდეგ, გეგმარება ეკონომიკური კრიზისის წინააღმდეგ.

ამიტომ, ბიზნესმენებისთვის საჭიროა საკუთარ არსენალში იქონიონ აღმოსავლური ორთაბრძოლების პრინციპები:

  • ივარჯიშეთ გულდასმით – თქვენ უნდა იცოდეთ თქვენი ბიზნესის ყველა ასპექტი და ყველა კანონი, უნდა გამოიყენოთ მოწინავე ტექნოლოგიები, შეიმუშაოთ ახალი მიმართულებები. ცოდნისა და უნარების მარაგი დაგავიწყებთ ეჭვებს და ყოყმანს.
  • დაგეგმეთ დაიმახსოვრეთ: ყველა საიდუმლო ადრე თუ გვიან ცხადი ხდება. კარგად შემუშავებული გეგმა – სტრატეგიის საფუძველია. თქვენ ისე უნდა გქონდეთ გააზრებული ჩანაფიქრი, რომ მისი გაგების შემთხვევაშიც კი ვერ შეძლოს კონკურენტმა ხაფანგიდან გამოძრომა. თუ ეჭვი გაქვთ, რომ გეგმა წარმატებას მოგიტანთ, თამამად შეიმუშავეთ ახალი გეგმა. ნებისმიერი ბიზნესი – შეცდომაში შეყვანის გზაა, როგორც ომში. არ დაგავიწყდეთ, რომ რაც უფრო დიდხანს ინახავთ ჩანაფიქრს საიდუმლოდ, მით უფრო მეტი შანსი გაქვთ გამარჯვებისთვის.
  • თუ შეტევაზე ხართ, მაშინ კონცენტრირდით და მთელი თქვენი ძალები მოგებაზე ჩადეთთუ თავდაცვით პოზიციაში ხართ, რესურსი ეკონომიურად გახარჯეთ, დაელოდეთ კონკურენტის მხრიდან შეცდომის დაშვებას და გადადით შეტევაზე მისი დასუსტების მომენტში.
  • წინასწარ განჭვრიტეთ სიტუაცია – გამოწვევები, წარმოიდგინეთ რა შეიძლება მოხდეს, რა შეიძლება გააკეთოს თქვენმა კონკურენტმა. მხოლოდ ასე შეძლებთ მის ხაფანგში გაბმას.
  • იყავით ფრთხილიგააკონტროლეთ სხეულისა და გონების წონასწორობა. თუ მოლაპარაკებების დროს წყობიდან გამოდიხართ, ეს შეიძლება თქვენი ოპონენტის ჩანაფიქრი და მიზანიც კი იყოს.
  • დაგეგმეთ მდგომარეობის ანალიზის საკონტროლო წერტილებითქვენს მიერ დაგებულ ხაფანგზე ოპონენტის რეაქციის შეფასებისას დააკვირდით მას და მის რეაქციებს ისე, რომ მან ეს ვერ შენიშნოს.
  • მუდმივად იმოძრავეთ წინ კონკურენტს არ მისცეთ თავის აწევის საშუალება. მოწინააღმდეგის მხრიდან დარტყმების აცილება უფრო რთულია, ვიდრე დარტყმის თავად მიყენება. ამიტომ, თუ იპოვეთ თქვენი ნიშა და გზა, შეეცადეთ იყოთ ამ გზაზე პირველი ყველაფერში. მაგალითი აიღეთ Google-გან.
  • თქვენ უნდა იყოთ ყოველთვის მოულოდნელი პერიოდულად შეცვალეთ გეგმები და სტრატეგია, მოახდინეთ რითმითა და მონაცემებით მანიპულირება.
  • მართეთ კონკურენტების მოძრაობაშეეცადეთ ისეთი ქმედებები შეასრულოთ, რომ ოპონენტების რეაქცია მისახვედრი იყოს და თან ისეთი, როგორიც თქვენ მოახვიეთ თავს.
  • მზად იყავით ღირსებულ კონკურენტთან შესახვედრად თუ ყოველთვის იმარჯვებთ, ეს შესაძლოა იმის ბრალი იყოს, რომ ღირსეული მოწინააღმდეგე არ შეგხვედრიათ? ეს კარგიც არის და ცუდიც ერთდროულად. რთული სიტუაციები საშუალებას გაძლევენ ბიზნესის ახალ, უფრო მაღალ საფეხურზე ახვიდეთ.
  • მოახდინეთ გონების აბსტროგირება ნუ ჩაიციკლებით მხოლოდ გამარჯვებაზე. სიტუაცია მიიღეთ, როგორც კიბეზე ასასვლელი საფეხური. 

 

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1493 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like