ოცი ჩვევა, რომლებიც ხელს გიშლით უფრო დიდი წარმატების მიღწევაში – მარშალ გოლდსმითი

ოცი ჩვევა, რომლებიც ხელს გიშლით უფრო დიდი წარმატების მიღწევაში – მარშალ გოლდსმითი

როდესაც არჩევანის წინაშე დგახართ, გახდეთ უფრო სასიამოვნო ადამიანი თუ დარჩეთ უსიამოვნო პიროვნებად, რას ფიქრობთ, რა უფრო ადვილია? პირველი მოითხოვს განსაზღვრულ დადებით მოქმედებათა ინტენსიურობას, მეორე კი – არაფერს, გარდა იმისა, რომ რაღაცეები არ უნდა მოიმოქმედოთ.

უკეთეს ადამიანად ყოფნა გავალდებულებთ, აავსოთ ის სხვადასვხა წვრილ-წვრილი კარგი საქციელით, რომელთაც თქვენი ახალი ‘’მეს’’ დასამკვიდრებლად ყოველდღიურად შეასრულებთ. ამას კი დიდი დრო სჭირდება, გაცილებით კი უფრო მეტი იმას, რომ ადამიანებმა ყურადღება მიაქციონ და შეუმჩნეველი არ დარჩეთ თქვენი უკეთესობისკენ ცვლილება.

ჩვენ ინტერპეროსნალური ქცევის საკითხებში არსებულ გამოწვევებს ვეხებით, რაც ხშირად ლიდერობას უკვაშორდება. ესენი გახლავთ ძალიან შეუწყნარებელი თვისებები, ამძიმებს თქვენს ყოველდღიურ სამუშაო გარემოს. ეს უარყოფითი ჩევები არსებობს არა სადმე დახშულ სივრცეში, არამედ სოციუმში და მათ ერთი მოიმოქმედებს სხვების მიმართ.

ესენია:

1.გამარჯვების ჟინი: მოთხოვნილება გაიმარჯვო ყველა სიტუაციაში ნებისმიერ ფასად და ყოველთვის.
ყოველთვის არსებობს მკვეთრი განსხვავება კონკურენციასა და ზღვარგადასულ კონკურენციას შორის, იმ გამარჯვებებს შორის, რომლებიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია და რომელთაც ყურადღებას აღარავინ აქცევს. გამარჯვების ჟინი N1 გამოწვევაა, რადგან ის თითქმის ყველა სხვა ქცევის პრობლემის საწყისია.
თუ ჩვენ ზომაზე მეტად ვკამათობთ, ასე იმიტომ ხდება, რომ გვინდა, ჩვენმა შეხედულებებმა ყველა დანარჩენის აზრი დაჩრდილოს (ანუ მთავარი გამარჯვებაა).

2.სხვისი იდეის გაუმჯობესება: დაუოკებელი ჟინი, ნებისმიერ დისკუსიაში აუცილებლად ჩვენი აზრიც გამოვთქვათ. მაგალითად: შეიძლება თქვენ ჩემი იდეა ხუთი პროცენტით გააუმჯობესეთ, მაგრამ მის განსახორციელებლად გამოჩენილი ჩემი მონდომება მთელი 50 პროცენტით შემცირდა. რადგან თქვენ სანახევროდ ითვისებთ ჩემი იდეის ავტორობას. ჩემი იდეა თქვენი იდეა გახდა და მე დავკარგე, ის ხალისი რომლითაც თქვენ კაბინეტში შემოვედი. სწორედ ეს არის სხვისი იდეის გაუმჯობესების ცუდი მხარე. ის რაც შეგვემატა გაუმჯობესებული იდეის სახით, საბოლოოდ მაინც დაიკარგება, რადგან თანამშრომლების გულმოდგინება დავაკნინეთ ამ კონცეფციის მიმართ.

3. გასჯა: სხვების შეფასებისა და მათთვის ჩვენი სტანდარტების თავის მოხვევის მოთხოვნილება.

4.დესტრუქციული კონენტარები: უადგილო სარკასტული კომენტარები და შეურაცმყოფელი შენიშვნები. რომლებიც ჩვენი აზრით უფრო ჭკვიან და გონებამახვილ ადამიანებად წარმოგვაჩენს.

5.წინადადების დაწყება სიტყვებით: ‘’არა’’, ‘’მაგრამ’’, ‘’თუმცა’’: ამ უარყოფითად შეფასების გამომხატველი სიტყვების გამოპყენებითყველას შეფარვით ეუბნებით: ‘’მე ვარ მართალი. თქვენ კი ცდებით.’’

6. მთელ ქვეყნიერებას შევატყობინოთ, როგორი ჭკვიანი ვარ: მოთხოვნილება, უჩვენო ადამიანებს, რომ იმაზე ჭკვიანი ხარ, ვიდრე მათ ჰგონიათ.

7. საუბარი, როდესაც გაბრაზებული ვარ: ემოციური გაუქწონასწორებლობის გამომჟღავნება, როგორც ერთ-ერთი მენეჯერული ხერხი.

8. ნეგატივიზმი, ანუ ‘’მოდი, აგიხსნით, ასე როტომ არ გამოვა’’: ჩვენი უარყოფითი მოსაზრებების გამოხატვის მოთხოვნილება, როდესაც არავინ გვეკითხება.

9. ინფორმაციის ჩაკეტვა: არ გასცე ინფორმაცია უპირატესობის შენარჩუნების მიზნით.

10. ადამიანების დაუფასებლობა: უუნარობა შეაქო ადამიანები და დააჯილდოვო ისინი.

11. აღიარების დაუმსახურებლად მოთხოვნა: ყველაზე აუტანებლი ქცევა , რომლითაც ნებისმეირ მიღწევაში საკუთარი წვლილის მნიშვნელოვნების გაზრდას ვცდოლობთ.

12. თავის მართლება: მოთხოვნილება, გავასაღოთ ჩვენი აუტანელი ჩვევა, როგორც ჩვენი პიროვნული, თანდაყოლილი თვისება, რომ ასე მოქცევა გვაპატიონ.

13. წარსულზე ჩაბღაუჭება: მოთხოვნილება, ჩვენ ნაცვლად ბრალი სხვებს მოვკითხოთ ან წარსულში მომხდარ მოვლენებს მივაწეროთ, ყველაფერში სხვების დადანაშაულების/სხვისთვის გადაბრალების ერთ-ერთი სახეა.

14. ფარვორიტების გამორჩევა: იმისა დაუნახაობა, რომ ადამიანს უსამართლოდ ვექცევით.

15.უარის თქმა სინანულის გამოხატვაზე: როდესაც არ ვკისრულობთ პასუხისმგებლობას ჩვენს საქციელზე, არ ვაღიარებთ რომ ვცდებით, ან არ ვაცნობიერებთ, რა გავლენას ახდენს ჩვენი საქციელი სხვებზე.

16. მოსმენის უუნარობა: კოლეგების უპატივცემულობის ყველაზე პასიუ-აგრესიული ფორმა.

17. მადლიერების გამოხატვის უუნარობა: ცუდი მანერების ყველაზე მარტივი ილუსტრაცია.

18. ამბის მომატნის დასჯა: აბსოლიტურად გაუმართლებელი მოთხოვნილება, შევუტიოთ უდანაშაულო ადამიანს, რომელიც ჩვენს დახმარებას უფრო ცდილობს.

19. გადაბრალება: მოთხოვნილება, დავადანაშაულოთ ყველა, საკურთარი თავის გარდა.

20. გადაჭარბებული მოთხოვნილება, ვიყო ‘’მე’’: ჩვენი ნაკლის ღირსებად წარმოჩენა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი ნაკლია.

ვაღიაროთ, რომ ეს არასწორი ქმედებებს საშიში ნაკრებია, ერთად აღებული, კი ისინი უფრო საშინელებათა საკანს ემსგავსება. ვის მოუნდებოდა ისეთ გარემოში მუშაობა, რომელშიც კოლეგები ასეთ მანკიერებათაგან თავისუფალი არ არიან? და მაინც, ჩვენ ყოველთვის ასე ვიქცევით. სანუგეშო ისაა, რომ ერთ ადამიანს იშვიათად თუ ახასიათებს ყველა (ან ბევრი) ეს ნაკლი.

თქვენ შეიძლება, იცნობთ კონკრეტულ ადამიანს, ვისაც ხსენებულთა შორის ერთი ან ორი სხვაც ახასიათებდეს. მაგრამ გაგიჭირდებათ მოძებნოთ წარმატებული ადამიანი, რომელსაც ამ სიიდან ერთდროულად ბევრი რომ აღმოაჩნდებოდა. ეს კარგია, რადგან გაგვიადვილებს მიზნის მიღწევას – შევძლოთ გრძელვადიანი დადებითი ცვლილება უკეთესობისკენ.

და ბოლოს, ჩვენი საქციელის შეცვლა ხშირად ერთადერთი მნიშვნელოვანი ცვლილებაა, რომლის მიღწევა ჩვენს კარიერულ წინსვლასთან ერთად მართალაც შესაძლებელია.

მარშალ გოლდსმითის წიგნიდან: ‘’ახალ მიზანს ახალი ფორმულა სჭირდება.’’

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1489 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ