ნეგატივისგან გათავისუფლება – ოპტიმისტების სავარჯიშო

ნეგატივისგან გათავისუფლება – ოპტიმისტების სავარჯიშო

ეს სავარჯიშო არის მათთვის, ვინც მიჩვეულია აღშფოთებას ნებისმიერი საკითხის გამო, ან უბრალოდ უმიზეზოდ.

თუ ცხოვრებაში მხოლოდ ნეგატიური მოვლენებია, შესაძლოა თქვენ უბრალოდ ვერ ამჩნევთ სხვა მოვლენებს. როგორ უნდა დაინახოთ?

ისე არ ხდება, რომ ყველაფერი ცუდად არის ცოხვრებაში. სანამ ადამიანი ცოცხალია, ყველაფერი დაკარგული არ არის, რაც უკვე კარგია. მაგრამ ყველაფრის ნეგატივში დანახვა საშუალებას არ აძლევს ადამიანს გაიხაროს ცხოვრებით.

ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის ყურადღების ცენტრში იყოს პოზიტიური მოვლენები. ამისათვის ყველაფერში ღირებული, დადებითი და კარგი დაინახეთ.

შეკითხვები ისე დასვით, რომ მოვლენის გარშემო დადებით განწყობა შეგექმნათ, მაგრამ კატასტროფებსა და სიკვდილში ნუ დაიწყებთ დადებითი მხარეების ძებნას… ამასთან ნუ აიღებთ ბევრს საკუთარ თავზე თუ საამისო მზაობა არ გაქვთ. თუმცა „გაკვეთილი“ შეიძლება ნებისმიერი მოვლენა გახდეს.

პოზიტივზე რომ მოიმართოთ შეეცადეთ ქვემოთ მოცემული წესებით იმოქმედოთ. მაგალითად:

მიდიხართ სამსახურში, ჩაგიარათ მანქანამ და ტალახი შეგასხათ. რა არის ჩვეული რეაქცია? თუმცა სწორად ახლა თქვენ ის არ გჭირდებათ.

როგორ უნდა მიუდგეთ ამ საკთხს?

– კარგია რომ არ გამიტანა და მხოლოდ დამსვარა.
– კარგია, რომ ახალი ტანისამოსი არ არის, არ მენანება.
– ეს რაღაცის მიმანიშნებელია, როგორ გავუმკლავდე სიტუაციას შემოქმედებითი მიდგომით?
– კარგი მიზეზია ახალი ტანსაცმლის საყიდლად, ან სულაც ძველების გასარეცხად.
– ეს გაკვეთილია, საჭიროა ყურადღება მივაქციო საკუთარ თავს. თუ წვიმს და ტალახია, ნებისმიერი გამვლელი მანქანა დამსვრის, ფაქტია.
– კარგი გამოცდილებაა სამომავლოდ თადარიგის დაჭერისთვის.

ეს მხოლოდ მცირეოდენი ვარიანტებია, რომელთა დახმარებით მოვლენებს ნეგატივის გარეშე შეხედავთ. დაამატეთ პირადი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან. დაიმახსოვრეთ, მნიშვნელოვანია, რომ ასეთ აზრებს სწორი ემოციები ახლდეს თან. ბევრს ნეგატივი ეწყება სწორედ ემოციებიდან: გაღიზიანებით, საშინელი შეგრძნებით, სიბრაზით, შეუთავსებლობით.

ნეგატივისგან გათავისუფლება – მარტივი საქმე არ არის. შესაძლოა უკუჩვენებები დაგეწყოთ, როგორც ეს ნარკოტიკზე უარის თქმისას ვლინდება. ძალიან მოგინდებათ ჩვეულად იჩხუბოთ, იყვიროთ და ა.შ.

ასეთ დროს უნდა გაიხსენოთ თქვენი მიზანი – თუ გინდათ ზედმეტი ნეგატივისგან გათავისუფლდეთ, მაშინ აუცილებლად დაიწყეთ თვითკონტროლი. მართალია თავიდან გაგიჭირდებათ, მაგრამ მერე ნელ-ნელა მიეჩვევით.

ნებისმიერ ჩვევას აქვს თავისი „გადაჩვევა“. ზემოთ მოყვანილი ე.წ. სავარჯიშო არის სწორედ იმისგან „გადაჩვევა“, რომ სამყაროში მხოლოდ ნეგატივს ხედავდეთ.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1516 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ