ნუ იცხოვრებთ სხვების ჭკუაზე

ნუ იცხოვრებთ სხვების ჭკუაზე

არაფერს იმდენი ადამიანი არ დაუღუპავს როგორც სოციალურ წნეხს. ადამიანები, რომლებიც ჩვენ გარშემო არიან, ხშირად გვევლინებიან დიდი წინაღმდეგობის და დარკოლების სახით, რადგან ისინი ჩვენი ინდივიდუალურობის გამოხატვის და თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალებას არ გვაძლევენ. აი, ამის მარტივი მაგალითი:

ერთ დღეს, სრულიად შეცვლილი ჩაცმის სტილით ან სრულიად განსხვავებული თმის ვარცხნილობით რომ გამოვეცხადოთ საზოგადოებას და ჩვენ ‘’სამეგობრო’’ წრეს აბა დავფიქრდეთ, რა რეაქცია ექნებათ მათ და რას იგააკეთებენ ისინი? ჩაიცინებენ, ჩაიღიმილებენ, გაგვაკრიტიკებენ, ‘’ჯანსაღ შეფასებას” და ”რჩევებს” მოგვცემენ რაც უმეტეს შემთხვევაში ადამიანებში დათრგუნვას, სირცხვილის შეგრძნებას და საკუთარ თავში ჩაკეტვას იწვევს.  მართალია ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ სხვის აზრს არ უნდა მივაქციოთ ყურადღება, მაგრამ ამის გააზრება ბევრი ადამიანისთვის კვლავ პრობლემაა. ავიღოთ მეორე მაგალითი: ჩვენ მეგობრებს ერთ დღესაც ვეუბნებით, რომ ვაპირებთ გავხდეთ მილიონერი…დარწმუნებული ვარ ყველასათვის ადვილი წარმოსადგენია ამ იდეას რა გამოხმაურება მოჰყვება: ჩახითხითება, ჩაღიმილება, ‘’გამხნევება’’ — ფრაზები: რა სისულელეა, სულ გაგიჟებულხარ და ა.შ. უსასრულოდ…

გიფიქრიათ, რომ ეს ერთი შეხედვით უნიშვნელო დეტალი — რასაც სოციალური წნეხი ჰქვია, როგორ ღუპავს და აიძულებს ადამიანებს, რომ მთელი ცხოვრება იცხოვრონ უბედურად? ჩავიცვათ ის, რაც ყველასათვის მეტ-ნაკლებად მისაღებია და არა ის, რაც ჩვენ ნამდვილად გვიდა და მოგვწონს, ვაკეთოთ ის, რაც ‘’კეთისლის მსურველებმა’’ გვირჩიეს ან რაც მოცემულმა რეალობამ გვაიძულა, ვისწავლოთ ის, რაც დადგენილია ‘’უნდა ვისწავლოთ’’, ვიცხოვროთ იმ ცხოვრებით, რომლითაც ადამიანთა უმეტესობა ცხოვრობს.

დღევანდელობაში ხშირია, რომ ინიციატივის გამოჩენის პირველივე მცდელობაზე სოციალური წნეხი მას სამუდამოდ ართმევს არსებობის საშუალებას და ეს წნეხი ჩვენამდე ჩვენი მეგობრების, ოჯახის წევრების ან კოლეგების სახით მოდის. მოდი, ვიფიქროთ სად არის გამოსავალი?

სამწუხარო რეალობაა, მაგრამ გადის წლები და ზოგიერთი ადამიანი ვერც კი აცნობიერებს, რომ საკუთარი ცხოვრებით კი არ ცხოვრობს, არამედ ცხოვრობს სხვისი ცხოვრებით მეგობრების ცხოვრებით, მშობლების ცხოვრებით, კოლეგების ცხოვრებით, სხვების ცხოვრებით. ისინი ფიქრობენ, რომ რომელიმე უნივერსიტეტში სწავლა კარგია და ამიტომაც დღეს ჩვენც იქ ვისწაცლეთ, ვსწავლობთ ან შესაძლოა ვგეგმავდეთ მომავლაში… და ამ დროს შესაძლოა ჩვენი ინდივიდუალური სურვილი იყოს სრულიად სხვა რამ: ხატვა, ცეკვა ან სიმღერა და ეს რეალური სურვილები დაბლოკილი გვქონდეს და ვერც კი ვაცნობიერებდეთ რა გვსურს ნამდვილად. ანუ გამოდის, რომ ჩვენ ვცხოვრობთ სხვისი ცხოვრებით, მივყვებით სხვა ადამიანებიდან თავს მოხვეულ მოსაზრებებს, სურვილებს და მერე გვიკვირს- რატომ არ ვართ ბედნიერები?

მსურს, კიდევ დავფიქრდეთ შემდეგ მდგომარეობაზე, როცა ადამიანები მოიჩვენებენ თავს, რომ თითქოს და არიან ბედნიერები და სხვების ცხოვრება კი არა, არამედ ეს მათი ინდივიდუალური სურვილით არჩეული ცხოვრების სტილია და ყველაზე უარესი ისაა, რომ მათ არ აქვთ არათუ ცვლილებების სურვილი, არამედ ფიქრშიც არ აქვთ რომ რაღაცის შეცვლაა საჭირო. მათ არ უნდათ აღიარონ რომ სხვების ჭკუაზე დადიან და არ უნდათ გამოამჟღავნონ თავიანთი ინდივიდუალური სურვილები, აზრები, მიზნები, მიდრეკილებები და მიზეზი, რატომ ხდება ეს, იქნებ იმიტომ, რომ საკუთარ ცხოვრებაზე 100% პასუხისმგებლობის აღება საკმაოდ რთულია და ეს მხოლოდ პიროვნლად  ძლიერ ადამიანს შეუძლია? 

რაშია გამოსავალი? 
გამოსავალი ცვლილებებშია! დიახ, ცვლილებები გეთანხმებით ძნელია. კარიერული, პირადი თუ პიროვნული განვითარების მიმართულებით, მაგრამ სწორედ აქ არის მნიშვნელოვანი გადაწყეტილება მისაღები. უნდა გაბედო და შეიცვალო, გაბედო იყო ის ვინ ხარ, გაბედო გამოხვიდე კომფორტის ზონიდან და აკეთო ის რაც გსურს, გაბედო საკუთარი აზრი იყოს ისე მყარი, რომ სხვების ხმამ ვერ გადაფაროს.

და ბოლოს, გაბედო იმ ცხოვრებით ცხოვრება, რომელიც ნამდვილად შენ გსურს და იყო ბედნიერი შენ მიერ შექმნილი რეალობით.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

მარიამ შარიქაძე
მარიამ შარიქაძე 72 posts

სამოტივაციო ბლოგერი და ელ-ჟურნალისტი. იხილეთ მეტი ჩემს შესახებ: www.mariamsharikadze.wordpress.com

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

ფსიქოლოგ მიხაილ ლიტვაკის 20 ბრძნული რჩევა

მიხაილ ლიტვაკი (Mikhail Litvak) – ექიმი-ფსიქოლოგი და საერთაშორისო დონის ყველაზე აღიარებული ფსიქოლოგი. მან პირველმა შეიმუშავა კონფლიქტების გადაწყვეტის სისტემა „ფსიქოლოგიური აიკიდო“ და პირველმა დაიწყო მისი პრაქტიკაში გამოყენება. მნიშვნელოვანია ისწავლო, თუ როგორ

Print Friendly, PDF & Email

50 საუკეთესო ჩვევა, ბედნიერი ცხოვრების სტილით ცხოვრებისთვის

მზად ხართ ცხოვრებისგან მხოლოდ საუკეთესო მიიღოთ და ყოველ დღეს გრძნობდეთ, რომ ეს თქვენი საუკეთესო დღეა? გსურთ სამყაროსგან სრულ მხარდაჭერას გრძნობდეთ და სურვილები თქვენგან ზედმეტი ძალისხმევის გარეშე სრულდებოდეს? თუ ეს ასეა,

Print Friendly, PDF & Email

23 რჩევა, როგორ მივაღწიოთ შინაგან სიმშვიდეს ყოველდღიურ ცხოვრებაში

ბევრს არ აქვს სულიერი სიმშვიდე, მუდმივად შფოთავს და ღელავს ყოველდღიური პრობლემების გამო. ასევე არსებობს სხვადასხვა სიტუაციები ცხოვრებაში, რომლებიც აღიზიანებს ადამიანებს და წყობიდან გამოჰყავს ისინი. სულიერი სიმშვიდის მომენტები ძალიან იშვიათია. მაგრამ

Print Friendly, PDF & Email

მოსმენა ეფექტური ლიდერის მახასიათებელი

მოსმენის ხელოვნება იზომება არა იმით რა პასუხს მოძებნი, ზოგჯერ სხვა ადამიანების გაგება ნებისყოფის დაძაბვას მოითხოვს. პეტ უილიამსი თავის წიგნში: „როგორ გავხდეთ ქოუჩი„ აღწერს ეფექტური მოსმენის მნიშვნელობას. „ვფიქრობ, იმისათვის რომ გახდე

Print Friendly, PDF & Email

ბავშების აღზრდაში მამების როლის დამადასტურებელი 7 ფაქტი

ითვლება, რომ ბავშვის აღზრდაში მამამ უნდა ჰქონდეს «მეორე მფრინავის» პოზიცია. ზოგი მამაკაცი შეიძლება ფიქრობს, რომ მისი როლი უმნიშვნელოა, თუმცა ეს ასე არ არის. სტერეოტიპი მამის როლის შესახებ დიდი ხანია ცნობილია,

Print Friendly, PDF & Email

როგორ დავზოგოთ კვების პროდუქტებზე?

საშუალოსტატისტიკური ოჯახის ბიუჯეტის თითქმის ნახევარი სუპერმარკეტებში, ბაზრობებზე და სასურსათო მაღაზიებში რჩება. გინდათ ისწავლოთ როგორ გამოხვიდეთ მაღაზიიდან ისე, რომ საფულე სულ ცარიელი არ გქონდეთ? როგორ შეძლოთ პროდუქტებზე დაზოგვა ისე, რომ სრულფასოვანი

Print Friendly, PDF & Email