ოლივია ჯოულიზის რამოდენიმე ცხვორებისეული წესი

ოლივია ჯოულიზის რამოდენიმე ცხვორებისეული წესი

1. არ გაბრაზდე. პანიკის გარეშე. შეჩერდი, ღრმად ისუნთქე, იფიქრე.

2. არავის აქვს შენი დარდი. ყველას თავისი საქმე აქვს, ზუსტად ისევე, როგორც შენ.

3. მნიშვნელოვანი მოვლენის წინ არასოდეს შეიჭრა და შეიღებო თმა.

4. ისე არხდება, რომ ყველაფერი ძალიან ცუდად ან ძალიან კარგად იყოს, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.

5. ადამიანებს მოექეცი ისე, როგორც შენ გინდა რომ სხვები მოგექცნენ.

6. სჯობს ერთი კარგი და ძვირადღირებული ნივთი იყიდო, ვიდრე რამოდენიმე იაფფასიანი.

7. სინამდვილეში ცხოვრებაში მნიშვნელოვანი რამ ძალიან ცოტაა. სანამ ნერვიულობით თავს მოიკლავ, დასვი შეკითხვა: “ეს მართლაც ასე მნიშვნელოვანია, თუ მეჩვენება?”

8. გამარჯვების გასაღები არის დამარცხების გადატანის შესაძლებლობა და წინსვლის გაგრძელება.

9. იყავი კეთილსინდისიერი და კეთილი.

10. იყიდე მხოლოდ ის ნივთები, რომლებიც გახარებს.

11. ენდე საკუთარ ინსტინქტებს და არა წარმოსახვას.

12. ცხოვრება – მინდორზე მოწყობილი პიკნიკი არ არის. ნუ ელი იმას, რომ ყველაფერი კარგად და სამართლიანად იქნება შენ ცხოვერბაში.

13. ზოგჯერ უკან დახევაც გიწევს.

14. ნუ ინანებ ნურაფერს. გახსოვდეს: შენი პიროვნული მახასიათებლებისა და სამყაროს თვისებების გათვავლისწინებით, იმ ომენტისთვის, შენ სხვაგვარად ვერ მოიქცეოდი. ერთადერთი, რისი შეცვლაც შეგიძლია ეს არის აწმყო, ამიტომ ისწავლე საკუთარ შეცდომებზე.

15. თუ რამეზე სინანულს დაიწყებ და იფიქრებ – “სხვანაირად უნდა გამეკეთებინა”, მაშინ ყოველთვის დაამატე: ” იქნებ მანქანა დამჯახებოდა ან სხვა რაიმე უბედური შემთხვევის მსხვერპლი გავმხდარიყავი”.

ჰელენ ფილდინგი,
“ოლივია ჯოულზი, ანუ ნათელი წარმოსახვა”

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1490 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like