ნუ წუწუნებთ და ნუ იყურებით წარსულში, წინ გაიხედეთ!

ნუ წუწუნებთ და ნუ იყურებით წარსულში, წინ გაიხედეთ!

ადამიანებს წარმატების მიღწევა უჭირთ არა იმიტომ, რომ საკმარისად მონდომებულები ან შრომისმოყვარეები არ არიან, ან საკმარისი ძალა არ შესწევთ ბევრჯელ სცადონ – არა! ადამიანებს უჭირთ მიაღწიონ წარმატებას რადგან ისინი გ ა მ უ დ მ ე ბ ი თ იყურებიან წარსულში და ბევრს წუწუნებენ. ცხოვრების უმეტეს დროს თავს ახსენებენ წარსულ შეცდომიან გამოცდილებას და რატომღაც დიდი სიამაყით იხსენებენ როგორ დამარცხდნენ ადრე, როგორ ეტკინათ და ამ ტკივილს დღემდე ისე ღრმად განიცდიან როგორც უწინ.

ეს არ არის არც უცხო და არც იშვიათი მოვლენა, ეს რეალობაა, რომელიც აღმოვაჩინე ძალიან ბევრ ადამიანში, რომლებიც მთელი ეს წლები ჩემი ცხოვრების ჰორიზინტზე მოჩანს. ერთი შეხედვით შესაძლოა მარტივი ჩანდეს, მაგრამ ადამიანების უმეტესობისთვის ურთულესია აღიარონ, რომ წარსული წარსულია. იყო, მორჩა და დამთავრდა უკვე. ფაქტი ფაქტია და მას ვეღარ დავარედაქტირებთ და აღარაფერი ეშველება. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი გულში ვერ დაუსვამს წერტილს იმას, რაც გონებამ დიდიხანია დაამთავრა, წარსულზე ფიქრს თავს ვერასოდეს დააღწევთ. ადამიანების ერთი ნაწილი იხსენებს წარსულს და შესტირის იმ დროს, როცა ძალიან ბედნიერი იყო, მეორე ნაწილი კი იხსენებს ტკივილს, შეცდომებს და წუწუნებს, ვერ უპატიებია საკუათარი თავისთვის ეს როგორ მოუვიდა, ასე როგორ შეეშალა და ა.შ.

იცით ამ დროს თქვენი რეალობა როგორია? ადამიანი, რომელიც წარსულშია ჩარჩენილი და ვერ გრძნობს აქ და ამჟამად რეალობას, კი არ ცხოვრებს არამედ არსებობს. მის არსებობას არც საკუთარი თავისთვის და არც სამყაროსთვის არანაირი სარგებელი არ მოაქვს, პირიქით, იგი ხდება მეტად მომხმარებელი და სხვებისთვის ზედმეტი ტვირთი და მხოლოდ იმიტომ, რომ იგი მთელი თავისი ფიქრებით, მოქმედებებით და ოცნებებით წარსულშია ჩარჩენილი. ასეთ ადამიანს ახლო ადამიანების დახმარება აუცილებლად სჭირდება.

ხშირად მინახავს ერთი შეხედვით ლამაზი, ჯანმრთელი, ყველაფრით უზრუნველყოფილი, საყვარელი ადამიანების ხელის გულზე მოსეირნე ადამიანები, მაგრამ მათ თვალებში სევდის და ტკივილიანი წარსულის ანარეკლი მოჩანდა. რეალურად მათ ყველაფერი ჰქონიათ, თვალები რომ მზის ამოსვლა და ჩასვლა დაენახათ. ყურები და სმენა, რომ საყვარელი მუსიკა, ჩიტების ხმა ან ქარის შრიალი ესმინათ, ფეხები რომ ეცეკვათ ან ბუნებაში ესეირნათ, მაგრამ მათ არ ჰქონდათ მთავარი, რეალობის და აქ და ამჟამად ყოფნის აღქმა. ასეთი ადამიანები, სულ რომ  სამოთხის შუაგულში აღმოჩნდნენ ვერ იგრძნობენ და ვერ შეირგებენ ვერანაირ ბედნიერებას და სილამაზეს, რადგან წარსულით დაბრმავებულნი და წუწუნით გაბრუებულები არიან.

ასეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების დანახვისას მინდება მათთან მივიდე, თვალებში ჩავხედო და ხმამაღლა ვუთხრა, რომ გამოფხიზლდნენ და ნუღარ იყურებიან წარსულში! რადგან მათ იქ უკვე ყველაფერი ნანახი აქვთ და იციან რა და რატომ მოხდა. რაც არ უნდა რთული იყოს იარეთ წინ და ნახავთ რამდენ საოცრებას შეხვდებით ცხოვრების გზაზე. ახალი ემოციები, ახალი ადამიანები, ახალი თავგადასავლები, ახალი სიყვარული და ნახავთ რომ ცხოვრება თქვეთვისაც მშვენიერია თუ ისწავლით დააფასოთ თითოეული წამი. ნუ იდარდებთ რომ თქვენს ცხოვრებაში რაღაც კარგი დასრულდა და ნურც რთული წარსულის გამო იწუწუნებთ. გამოთქვით მადლიერება, რომ ეს ყველაფერი იყო და წარსულს ჩაბარდა. დაგიტოვათ გამოცდილება და გასწავლათ როგორ უნდა გააგრძელოთ წინსვლა ცხოვრებაში.

გახსოვდეთ, ყოველთვის როცა მოწყენილი ხართ, წუწუნებთ ან იყურებით წარსულში, კარგავთ ბედნიერად ყოფნის დროს. დრო გადის, დღეები დღეებს მიჰყვება და თუ თქვენ ვერ შეამჩნევთ დღევანდელი დღის სილამაზეს, სასიამოვნო საღამოს ნიავს, მეგობრებს და საყვარელ ადამიანებს თქვენ გარშემო, იცოდეთ ამას სხვა გააკეთებს. სხვა ივლის წინ, სხვა განვითარდება ყოველ დღე, სხვა დააფასებს ყოველი დღის გათენებას, დაღამებას და ყველაფერს მის გარშემო და წარმატების მწვერვალზეც ისე სწარაფად აიჭრება, თქვენ ამის გაცნობიერებასაც ვერ მოასწრებთ როდის ან როგორ შეძლო…?!

ასე, რომ დღევანდელი დღე საუკეთესო დროა გამოფხიზლდეთ, შეწყვიტოთ წუწუნი და წარსულში ყურება. აღიქვად დღევანდელი მშვენიერი დღე თქვენ რეალობად და დაიწყოთ თავგადასავლებით სავსე მოგზაურობა დიდი წარმატებისკენ!

წარმატებები!

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

მარიამ შარიქაძე
მარიამ შარიქაძე 64 posts

სამოტივაციო ბლოგერი და ელ-ჟურნალისტი. იხილეთ მეტი ჩემს შესახებ: www.mariamsharikadze.wordpress.com

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ